x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩინეთი არასაკმარისი ადგილების გამო საავადმყოფოებს 6 დღეში აშენებს
image

ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ექვს დღეში ახალი საავადმყოფოს აშენებას აპირებს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის, ვირუსმა უკვე 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ადგილობრივი საავადმყოფოების სისტემის პარალიზება მოახდინა.

2019-nCoV ვირუსი, რომლისგანაც ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, უკვე 3000 ადამიანია დაზარალებული, პირველად აღმოაჩინეს ვუჰანში. ჩინეთმა მთლიანად დაბლოკა ქალაქის სატრანსპორტო კავშირები.


ახალი 1000 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა პარასკევს გამოცხადდა. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს "პრობლემის გადასაჭრელად არსებული სამედიცინო რესურსების ნაკლებობის აღმოფხვრას."



ექიმების თქმით, პაციენტების გრძელი რიგები დგას.
არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი და პირადი დამცავი მოწყობილობა. ზოგიერთ ექიმს ეშინია ასეთ პირობებში მუშაობა ინფექციის რისკის გამო.


ამჟამად, კორონავირუსის მქონე პაციენტები მკურნალობას გადიან ქალაქის ყველა არსებულ საავადმყოფოებსა და კლინიკებში.image

ზუსტად იგივე გზით, 2003 წელს ჩინეთი მოქმედებდა SARS- ის ეპიდემიის დროს, რამაც 770-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


2003 წლის აპრილში, პეკინმა მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში ააშენა საავადმყოფო, რომელშიც შემდეგ მკურნალობდნენ SARS- ით დაავადებულებს.


1
174
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
174
  
2020, 28 იანვარი, 20:55
რა ოპერატიულად მოქმედებენ და მაინც რამდენი დაავადებულია, ღმერთმა არ ქნას ჩვენთან შემოვიდეს
0 1 1