სასარგებლო პროდუქტები რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია! 2020, 30 იანვარი, 21:33 სხვადასხვა ხილის ჩირი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადებისას არ დარღვეულა ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესი. კერძოდ, ნებისმიერი ხილის ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ ის მზის ზემოქმედების შედეგადაა გამომშრალი და არა რაიმე აპარატის მეშვეობით, ამასთან, ბუნებრივი გამოშრობის დროს ყურადღებამისაქცევია ჰიგიენის დაცვა, რაც ხილის მწერებისგან დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს.
ჩირის დამზადების ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა მოხმარების მხრივ ევროპას ვერ შევედრებით, იქ კარგად იციან გამომშრალი ხილის ფასი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება უფრო მეტი იცოდეთ სხვადასხვა სახეობის ჩირის სასარგებლო თვისებებზე.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის და ვაშლის ჩირი, ასევე ქიშმიში, საზღვარგარეთიდან შემოტანილ ჩირებს შორის ყველაზე პოპულარულია ფინიკის ჩირი.
მაშ ასე, უფრო კარგად გავერკვეთ, რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო: 1. შავი ქლიავის ჩირი. შავი ქლიავის ჩირი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის, გულისა და თირკმლების პრობლემების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ის ასევე უებარი საშუალებაა შეკრულობის დროს.მისი გემოვნური თვისებების გამო, ხშირად გამოიყენებენ შავი ქლიავის ჩირს სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, როგორც დანამატს. 2. გარგარის ჩირი, იგივე კურაგა. გარგარის ჩირი, იგივე კურაგა კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებისათვის. ის ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში და ჰემოგლობინის მომატებას. 3. ვაშლის ჩირი. ვაშლის ჩირი კარგია კუჭის მოქმედებისათვის, მადის მოსამატებლად, თუმცა გასათვალლისწინებელია, რომ ის ბევრად უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე იგივე წონის ცოცხალი ვაშლი, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს მასთან ცოტა სიფრთხილე მართებთ. 4. ქიშმიში. ქიშმიში კარგი საშუალებაა გულის გამართული მუშაობისათვის. ასევე ცნობილია, რომ ქიშმიშის რეგულარული მიღება ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნის გაჩენას. 5. ლეღვის ჩირი. ლეღვის ჩირი კარგი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ასევე ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. 6. ფინიკის ჩირი. ფინიკის ჩირი ყველაზე მდიდარია ვიტამინებით. ის კარგად მოქმედებს ორგანიზმში იმუნიტეტის გასაძლიერებლად. 7. მსხლის ჩირი. მსხლის ჩირი საქართველოში შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა სასარგებლო თვისება მასაც გააჩნია, კერძოდ, ორგანიზმში მას ანტიტოქსიკური მოქმედების უნარი გააჩნია. როგორც ზემოგანხილული ჩირების სასარგებლო თვისებები გვიჩვენებს, მათი მიღება ნამდვილად აუცილებელია ორგანიზმისათვის. ჯანმრთელობას გისურვებთ! თქვენთვის საინტერესოა: რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?! როდის და რომელი ჯიშის ვაშლი უნდა მიირთვათ?! -სასარგებლო რჩევები 2875 3-ს მოსწონს
|