x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხელოვნური წვიმა მოდის, რომელიც ბუნებრივისგან არაფრით განსხვავდება

არაბი შეიხების ზღაპრული სიმდიდრის შესახებ, უკვე ყველამ იცის და აღარავის აკვირვებს ინფორმაცია, შეძენილი კუნძულების, იახტების, მანქანების, ოქროს და ბრილიანტის ელემენტებით და ა. შ. თუმცა, ამ ქვეყნის შეიხებმა მაინც მოახერხეს მსოფლიო საზოგადოების გაოცება – მათ ამინდს საკუთარი სურვილით შეცვლა შეუძლიათ.


image


საოცარი ექსპერიმენტი, აბუ–დაბის საამიროში, ხელოვნურად წვიმის მოყვანასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა. ახლა საემიროების მოსახლეობა გვალვით და სიცხით აღარ იტანჯება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს «ფუფუნება» საკმაოდ ძვირი, დაახლოებით, 11 მლნ. დოლარი დაჯდა. მაგრამ, თანხებზე ვინ საუბრობს, როდესაც დამკვეთი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს მმართველი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანია? (მისი ქონება 150 მლრდ. დოლარად არის შეფასებული. რედ.)

გამოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალური ხელსაწყოები უარყოფითად დამუხტულ იონებს აგროვებს. ხოლო, ეს ნაწილაკები, თავის მხრივ, წვიმის ღრუბლების ხელოვნურად ფორმირებას იწვევს. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, წვიმა არაბთა საემიროებში იშვიათობას აღარ წარმოადგენს და უნდა აღინიშნოს, რომ «ხელთქმნილი» ნალექი, პრაქტიკულად, ბუნებრივის იდენტურია — მას თან ქარი, ელვა და მეხის ხმა ახლავს, რამაც, ასეთ მოვლენებს შეუჩვეველი, ადგილობრივები შეაშინა კიდეც.

შვეიცარიული კომპანიის – Metro Systems International-ს წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პროექტის რეალიზებით არიან დაკავებულნი, აცხადებენ, რომ უნიკალურ ტექნოლოგიას სრულად აკონტროლებენ და ტელეფონის მხოლოდ ერთი ზარია საკმარისი, რომ ქალაქის თავზე ღრუბლები გაჩნდეს და შხაპუნა წვიმა წამოვიდეს.


P. S. მსგავსი ტექნოლოგია წარსულში უკვე არსებობდა. XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანი იყო, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი ნამდვილად არ ყოფილა.

იმ დროს, ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრებს წარმოადგენდა. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა ბეტონივით მტკიცე ხდებოდა, ფერმერი მზად იყო, ინდიელი შამანისთვისაც კი გადაეხადა ფული და მასთან ერთად «წვიმის ცეკვა» ეცეკვა. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage







1
986
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
986
  
2020, 24 იანვარი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1