x
image
კატაპულტი
რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები უფრო ჯანმრთელები,ვიდრე ჩვენ?!
გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები ჩვენზე უფრო ჯანმრთელები?!

image

რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა რომ დედამიწაზე ამდენი დაავადება იქნებოდა. ავადმყოფობები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესებმა ჯანდაცვის სფეროსაც დაასვა დაღი. მრავალ ქვეყანაში ერების აღრევამ ბუნებრივად გამოიწვია სხვადასხვა დაავადებების გავრცელება. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებით არაერთხელ გაგვიგია ამა თუ იმ ვირუსის მუტაციის შესახებ. მედიკოსები გამუდმებით ცდილობენ, შექმნან სახიფათო ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ეს პროცესი დაუსრულებელია, თითქოს ყოველი ახალი ვირუსი მედიცინის გამოცდაა.

მეორეს მხრივ, ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა სპეციალურადაა შექმნილი, მაგრამ რატომ?


ეს მოსაზრება მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არაა. პირველი, ვირუსებისა და ავადმყოფობების სამკურნალოდ, აუცილებელია მედიკამენტებით მკურნალობა, ფარმაცია კი ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმეა.


გარდა ამისა, მსოფლიოს არაერთ მეცნიერს წამოუყენებია თეორია, რომ სამყაროს ბუნებრივი რესურსები უბრალოდ ვერ ეყოფა ამდენ ადამიანს, ჰაერი პირველ რიგში, და სწორედ ამიტომ, საჭიროა, მოხდეს მოსახლეობის გაფილტვრა. რთულია, მაგრამ არაა გამოსარიცხი, რომ სახელმწიფოების სათავეებში ამ თეორიის გულშემატკივრები არსებობდნენ.

კიდევ ერთი მოსაზრება, რაც რეალობასთან ახლოსაა. განვითარებული ქვეყნები ყოველთვის “საცდელ ვირთხებად" იყენებდნენ განუვითარებელი ქვეყნების მოსახლეობას, რომ საკუთარი მოქალაქეებისათვის არსებული ვირუსისა და დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინა თუ მედიკამენტი შეექმნათ. იფიქრებთ ალბათ, რომ ეს მხოლოდ ფილმებშია ასე, მაგრამ...


თქვენთვის საინტერესოა:

რჩევები, რომლებიც გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ


0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0