x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც ბროწეულს მიირთმევთ?

ბროწეულის ნაყოფის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია რაც ცნობილია. თუმცა, გარდა უდიდესი სარგებლობისა, ზიანის მოტანაც შეუძლია. იმის გარკვევაში, თუ როგორ მოქმედებს ეს საოცარი ხილი ორგანიზმზე, მკვლევარები შეეცადნენ.


image

ლიდერად აღიარებული სასარგებლო პროდუქტი გულისა და სისხლძარღვებისთვის. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი –სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. უნდა მიირთვათ უმი სახით. ბროწეულის წვენი ათხელებს სისხლს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ანემიასთან ბრძოლის დროს. კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


საინტერესოა, რომ უძველეს დროში ბროწეულს უშვილობის სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდნენ. ეს ხილი წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს მისი "მარცვლეული" წყობის გამო. ცოტამ თუ იცის, რომ ბროწეული უნივერსალური ხილია, მისგან აწარმოებენ ქსოვილის საღებავს, სამკურნალო ნახარშებს და ბევრ სხვა პროდუქტს.


რა პლიუსები და მინუსები აქვს ბროწეულს?


დადებითი მხარე


ბროწეულის მარცვლები დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B, ასევე იმუნური სისტემისთვის უმნიშვნელოვანეს ვიტამინ C. მასში ასევე შედის მკვებავი ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით, ისეთი როგორიცაა, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, იოდი, რკინა და მრავალი სხვა.


ბროწეულის წვენი მდიდარია სასარგებლო მჟავებით, რომელიც აღვიძებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას დაბალი მჟავიანობის დროს.


ამასთან, ბროწეული სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის – ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს წნევას და ზრდის ჰემოგლობინის სინთეზსა და ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედები) დონეს. ამის გამო, ბროწეულს უნიშნავენ ანემიის, სისუსტის და ჰემოგლობინის დაქვეითების შემთხვევაში.


უარყოფითი მხარე


მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბროწეულის წვენი კატეგორიულად არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გასტრიტი, მაღალი მჟავიანობა და წყლული. ასევე, ბროწეული არ უნდა მიიღონ მათ, ვისაც ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) აწუხებს.


ეჭვგარეშეა, ბროწეულის წვენი მდიდარია სასარგებლო მჟავებით, თუმცა, შეუძლია ზიანი მიაყენოს კბილის ემალს. ამიტომ წვენი უნდა გავაზავოთ წყლით ან მივიღოთ საწრუპით.


ბროწეულის ქერქი შეიცავს ცოტა რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამიტომ სამკურნალო მიზნით მისი გამოყენებისგან თავი შეიკავეთ ან ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.


ასევე დაგაინტერესებთ:



რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


ცივი წყალი თუ თბილი? იცით, რა ზიანს აყენებთ საკუთარ ორგანიზმს?


მეცნიერები გვაფრთხილებენ – აუცილებლად შეიტანეთ კურკუმას ჩაი თქვენს რაციონში!


როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი



მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


პროფესორი ი.ნეუმივაკინი: იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

1
694
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
694
  
2020, 5 თებერვალი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1