x
image
რუსო ჩარექიშვილი
"ღმერთი იმიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომ დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ"-დედა ტერეზა
“სამწუხაროა, რომ ასე ხშირად გვავიწყდება, რომ პატიება შურისძიებაზე ბევრად უფრო ძლიერია. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. დიახ, ეს ჩვენს ბუნებაშია… მაგრამ ის რასაც ჩვენ განრისხების დროს ჩავდივართ, სამუდამოდ ტოვებს კვალს ჩვენში… შეჩერდი და დაფიქრდი… იფიქრე, ვიდრე რამეს გააკეთებდე… იყავი მომთმენი… აპატიე და დაივიწყე… გიყვარდეს ერთი და ყველა… თუ ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, ხშირად იმის დრო აღარ გჩება, რომ გიყვარდეს ისინი”image

“ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ რასაც ვაკეთებთ ზღვაში წვეთია, თუმცა ამავდროულად გვავიწყდება იმაზე ფიქრი, რომ ზღვა ერთი წვეთით ნაკლები იქნებოდა ჩვენ, რომ ამასაც არ ვაკეთებდეთ…”

“სადაც არ უნდა წახვიდე ეცადე, რომ სიყვარული მიიტანო… აჩუქე სიყვარული შენს ბავშვებს და მეუღლეს, შენს ახლო მეზობელს… არავის მისცე ნებაისე დაგშორდეს, რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს… იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება: სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში".image

"თუ ერთ ადამიანზე გაბრაზდებით სხვას ნუ დასჯით.ყოველი ადამიანი განსხვავებულია, სიყვარულის და ნდობის შესაძლებლობას ნუ დაკარგავთ"


"რაც უფრო მეტ სიყვარულს, სილამაზეს და სიკეთეს აღმოაჩენთ თქვენს თავში მით უფრო მეტს დაინახავთ მთელს სამყაროში."

"ღმერთი იმიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომ დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ."

"ზუსტად არ ვიცი როგორი იქნება სამოთხე, თუმცა ვიცი ის, რომ როდესაც იმქვეყნად წავალთ და ჩვენი განსჯის დრო დადგება ღმერთი არ გვკითხავს, თუ რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ამქვეყნად, იგი გვკითხავს, თუ რამდენი სიყვარული ჩავაქსოვეთ იმაში, რასაც ვაკეთებდით."



0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0