სხვა Calibre 2012, 6 აგვისტო, 21:25 Calibre თანამედროვე მკითხველისთვის და რიდერის მფლობელისთვის აუცილებელი პროგრამაა. რატომ? პასუხი არ მაქვს. უბრალოდ სიტყვაზე უნდა მენდოთ. Calibre არის უფასო ღია ელ-წიგნების მენეჯმენტის პროგრამა. მარტივად რომ ვთქვათ ის ალაგებს წიგნებს კოლექციებად, გარდაქმნის ელ-წიგნებს სხვადასხვა ფორმატში და უკავშირდება თქვენს რიდერს ადვილად გასაგები ინტერფეისით. მისი კომპიუტერზე დაყენება(დაინსტალირება) არის ადვილი. გადმოწერა შეგიძლიათ აქედან http://calibre-ebook.com/download სადაც უნდა აირჩიოთ თქვენი ოპერაციული სისტემა. შემდეგ გაუშვებთ გადმოწერილ ფაილს ისევე როგორც სხვა პროგრამას აყენებთ ხოლმე კომპიუტერზე და მიყვებით ინსტრუქციას. თუ პირველად აყენებთ Calibre-ს მაშინ აირჩიოთ უნდა ადგილი სადაც შეინახება თქვენი წიგნების კოლექცია. შემდეგ აირჩიოთ უნდა თქვენი რიდერი რომელსაც ძირითადად იყენებთ ხოლო თუ იგი ჩამონათვალში არ არის(რაც ნაკლებ სავარაუდოა) მაშინ აირჩიეთ 'default' და მზად ხართ პროგრამის გამოსაყენებლად. მოკლედ, კალიბრეს დაყენება 'next' და 'finish'-ზე დაჭრის საქმეა. რისთვის შეგიძლიათ გამოვიყენოთ კალიბრე? 1. ელ-წიგნების კოლექციის დასალაგებლად 2. კონვერტაციისთვის 3. სიახლეების გადმოსაწერად ვებ-გვერდებიდან 4. რიდერებთან ურთიერთობისთის 5. ელ-წიგნების გასახსნელად კოლექციის დასალაგებლად უნდა დააჭიროთ 'Add books' ღილაკს და დაამატოთ წიგნები calibre-ს კოლექციას. ამის შემდეგ ძველი ფაილი კალიბრეს აღარ დაჭირდება. ასევე შეიძლება ფაილი ჩააგდოთ გახსნილ calibre-ს ფანჯარაშიც მარტივად. კალიბრე ნახავს ფაილის metadata-ს და განალაგებს ფაილს ნაპოვნი ავტორის და სათაურის მიხედვით. სხვა ბევრ მონაცემსაც შეაგროვებს, ისეთებს როგორიცაა თეგები, გამომცემლები და სხვა. კონვერტაცია შეიძლება დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში თუ თქვენი რიდერი არ კითხულობს იმ ფორმატს რომელშიც თქვენ წიგნი მოიპოვეთ. გავრცელებული ფორმატებია EPUB, MOBI, AZW, PRC, AZW1, TPZ, PDF, LRF, LRX, RTF, TXT რომლებს შორის კალიბრე გადაიყვანს საკმარისად კარგად თუმცა ყოველთვის 100 %-იანი შედეგი შეუძნებლია ფორმატების თავისებურებების გამო. Calibre არ არის რედაქტორი პროგრამა, ამისთვის უნდა გამოიყენოთ Sigil, Book Designer ან მსგავსი პროგრამა. კალიბრეს შეუძლია სიახლეების გადმოწერაც. აჭერთ Fetch news ღილაკს და შემდეგ ირჩევთ სასურველ წყაროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ენებიდან. რიდერთან დაკავშირება და ინფორმაციის გადატანა არის უმარტივესი. მერთებულ ხელსაწყოს ამოიცნობს კალიბრე და გამოჩნდება Device იკონი. ხოლო შემდეგ Send to device ღილაკის გამოყენებით გავგზავნით წიგნებს კომპიუტერიდან რიდერზე. თან თუ მაგალითად თქვენი კინდლი არ ხსნის epub ფორმატს Calibre თავად გარდაქმნის საჭირო ფორმატში და ისე გაგზავნის რიდერზე. ელ-წიგნების გახსნა და წაკითხვაც შესაძლებელია Calibre-ს საშუალებით. ამისათვის მასში ჩაშენებულია e-book viewer-ი. ავირჩიოთ უნდა წიგნი კოლექციიდან და შემდეგ view ღილაკზე დაჭერით იხსნება წიგნი. ასე რომ დამეთანხმებით ალბათ რომ Calibre თანამედროვე მკითხველისთვის შეუცვლელი პროგრამაა. წყარო: http://clouds.ge/ სტაია მეკუთვნის მე. 29 5-ს მოსწონს
|