x
image
გემი დალანდი
რას გვიმზადებს თებერვალი?-ასტროლოგიური პროგნოზი
imageსადაცაა დადგება ზამთრის ბოლო თვე - თებერვალი. ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი თვის სრულ პროგნოზს წარმოგიდგენთ ზოდიაქოს თთოეული ნიშნისთვის. მაშ ასე, რას უნდა ველოდოთ თებერვალში:

1. ვერძი

ვერძებს ძველი ქაღალდების გადახედვა და საქმეების დასრულება ელით. მოსალოდნელია ხელსაყრელი მოგზაურობა საზღვარგარეთ.

სასურველია 17 თებერვლიდან 10 მარტამდე ახალი საქმეების წამოწყებასა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერას მოერიდოთ. თებერვალი კარგი პერიოდია დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად.


პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ყველაფერი ჰარმონიულად იქნება.


2.კურო

თებერვალი შესანიშნავი თვეა დასახული მიზნების განხორციელებისთვის, თუმცა მოერიდეთ მკვეთრ ნაბიჯებს, იმოქმედეთ თანამიმდევრულად და აუჩქარებლად.

ამ თვეში კუროებს პატივმოყვარეობა და ამბიციები მოეძალებათ. შესაძლოა კარიერაში წინ წაიწიოთ ან ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მოხდება თქვენი დაწინაურება.


3.ტყუპები

გაატაროთ თებერვალი სახლში - ეს ნიშნავს, საკუთარ თავს ბევრი სიამოვნება მოაკლოთ. იაქტიურეთ! ახლობლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა თქვენი ძალების და შთაგონების წყარო გახდება.

თებერვალი ტყუპებს კარგ შემოსავალსაც ჰპირდება. ფული ყველაფერზე გეყოფათ და არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.


4.კიბო

თვის დასაწყისში კიბოები შემოსავალ-გასავალსა და დოკუმენტებში “დაიკარგებიან". ფრთხილად იყავით, რადგან ამ პერიოდში შეცდომის დაშვების რისკი იზრდება.

თუმცა, პლანეტების კომბინაცია კიბოებს უამრავ შანსს სთავაზობს ჩანაფიქრის და გეგმების განხორციელებისთვის.


5.ლომი

კარგი თვეა საქმეების დასასრულებლად ან გასაახლებლად, თუმცა ახალი საქმის წამოწყებას მოერიდეთ. ვენერა, სიყვარულის და კეთილდღეობის პლანეტა, ლომის მე-9 სახლში შევა და ეს ლომებზე დადებითად აისახება.

იმისთვის, რომ ბიუჯეტის შავი ხვრელი ამოქოლოთ, მოგიწევთ ის საშუალება გამოიყენოთ, რომლის მოხმარებასაც გაცილებით მნიშვნელოვანი პროექტისთვის გეგმავდით.

ისწავლეთ ეკონომია!


6.ქალწული

ვენერა ქალწულებს თებერვალში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება. ოჯახურ ცხოვრებაში ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და რომანტიკასაც ნუ დაივიწყებთ.

ნუ აიძულებთ თქვენს თავს რაიმეს ძალდატანებით გაკეთებას. ყური უგდეთ “შინაგან მეს" და მისი სურვილის მიხედვით იმოქმედეთ.

თებერვალი განმარტოების და ფიქრის თვეა. ნუ იღელვებთ, აიღეთ პაუზა!


7.სასწორი

2020 წლის ზამთრის ბოლო თვეში თქვენს სიყვარულთან შეხვედრა გელით. ფინანსებს რაც შეეხება, აქაც სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. თვის შუა რიცხვებში კი სასწორები უფრო ნაკლებ დროს დაუთმობენ სამსახურს, რადგან ყოველდღიური რუტინა მოჰბეზრდებათ და გართობა მიიზიდავთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს უფროსის და კოლეგების უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.


8.მორიელი

თებერვალში შესაძლოა ცდუნების წინაშე აღმოჩნდეთ: განაახლოთ ძველი ურთიერთობა. შესაძლოა დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთიც იპოვოთ. ანუ, თებერვალი წარსულთან დაგაკავშირებთ.

ბიზნესში კარგ შემოსავალს მიიღებთ. მოსალოდნელია დაწინაურება, ან კარგ ანაზღაურებას მიიღებთ რაიმე პროექტისთვის. აღებულ ფულს გაუფრთხილდით და მარტისთვის გადაინახეთ, გამოგადგებათ.


9.მშვილდოსანი

თებერვალი მშვილდოსნებს სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება. 8 თებერვლიდან წარმატება თქვენი მეგზური გახდება. თუ ახალ ბიზნესს წამოიწყებთ, ეს კარგ შემოსავალს მოიტანს. კარგი დროა საცხოვრებლის შესაცვლელად. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად წარიმართება.


10.თხის რქა

თვის დასაწყისში შესაძლოა ხანმოკლე ავადმყოფობა. აუცილებლად მიდით ექიმთან. თებერვალში კარგად მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. თუ რამე არ გინდათ და ძალით გააკეთებთ, წარუმატებლობისთვის ხართ განწირული. ორი გამოსავალი გაქვთ: აკეთოთ ის, რაც გინდათ, ან შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც არ მოგწონთ.


11.მერწყული

თებერვალში ახალი და საინტერესო ნაცნობობაა მოსალოდნელი. სასიყვარული სფეროში კი შესაძლოა სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ. ნუ ანუგეშებთ თქვენს თაყვანისმცემლებს ფუჭი დაპირებებით და იმედებით. აგრძნობინეთ, რომ ასეთი რომანტიკა არ გიზიდავთ.


12.თევზები

თებერვალი თევზებისთვის “ცხელი" თვეა: საქმე თავზესაყრელად გექნებათ, დრო კი - არა. ნუ დაპანიკდებით, ღრმად ჩაისუნთქეთ და გეგმის შემუშავება დაიწყეთ.

გამონახეთ დრო ხელოვნებისთვის. ეს დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. კარგად გადახედეთ რაციონს:შეზღუდეთ ნახშირწყლების გამოყენება.

0
3066
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0