შოუბიზნესი სკანდალი: მადონამ კიევში, კონცერტზე, შარვალი ჩაიხადა 2012, 6 აგვისტო, 12:41
მადონა კვლავ ინარჩუნებს ყველაზე სკანდალური მომღერლის ტიტულს. მან ამჯერად, კიევში მიმდინარე კონცერტზე, თავი ვერ შეიკავა თავისი სკანდალური გამოხდომებისგან, რომელსაც იგი თავისი გამოსვლების დროს სჩადის და მაყურებლების წინაშე დემონსტრირება გაუკეთა თავის უკანალს. პოპ ვარსკვლავმა უკრაინელებს ნამდვილი სტრიპტიზი მოუწყო სცენაზე! ერთერთი სიმღერის დროს მომღერალმა ეროტიული მოძრაობები დაიწყო, ზურგით შებრუნდა მაყურებლებისკენ, შარვალი ჩაიხადა და თავისი მოშიშვლებული უკანალი დაანახა ხალხს. პუბლიკა უბრალოდ აფეთქდა აღფრთოვანებისგან.
ასევე სკანდალური იყი მისი გამოსვლა კიევის სტადიონზეც. მადონამ გადაწყვიტა გაეოცებინა მის კონცერტზე მოსული მაყურებელი თავისი რუსულის ცოდნით. მართალია რუსულად მხოლოდ მადლობის მოხდა იცოდა, მაგარმ სამაგიეროდ რუსულად გინება კარგად შეისწავლა. სტადიონზე დიდი ემოციები გამოხატეს მისი გინების გაგონებაზე, ჩანდა რომ მადონასაც კარგად ესმოდა სიტყვების შინაარსი. და ამ გინების ფონზე იგი ხალხს მოუწოდებდა, რომ დაენგრიათ ყველანაირი სტერეოტიპი. გარდა ამისა მადონამ ხალხი იმითაც გააკვირვა რომ უკარაინის დროშა რუსულ დროშაში აერია. ასე ცდილობს ალბათ მადონა თავისი პოპულარობის შენარჩუნებას. აბა დაბერდა უკვე და რაღაცით ხომ უნდა მიიქციოს ყურადღება. 66 4-ს მოსწონს
|