ესეიგი ინფორმაციის ერაში ვცხოვრობთ არა? მოკლედ შესავალს დავანებებ თავს და პირდაპირ თემაზე გადავალ.
ელექტრონული წიგნების 2 ყველაზე გავრცელებული ფორმატი არსებობს. ესენია epub და mobi. epub არის ღია და აქედან სასურველი/მოსახერხებელი ფორმატი, მაგრამ რადგანაც
Amazon-ი არის ლიდერი ელ-წიგნების გაყიდვაში და ასევე რიდერის (Kindle) გავრცელებაში და ის იყენებს mobi ფორმატს, იძულებული ვართ გამოვიყენოთ ისიც. მითუმეტეს რომ Amazon-ი დიდხანს დარჩება 500 კილოგრამიან გორილად ელ-წიგნების ბიზნესში. თან აქვე უნდა ვაღიარო რომ მისი კინდლი მშვენიერი მოწყობილობაა.
როგორ გავხსნათ ანუ წავიკითხოთ ელ-წიგნები/ფაილები რომლებსაც გადმოწერთ http://clouds.ge/ თუ სხვა საიტებიდან?
აქ ჩამოვწერ რამდენიმე ფრიად მარტივ საშუალებას. ამ გვერდის/სტატიის მიზანიც ეს არის.
1. თუ იყენებთ Firefox-ს ინტერნეტის დასათვალიერებლად(თუ არა მაშინ გირჩევთ რომ გამოიყენოთ) მაშინ შეგიძლიათ დააყენოთ Addon EPUBReader Add to Firefox ღილაკზე დაჭერით და შემდეგ უბრალოდ Firefox-ის გახსნილ გვერდზე ჩააგდებთ epub ფაილს და წიგნი გაიხსნება. აი ასე
თუ იყენებთ Google Chrome-ს მაშინ შეგიძლიათ დააყენოთ დამატებად MagicScroll eBook Reader . ბმულზე გადასვლის შემდეგ დასაყენებლად დააჭიროთ უნდა ფერად ღილაკს add to chrome ზედა კუთხეში. ხოლო მისი ჩართვის შემდეგ საჭიროა დააჭიროთ Add a Book to Your Library რომ დაამათოთ წიგნი თქვენს ბიბლიოთეკას ასე ვთქვათ. ამის შემდეგ წიგნის გახსნა მაუსზე დაწკაპუნების საქმეა.
2. წიგნების გახსნა ასევე მარტივად შეიძლება ცალკე დაყენებული პროგრამის საშუალებითაც. ასეთია Amazon-ის Kindle for PC ვინდოუსისთვის. ფართო არჩევანია სხვა პლათფორმებისთვისაც
არსებობს ასევე Adobe Digital Editions
ცნობილი კომპანიისგან თუმცა ამჟამად ქართულ ტექსთან პრობლემები აქვს მას. თუ მოძებნით გუგლში ebook reader soft -ს იპოვით სხვა მრავალ პროგრამას წიგნების გასახსნელად რომლებიც შეიძლება თქვენს გემოვნებას უკეთ მოერგოს.
3. მნიშვნელოვანი საკითხია Calibre და ცალკე მსჯელობის საგანია რადგან მიუხედავად იმისა რომ მისი საშუალებითაც შეიძლება წიგნების გახსნა, მას ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და აუცილებილი პროგრამაა მკითხველისთვის, უნდა ითქვას.
4. და ბოლოს ყველაზე მთავარი, რამაც საერთოდ განაპირობა ისეთი
ფორმატების არსებობა როგორიც epub და mobi-ა, არის რიდერი ანუ წამკიხავი მოწყობილობა. ასეთებია Amazon Kindle, Nook, Sony-ის Reader, Apple iPad, kobo, იოტა და სხვა მრავალი რიდერი რომლებზეც ასევე ცალკე განხილვის თემაა.
წყარო: http://clouds.ge/
სტატია მეკუთვნის მე