რელიგია მხილებისა და განკითხვის შესახებ, რა განსხვავებაა მხილებასა და განკითხვას შორის. 2020, 11 იანვარი, 9:18 ერთმა ახალგაზრდამ კითხვა დამისვა: "მხილება და განკითხვა განმიმარტეთ თუ არ დამზარდებითო."
პასუხი - მხილებისა და განკითხვის შესახებ: ზოგიერთი ფარისეველი და კომფორმისტი სასულიერო პირების ყალბი განმარტების გამო, რადგანაც კომფორმისტებს ასე აწყობდათ ყოველთვის. საზოგადოების დიდი ნაწილი, დღემდე ვერ ერკვევა რა არის მხილება და რა არის განკითხვა. ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ: მხილება არის არასწორი, არამართლზომიერი, მცდარი ან ბოროტი საქციელის და ქმედების, მცდარი იდეოლოგიის ან აზროვნების შეფასება, კრიტიკა, გამოაშკარავება, სიმართლისკენ მითითება. მითუმეტეს თუ კრიტიკის ობიექტი ცდილობს თავი სხვაგვარად მოაჩვენოს საზოგადოებას. განკითხვა კი სულ სხვა, რამ არის. განკითხვაში იგულისხმება ფიზიკური ქმედება, ადამიანის მიერ მეორე ადამიანისათვის სასჯელის ფიზიკურად მისჯა, რაიმე სასჯელის აღსრულება, ვინმეს ფიზიკურად დასჯა, სასჯელით გასამართლება, დასჯადი გადაწყვეტილების მიღება, ვინმესთვის განაჩენის გამოტანა, სასჯელის დაწესება, სასამართლოს მოწყობა და ა. შ. განკითხვა ოყო მეძავი ქალის ქვებით ჩაქოლვა, რომ დააპირეს და მაცხოვარმა არ მისცა არავის, ამის უფლება. ამ შემთხვევაში ქვებით ჩაქოლვა, განკითხვა იქნებოდა, ხოლო ამ მეძავი ქალისათვის სწორი ცხოვრების წესის ახსნა და მითითება მხილება იქნებოდა. სახარებაშიც ამიტომაც, ამ კონტექსტით ითქვა, "არ განიკითხოო!" ანუ ქვებით ჩაქოლვა განკითხვას ნიშნავდა. "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ" (მათე 7, 1-2). სწორედ სახარების ამ მუხლების, განმარტება ხდება არასწორად, ზოგიერთების მიერ. ღმერთი ყველას განიკითხავს საყოველთაო განკითხვის დროს. განვიხილოთ წმ. წერილში ნახსენები ესქატოლოგიური მნიშვნელობის სიტყვა "საყოველთაო განკითხვა" ანუ ხალხთა საყოველთაო და საბოლოო გასამართლების დღე. აქედანაც ჩანს, რომ განკითხვა იგივე გასამართლებას ნიშნავს ანუ შესაბამისი სასჯელის დაწესებას, რაც უზენაესის პრეროგატივაა, რადგანაც საბოლოო ჭეშმარიტება მხოლოდ მან იცის. მხილება სხვა რამ არის ანუ უკეთურობებზე თვალის ახელაა. უკეთურებისა და ბოროტების მხილება ანუ მართლ-მხილება კი ქრისტიანის მოვალეობაა.
“მართლ-მხილება” ქრისტიანული აზროვნებისა და მოღვაწეობის საფუძველთა საფუძველია. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. "ნუ თანაეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეთა, არამედ ამხილებდეთ". (წმ. პავლე მოციქული).
“ერისკაცი რომელიც არ ამხელს სასულიერო პირს ურჯულოებაში! თანაზიარია მისი ურჯულოების". (მოციქულთა ერთ-ერთი კანონი).
"დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთადა, თუნდაც სრულად მარტო დავრჩე". (წმინდა მაქსიმე აღმასარებელი).
„ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე იგი". (მათე თ.18, მ. 15-17).
"ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ" (მათე 7, 1-2).
"უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს, მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა წარმართი" (მათე 18, 15-17).
წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.
334 1-ს მოსწონს 1-ს არა
|