ახალი კორონავირუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სიტუაციის გამოსაცხადებლად მზადაა
ახალი კორონავირუსის გავრცელებამ საზოგადოებაში პანიკა უკვე გამოიწვია,
როგორც იცით, ეპიცენტრი ჩინეთია და არსებული მონაცემებით, 455 ადამიანი დაავადებულია, აქედან 9 გარდაიცვალა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ვირუსით პაციენტი ვაშინგტონშიცაა დაავადებული და ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 30 წლის პაციენტი ჩინეთში იმყოფებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები ტურისტებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკაონ ჩინეთში მოგზაურობისაგან, კერძოდ კი იქ, სადაც ეპიდემიის კერაა.