ქალი და მამაკაცი ჭკვიანი ქალის ღირსეული თვისებები და საიდუმლოებები 2020, 28 იანვარი, 11:32 რამდენი რამ გვსმენია ქალის შესახებ და რამდენი კატეგორიის არსებობს ის, ვინ მოთვლის. დღეს, რატომღაც ფიზიკურ კრიტერიუმებს უფრო ექცევა დიდი ყურადღება, თუმცა სილამაზეში არაა ბედნიერება. იმასაც ამბობენ, ლამაზი ქალი უჭკუოაო და იშვიათობაა, სილამაზითაც და ჭკუითაც, დაგაჯილდოვოს ერთდროულად ბუნებამ. მხოლოდ ჭკუაც როდი კმარა... ჭკვიანი ქალი ბრძენისგან განსხვავდება, თუმცა მოდით გადავხედოთ სტატიას და ვნახოთ, ჭკვიანი ქალის ღირსეული თვისებები და პირადი ამბები, რომლებსაც ის სხვას არასდროს უმხელს.
1. გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები. მაჩვენეთ თუნდაც ერთი ქალი, რომელიც აბსოლუტურად კმაყოფილია თავისი გარეგნობით, - ვიღაცას ჭორფლი, ვიღაცას ზედმეტი ცხიმი, ცხვირი, ფეხი, ყური, მეჭეჭი და ა, შ - აღიზიანებს, უკვე აღარაფერს ვამბობ საუკუნის სენზე, რომ თითქმის ყველა დიეტაზეა. საქმე იმაშია, რომ ჭკვიანი ქალი არ გაამახვილებს საკუთარ ნაკლზე ყურადღებას და მით უმეტეს, ამას ხმამაღლა არ იტყვის, რომ ბრბოს ყურადღება უფრო მიმართოს მისკენ. 2. პირადი ურთიერთობის ამბები და დეტალები. არ მოუყვეთ მეგობრებს პაემნების, კოცნისა თუ ინტიმური ურთიერთობების შესახებ, შეიძლება უახლოეს მომავალში ის პარტნიორი წარსულს ჩააბაროთ, თქვენი რეპუტაცია კი განადგურდეს. 3. ნურავის დაუმტკიცებ, რომ უკეთ შეგიძლია რამის გაკეთება. დააცადე ადამიანებს, თავად გაერკვიონ და გაართვან საქმეს თავი, არ ჩაერიოთ, მიეცით უფლება გამოსწორდნენ, ისწავლონ, ან... თქვენი მხრიდან, როდესაც იცით კონკრეტული საქმე და უხეშად არ ერევით თქვენი "ზე ცოდნით", ღირსეული საქციელია. 4. რომ, თქვენ კვლავ ფიქრობთ ყოფილზე. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ ამაზე თქვენს ახალ თუ კონკრეტულ პარტნიორთან, შეგიძლიათ დედას ან დაქალს გაუმხილოთ. 5. რამდენს გამოიმუშავებთ და რამდენს ხარჯავთ. ღირსეული და ჭკვიანი ქალი არასოდეს ტრაბახობს დიდი შემოსავლით და არც იმით, თუ რამდენს ხარჯავს, მაგრამ ზოგადად, ფინანსები, ეს ის თემაა, რომელიც უმჯობესია, რომ ყველამ საიდუმლოდ შეინახოს. 6. სხვისი საიდუმლოებები. ჭკვიანი და ღირსეული ქალი სხვის ამბებს და პირადულ საკითხებს სხვებთან - მეგობრებთან, კოლექტივში და სხვა საზოგადოებაში, არასოდეს, არანაირ კონტექსტში არ განიხილავს. იხილეთ აგრეთვე: რით განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანისგან 25 ყველაზე უჩვეულო ფაქტი ქალის სხეულზე 854 9-ს მოსწონს
|