x
image
მაიკო ქავთარაძე
კომპანია "ლაქი სთრიმის" თანამშრომლები, ხელფასის გადაუხდელობის გამო, მეცხრე დღეა არ ტოვებენ ოფისს, ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას!
საქართველოში შრომის კოდექსი და ადამიანების უფლებები ხშირად-არა, ძირითადად, ყოველთვის რომ ირღვევა ყველამ ვიცით, თუმცა ამის გამოსასწორებლად ბევრს არაფერს ვაკეთებთ, არ ვსაუბრობთ, არ ვიბრძვით.


კომპანია "ლაქი სთრიმის" თანამშრომლები, რომლებსაც უკვე ორი თვეა არ მიუღიათ ხელფასი, არ აპირებენ დანებებასა და ერთობლივი ძალებით, საზოგადოების მხარდაჭერით, სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძვიან.


image

ისინი თავიანთ ფეისბუკ გვერდზე (შრომის ფასი/project zero )აქვეყნებენ განცხადებას:



"მოგესალმებით კომპანია "ლაქი სთრიმის" თანამშრომლები, რომლებიც მეექვსე დღეა ვიმყოფებით აღნიშნული კომპანიის ოფისში და ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ანაზღაურებას, რომელიც უკვე 2 თვეა არ მიგვიღია. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ მოლაპარაკება კომპანიასთან, მაგრამ ვერ მივიღეთ კონკრეტული შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც გარანტირებული იქნებოდა ჩვენი მოთხოვნების შესრულება. იმის გამო, რომ კომპანიამ ჩვენი ნდობა ბევრჯერ გამოიყენა ბოროტად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მოთხოვნები გავხადოთ საჯარო და ვთხოვოთ დახმარება ყველას, ვისაც სურვილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური რესურსები გასაგები მიზეზების გამო შეზღუდულია, ჩვენი ერთიანობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და არ ვაპირებთ გაჩერებას მანამ, სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება."


რამდენიმე საათის წინ კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს ქირის გადაუხდელობის გამო ბინას ატოვებინებენ.


image

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0