სხვა "პუტინ წაეთრიე!"სკანდალი რუსული პანკ-ჯგუფის გარშემო. 2012, 6 აგვისტო, 9:16 მოსკოვში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი რუსული პანკ ჯგუფის russy riot-ის საწინააღმდეგოდ. გოგონებს ბრალი ედებათ ხულიგნობისათვის.მათ სიმღერა შეასრულეს ქვეყნის მთავარ მართლმადიდებულ ეკლესიაში მოწოდებით "პუტინ წაეთრიე!."პროკურორის განცხადებით გოგონებს 7 წლიანი პატიმრობა ელოდებათ ''რუსული საუკუნოვანი მართლმადიდებული ეკლესიის საფუძვლების შეურაწყოფისათვის".მრავალი კრემლის კრიტიკოსი სასამართლოში უფრო პოლიტიკურ მოტივს ხედავს. თვითონ პრეზიდენტმა პუტინმა "დიდსულოვანი" განცხადება გააკეთა- გოგონები ცუდად მოიქცნენ, მაგრამ მოვუწოდებ სასამართლოს ძალიან მკაცრად ნუ დასჯიანო. 104 2-ს მოსწონს
|