სხვა გავიხსენოთ ტელეფონები,რომლებიც ჩვენს ოჯახებში იდგა გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში 2020, 22 იანვარი, 7:52 აბონენტთან უშუალო კავშირის დამყარება პირველად მხოლოდ 1920-იანი წლებიდან მოხერხდა, სწორედ ამის გამო გამოჩნდა პირველად დისკის ნომერამკრეფი ტელეფონის აპატარები, რომლის გამოყენებაც 1990-იან წლებამდე გაგრძელდა და ზოგიერთ ადგილებში ახლაც შეიძლება შეგვხვდეს. ღილაკებიანი(კლავიატურიანი) ტელეფონი პირველად აშშ-ში 1950-იან წლებში გამოჩნდა. სსრკ-ში მსგავსი ტელეფონები კლავიატურით მხოლოდ 1980-იანი წლებიდან იწარმოებოდა. პირველი ტელეფონის ნომრები ორიდან სამ ციფრისგან შედგებოდა, მაგრამ აბონენტთა რიცხვი იზრდებოდა და შესაბამისად გაიზარდა ტელეფონის ნომრის ციფრების რაოდენობაც. კერძოდ, საქართველოში, თუ რაიონებში და სოფლებში ტელეფონის ნომრები 3-4 ციფრისგან შედგებოდა, თბილისში 1960-იანი წლებიდან უკვე ექვსნიშნა ნომრები იყო, შესაბამისად ყოველ რაიონს საკუთარი ინდექსი ჰქონდა, მაგალითად: ვაკეს -22, 23 დიღომს- 51, 52 გლდანს- 67, 68 და ა.შ. სამიდან ოთხ ციფრამდე, ძირითადად გამოიყენებოდა დიდი სამრეწველო საწარმოთა თუ დაწესებულებების შიდა სატელეფონო ქსელისთვის. ტელეფონებს საბჭოთა კავშირში რამდენიმე ქარხანა ამზადებდა, თუმცა განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა რიგის(ლატვია) ქარხნის VEF-ის აპარატები, შემოდიოდა უცხოური აპარატებიც, ძირითადად სოციალისტური ქვეყნებიდან: პოლონეთი, გდრ და სხვა. ახლა კი გავიხსენოთ იმ დროინდელი სტაციონალური ტელეფონის აპარატები, რომელიც ერთ-ერთი რომელიმე მათგანი ალბათ თქვენც გედგათ სახლში. საკმაოდ გავრცელებული იყოТА-68ТА-72ТАН-70დიდი მოთხოვნით სარგებლობდა რიგის აპარატებიVEF-ТА DVEF Gunta-202VEF ТА-12VEF Marta 301VEF ТА-32ჩეხური ტელეფონებიСпектр ТА-1146БЭТО 201Тесла ТА 32გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისNordfern - W-63RFTАster 70პოლონურიTulipanJASKIER-74TELKOM RWTბულგარულიБелоградчик ТА-600Белоградчик ТА-4100ზოგიერთ ოჯახში უფრო ძველ მოდელებსაც შეხვდებოდითВЭФ БАГТА-50ТА 60БАГ-ТА 50იხილეთ სტატიის ავტორის სხვა სტატიები765 7-ს მოსწონს
|