x
image
merabi11
სასაცილო ანეკდოტები
imageმეგობარო, რა ცუდად გამოიყურები.
– მთელი ღამე არ მეძინა.
– რატომ?

– სასტუმროში მე–100 ნომერში მომათავსეს, რომელსაც ერთიანი წაშლილი ჰქონდა და მთელი ღამე მიკაკუნებდნენ, დროზე გამოდი, ჩვენც გვინდაო…



ჭიჭიკიას ექიმმა შარდის ანალიზის მოტანა დაავალა. ჭიჭიკიამ იფიქრა, გასინჯვით ვერაფერი გამიგო, ანალიზით რას გაიგებსო და თავის შარდს დაამატა ცოლის, ქალიშვილის და ვაჟიშვილის შარდი. მერე ცოტა ბენზინი შეურია მანქანიდან. პასუხი მეორე დღეს მიიღო: “შენ პროსტატა გაწუხებს, შენს ცოლს შაქარი აქვს, გოგო შალიკიას საყვარელია, ბიჭს ტრიპერი აქვს, მანქანას “ვკლადიშები” გამოუცვალე”



სვანი დგას ავტობუსის გაჩერებასთან, მივიდა მეორე სვანი და ეკითხება:
- შენ რა ნომერს უცდი?
-მე 2 ნომერს, შენ?
-მე 5 ნომერს.
მოვიდა 25 ნომერი ავტობუსი და ორივე ავიდა



რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.
- მერე ეგ რა შუაშია?
- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!




ერთხელ ზაფხულში, ჭიჭიკია ისე დათვრა, ციცინათელებს დასდევდა…სიგარეტზე მომიკიდეთო


* კახელი სპრაიტს იყიდის, დახედავს და წაიკითხავს, იყავი ის ვინც ხარ.
დალევს და ვირად გადაიქცევა


* სვანი მამა შვილს არიგებს:
- შვილო ქალაქში, რომ ჩახვალ სულ თქვენობით უნდა ისაუბროო
შვილი მოისმენს მამის დარიგებას – ჩავა ქალაქში დაინახავს მაღალ შენობებს და იტყვის:
ეს რამხელა თქვენობები აუთქვენებიათო..


* უკაცრავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა?
- დიახ.
- პრეზიდენტობა მინდა!
- გიჟი ხარ?
- ეგ აუცილებელი მოთხოვნაა?

* სვანი ჰარი პოტერს უყურებს და მეორე დღეს ხრამში გადავარდნილს იპოვიან ცოცხით

* სვანი ქალი მივა ექოსკოპიაზე.ექიმი ეუბნება თქვენ ფეხმძიმედ ხართ.
ქალი:დარწმუნებული ხართ რომ ჩემია??

0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0