x
საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ხოტბა-დიდება, პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით, 12 საეკლესიო კრებაზე
image

იხილეთ სურათზე: 1977წ. 23 დეკემბერი, მე-12 საეკლესიო კრება, რუსეთის პატრიარქი პიმენი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი.



საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ხოტბა-დიდება, პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით, 12 საეკლესიო კრებაზე.



საბჭოთა "წითელი სამღვდელოების" საეკლესიო ელიტის, რუსეთის პატრიარქ პიმენის, პატრიარქის მოსაყდრე ილიას, არქიმანდრიტ ნიკოლოზ მახარაძის და წმინდა სინოდის გაფართოებული მეთორმეტე საეკლესიო კრების, ერთობლივი მიმართვებიდან ამონარიდნი: "დიდი მადლობა და დიდება! დიად საბჭოთა სოციალისტურ საერთო ქვეყანას. დიდი მადლობა და დიდება! დიად საბჭოთა მთავრობას. დიდი მადლობა და დიდება! დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას, რომელთაც ხალხის კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან, საყოველთაო მშვიდობასა და ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად, აგრეთვე ავტოკეფალია მოუტანია თურმე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის."



მეთორმეტე საეკლესიო კრების მიმართვა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ: " ... საქართველოს ეკლესია და ყველა მსახურნი ამ ეკლესიისა (რა თქმა უნდა, ამ საეკლესიო კრების ამ მიმართვაში, "ეკლესიის ყველა მსახურში" - მამა გაბრიელს და სხვა დაუმორჩილებელთ არ გულისხმებენ და სათვალავში არ თვლიან - ავტ.), მადლობას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოს ქრისტიანული ეკლესია მუდამ არსებით მხარდაჭერას გრძნობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობისაგან. ხოლო საქართველოს ეკლესიას, მუდამ ახასიათებდა პატრიოტული შემართება, იგი მუდამ იქნება ადამიანთა მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე და მხურვალედ ილოცებს, საქართველოს მთავრობის კეთილდღეობისათვის, იმ დიდი ამოცანების შესასრულებლად (აქ საეკლესიო კრების ამ მიმართვიდან ნამდვილად იგულისხმება ბოლშევიკური, საბჭოთა კომუნისტურ-ტოტალიტარული "ბოროტების იმპერიის" მშნებლობის, დიადი ამოცანები, რომელიც ბოლშევიკურ-კომუნისტურმა პარტიამ დაუსახა საბჭოთა კომუნისტურ მთავრობას და არა მარტო მათ.... - ავტ.), რომელიც მათ აკისრიათ ქართველი ხალხის წინსვლის გზაზე. კრებამ მიმართვა ერთხმად მიიღო."



სხვათაშორის ეს ის არქიმანდრიტი ნიკოლოზ მახარაძეა, შემდგომში ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, რომ გახდა და რომელსაც მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი სხვებთან ერთად, რომ ამხელდა და მის გარიცხვას, რომ ითხოვდა ეკლესიიდან.


იხილეთ არქიმანდრიტ ნიკოლოზ მახარაძის საგანგებო გამოსვლა და მეთორმეტე საეკლესიო კრების ერთობლივი მიმართვა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ:






0
654
3-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
654