x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორიების მიხედვით გადაღებული 10 ფილმი

ფილმის დასაწყისში ტიტრს — «ეფუძნება რეალურ მოვლენებს», ბევრი მაყურებელი, კინოს ძალიან სპეციფიკურ სახეობებს უკავშირებს — ეს შეიძლება პოლიტიკური დრამა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ან ომის შესახებ, გმირული ეპოსი იყოს. მოკლედ, ისტორიებით, რომლის დაჯერება, არც ისე ძნელია. მაგრამ, ხან, ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში, ნამდვილად დაუჯერებელი რაღაცეები ხდება და მის დაჯერებას, ვერანაირი ტიტრი ვერ გვაიძულებს.

აქ 10 ფილმს წარმოგიდგენთ, რომლის სიუჟეტი სრულიად რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ეს მას, ნაკლებად ფანტასტიკურს არ ხდის.


I. კომედიური დრამა «ტერმინალი», რომელიც დიდი სტივენ სპილბერგის და ტომ ჰენქსი მესამე კოლაბორაციაა.image
ეს ამბავი, ხუმრობას უფრო ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ის 1988 წელს რეალურად მოხდა. ირანელი ლტოლვილი მეჰრან კარიმი ნასერი, შარლ დე გოლის აეროპორტი, მთელი 18 წელი ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე, მეჰრანი ადგილობრივი მასშტაბის ცნობილი სახე გახდა. ხოლო, 2004 წ. მან წიგნი The Terminal Man გამოაქვეყნა, რომლის ეკრანიზაციის უფლება სტივენ სპილბერგმა შეიძინა და სამწუხაროდ, ფილმში, იქ მოთხრობილი ისტორიის, მხოლოდ მცირე ნაწილი შევიდა.


II. ფილმი «მრბოლელი» მოგვითხრობს წარმოუდგენელ, მაგრამ აბსოლუტურად ნამდვილ ისტორიას, იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდა ლეგენდარული მეწარმე და ინჟინერი ჯონ დელორეანი ორგანიზებულ დამნაშავეებ და ის სწორედ მაშინ დააკავა FBI, როდესაც 27 კგ. კოკაინი უნდა შეეძინა.

image


მას ნარკოტიკები, საკუთარი ბიზნესის — DeLorean DMC-12–ის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის გადასარჩენად სჭირდებოდა. ფილმი «ამერიკული ოცნების» კლასიკურ თემაზეა აწყობილი და მასში, იმ მოვლენებზეა საუბარი, რომელიც მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდებოდა.


III. «ყბები» – სტივენ სპილბერგის ფილმია, რომელმაც საფუძველი «ბლოკბასტერის ეპოქა» ჩაუყარა. ის პიტერ ბენჩლის 1974 წ. გამოქვეყნებული რომანის მიხედვით არის გადაღებული. image


ორივე ნაწარმოები, რა თქმა უნდა, გამოგონილ მოვლენებზე მოგვითხრობს, თუმცა საფუძვლად, ორივეს 1916 წ. ნიუ-ჯერსიში მომხდარი ტრაგედია უდევს. მაშინ ზვიგენის მსხვერპლი 5 ადამიანი გახდა. «ყბების» ზოგიერთ გმირს, ასევე ჰყავს რეალური პროტოტიპი.


IV. «შერკინება» — მაიკლ მენის საკულტო კრიმინალური თრილერია, რომელშიც პოლიციელი (ალ პაჩინო) და ბანკების მძარცველი (რობერტ დე ნირო) ერთმანეთს უპირისპირდება. image


ფილმის სიუჟეტი რეალური ამბების შესახებ გვიყვება. ხოლო მთავარი გმირების პროტოტიპები — პოლიციელი ჩაკ ადამსონი და კრიმინალი ნილ მაკკოული იყო.

პოლიციაში მუშაობის დასრულების შემდეგ, ჩაკ ადამსონი ტვ–შოუსთვის — «მაიამის პოლიცია» სცენარებს წერდა. სწორედ იქ გაიცნო მან მაიკლ მენი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ადამსონის პოლიციაში საქმიანობით და მათი ტანდემიც შედგა...


V. ფილმის — «დიდი ლებოვსკი» ტიტრებში, არ არის მითითებული, რომ ის «რეალურ მოვლენებს ეფუძნება». თუმცა, მასში ნამდვილად რეალური მოვლენებია ასახული. უფრო სწორედ, მასში მოთხრობილია რეალური ადამიანის შესახებ.image


ჯეფ დაუდი ცნობადი სახე იყო კალიფორნიაში. მაგრამ, სახელით მას არავინ მიმართავდა და სწორედ ეს ადამიანი უყვება თავისი ახალგაზრდობის ისტორიას, ჯულიანა მურის გმირს. ისევე როგორც ფილმშია ნაჩვენები, ნამდვილ დაუდს მართლაც ჰქონდა სასიყვარულო ხალიჩა. ხოლო, მისი ავტომობილი, ერთხელ, სკოლის მოსწავლემა მართლაც გაიტაცა და მას უკანა სავარძელზე საშინაო დავალების რვეული დარჩა.


VI. «ღია ზღვა» — ფილმი ოჯახურ წყვილზე, რომელმაც შვებულების დროს, კარიბის ზღვაზე დაივინგით დაკავება გადაწყვიტა. image


მაგრამ ნავი, რომელმაც ისინი ღია ოკეანეში გაიყვანა, სადღაც ქრება და წყვილი, უკიდეგანო წყლის და სისხლისმსმელ ზვიგენების პირისპირ, მარტო დარჩა.

ფილმი, თავისთავად, ძალიან მძიმე საყურებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის დოკუმენტურია და ზვიგენებიც ნამდვილები არიან. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა, მართლაც მომხდარიყო: 1998 წელს ავსტრალიაში ჩასული ტომ და აილინ ლონერგარები, დიდი რიფის მიდამოებში მართლაც დატოვეს... ხოლო შემდეგ, მათი პოვნა ვეღარ შეძლეს.


VII. «წყევლა» — ეს ფილმი ედ და ლორეინ უორენებზე — რეალურად არსებულ ოჯახურ წყვილზე, რომლებიც ეგზორცისტები იყვნენ და 60–90 წლებში, სხვადასხვა პარანორმალურ აქტივობებს იკვლევდნენ. image


რა თქმა უნდა, ამ გამოკვლევების პარანორმალური ნაწილი, არასოდეს არავის დაუდასტურებია. ბევრი სკეპტიკოსი და მეცნიერი უორენებს თაღლითებსა და ფალსიფიკატორებს უწოდებს. ხოლო რეჟისორი ჯეიმს ვანი, ამ ისტორიას ისე გვაჩვენებს, თითქოს ყველა შემთხვევა მათ ცხოვრებაში, არაფიზიკურ სამყაროსთან, რეალურად იყო დაკავშირებული.


VIII. «როკი» — მოგვითხრობს ისტორიას უიღბლო მოკრივეზე, რომელიც მხოლოდ ნებისყოფის და თავგანწირული შრომის წყალობით, თანაბარ პირობებში, მძიმე წონის ჩემპიონთან იბრძვის.image


ფილმი დიდი კინოში შესასვლელი კარი აღმოჩნდა, მთავარი როლის შემსრულებლის, სილვესტერ სტალონესთვის, რომელიც ამავდროულად, ფილმის სცენარის ავტორიც არის.


IX. «50 პირველი პაემანი» — კომედიური ჟანრის ფილმია, რომლის მთავარი გმირს (დრიუ ბერიმორი) ამნეზიის განსაკუთრებული ფორმის გამო, დილით რომ იღვიძებს, წინა დღის ამბები არ ახსოვს. image


ფილმი რეალურ და არც ისე სახალისო ისტორიაზე დაფუძნებული, რომელიც თავს ბრიტანელ მიშელ ფილპოტს გადახდა. მან თავის ქალის 2 ტრავმა, 5 წლის შუალედით გადაიტანა და მოკლევადიანი მეხსიერების უნარი დაკარგა. მას დღემდე ჰგონია, რომ ისევ 1994 წელია და მიუხედავად ამისა, თავის მეუღლესთან ერთად, დღემდე ბედნიერად ცხოვრობს. ისევე როგორც ფილმშია ნაჩვენები, ქმარი ცოლს ყოველდღე ახსენებს ყველაფერს, რაც დავიწყებული აქვს.


X. ფილმს — «საქორწინო ციებ–ცხელება», სრულიად აბსურდული ფაბულა აქვს: ორი ძმა ინტერნეტით გოგონებს პოულობს, რომლებიც მათ, დის ქორწილში უნდა გაჰყვნენ... და მეტი არაფერი. თუმცა...image


ის რაც «საქორწინო სიგიჟეში» ხდება, მეტ-ნაკლებად, რეალურ ცხოვრებაში მოხდა: მაიკ და დევიდ სტენგლი — ფილმის გმირების პროტოტიპები არიან და მათ მშობლებმა, მშფოთვარე ხასიათის გამო, დის ქორწილში, გოგონების გარეშე მისვლა აუკრძალეს. თუმცა, გოგონები, რომლებიც მათ ამ როლისთვის შეარჩიეს, მათზე უფრო მეტად «შეფრენილები» აღმოჩნდნენ... მოგვიანებით ძმებმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მემუარები დაწერეს, რომელიც ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა გამოისყიდეს და ფილმად აქციეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დანიელ სვაროვსკი – დიდი იმიტატორი, თაღლითი, თუ ბრწყინვალე ინჟინერი?

* სად ინახება არამიწიერი ცივილიზაციების არტეფაქტები?

* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0