x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სტუმრებს აიძულებდა წიწაკა ეჭამათ და ამით კმაყოფილი იცინოდა" - ცოცხალი მოწმის მოგონებები ბერიაზე და სტალინზე
image

ნამი მიქოიანი არა მარტო იმ ეპოქის მომსწრე არის, არამედ საქართველოსა და სომხეთის პარტიული ლიდერების ქალიშვილი და დისშვილი, ანასტას მიქოიანის რძალი, იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იმათ შორის, ვისზეც ქვეყნის ბედი დამოკიდებული და არც თუ იშვიათად მთელი მსოფლიოს ბედიც.

ლავრენტი ბერია ნამის ალერსით ”პროფესორს”უწოდებდა და ბაიდარით ასეირნებდა, ხოლო სტალინი მას ანდობოდა საკუთარ ქალიშვილ სვეტლანას.

ნამი ცოლად გაჰყვა ანასტას მიქოიანის ვაჟს, რის შემდეგაც კრემლის ვიწრო წრეში მოხვდა, იცნობდა ხრუშჩოვს, ბრეჟნევს, ანდროპოვს, გორბაჩოვს, ელცინს ...


როგორი ადამიანი იყო ლავრენტი ბერია? როგორი დაამახსოვრდა იოსებ სტალინი და რა მოუტანა მის ოჯახს 1937 წელმა, ყველაფერს ამას ნამი მიქოიანის ინტერვიუდან შეიტყობთ:



მომცრო ბინა პლიუშჩიხაზე.(მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა) კედლებზე საოჯახო ფოტოებია გაკრული, ახლობელი ადამიანების პორტრეტები, პეიზაჟები. ულამაზესი ძველებური ბიურო სავსეა წიგნებით, ჟურნალებით და ფურცლები ჩანაწერებით.

ნამი არტემის ასული საუბრობს 85 წლის წინანდელ მოვლენებზე, რომელის მომსწრე და მონაწილე იყო, საფუძვლიანად, აუჩქარებლად, დეტალებზე დაყრდნობით. თანდათანობით, ძალიან შორეული წარსულიდან გამოსახულებები უფრო ნათელი და მკაფიო ხდება, როგორც ფოტოქაღალდი გამჟღავნების შემდეგ.



ნამი მიქოიანი: დღეს უკვე 91 წლის ვარ, მაშინ მხოლოდ ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი. რა იყვნენ ისინი - ბერია, სტალინი? სამწუხაროდ, ახლა უკვე ბევრი რამ ერთმანეთში არის არეული: რა იყო ბავშვის თვალში, და რა იყო რაც მოგვიანებით გავიგეთ მათ შესახებ.

არ ვიცი, ყველაფერი მათ შესახებ ნათქვამი, სიმართლეა თუ არა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ოდესმე ამის შესახებ შევიტყოთ. მე გეტყვით მხოლოდ იმას, რაც საკუთარი თვალით ვნახე.


30-იანი წლების შუა პერიოდში ბერია იყო პირველი კაცი საქართველოში - კპ-ის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მამაჩემი და ბიძაჩემი მასთან მუშაობდნენ.

მამაჩემი საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ხოლო გრიგორი არუთინოვი, მამიდაჩემის ქმარი, რომელსაც ბიძას ვეძახდი, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. ყველანი დაახლოებით ერთი ასაკის იყვნენ. ერთად მუშაობდნენ, შაბათ-კვირა ერთად ატარებდნენ, ერთად მიდიოდნენ შვებულებაში.


კვირაობით ბერიას უყვარდა საკუთარ აგარაკზე ყველას შეკრება. ის ჩვეულებრივ იწვევდა იმათ, ვისაც შვილები ჰყავდა, რადგან თავადაც შვილი ჰყავდა და შეეძლოთ ბავშვებს ერთად ეთამაშათ.

ასე რომ, ერთხელაც მიგვიპატიჟა მამაჩემი, დედაჩემი და მე, მოგვიანებით მიიწვია ბიძაჩემი, მამიდაჩემი და მე. ვითამაშეთ ფრენბურთი, ბილიარდი.

ყველა ახალგაზრდა, ცოცხლები და მხიარულები იყვნენ და მათ სჯეროდათ იმ იდეალების, რომლელის აშენებაც გულწრფელად სურდათ.


საკმარისად ვითამაშეთ და ჩაის დასალევად წავედით. ფანჯრები ღია იყო, გვესმოდა როგორ მღეროდნენ, იცინოდნენ, ხუმრობდნენ ..


თითქმის ყველას დახვრიტეს 1937 წელს. ჩვენს სახლში ექვსი ბინა იყო; ყველას მშობელი დააპატიმრეს ერთ ღამეში - ექვსივე ბინაში. ყველა პასუხისმგებელი თანამშრომელი იყო. ახლა აღარ მახსოვს ისინი. მახსოვს მხოლოდ ბავშვები, რატომ და რისთვის დააპატიმრეს მათი მშობლები - არ ვიცი.


როგორი დაგამახსოვრდათ მაშინ ბერია?

გარეგნულად თავშეკავებული, ბავშვების მიმართ ძალზე მეგობრული. როცა მესაუბრებოდა, თითქოსდა სერიოზულად განიხილავდა ყველა სახის რთულ საკითხებს, წაკითხულ წიგნებს. მე მას მოვუყევი სკოლის და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და მან ხუმრობით "პროფესორი"მიწოდა. იგი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ხშირად მიღებდა ფოტოებს.

ეს სურათები შენახული მაქვს. მას ყოველთვის აღტაცებით შევყურებდი: სხვებზე უკეთ თამაშობდა ფრენბურთს და შტორმის დროს ზღვაზე ყველაზე შორს მიცურავდა ზღვაში.

image

ზაფხულში გაგრაში მდებარე აგარაკზე ვცხოვრობდით. ძლიერი ტალღების დროს ის(ბერია) ბაიდარში ჩაჯდა და მეც თან წამიყვანა. მისი მეუღლე, დედაჩემი, მამიდა - ყველანი შეშინებულები ყვიროდნენ ნაპირიდან, მე კი ბედნიერი ვიყავი - მას არ შეეშინებია, ის ძლიერი და თავდაჯერებული იყო საკუთარ თავში, არც მე შემშინებია.-საკმაოდ ვიმხიარულე.


მახსოვს, როგორ მივცურდით "ჩელიუსკინის" სანატორიუმთან, იქ ის დამსვენებელ ქალებს გაესაუბრა . ერთი, თეთრ შლიაპიანი ქალი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა. ბერია ყველას იზიდავდა თავისი შინაგანი ძალით, რაღაც მაგნეტიზმით, ხიბლით. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ის მიმზიდველი არ იყო.. ძლიერი მეგრული აქცენტით საუბრობდა და პენსნეს ატარებდა - რაც იშვიათობა იყო იმ დროში.

მიჭირს მისი ხასიათის აღწერა ... უკეთესად ვისაუბრებ იმ მოვლენებზე, როდესაც სტალინი ჩამოვიდა, ყველანი სადილზე წავედით ... ეს ყველაფერი ვიზუალურად მახსოვს.


როგორ ცხოვრობდა ბერია, როგორ იყო მოწყობილი მისი სახლი? როგორი იყო მისი ცხოვრების წესი? განსხვავდებოდა თუ არა მისი ბინა თქვენი და ბიძათქვენის ბინისაგან?



ბერია მაჩაბლის ქუჩაზე, ყოფილი ზემელის აფთიაქის მახლობლად, სამსართულიან სახლში ცხოვრობდა. პირველ სართულზე დაცვა იდგა და შესასვლელიდან მარჯვნივ ბილიარდის დიდი ოთახი იყო განთავსებული. სხვა სადარბაზოში კიდევ ერთი დიდი ოთახი იყო, სადაც სიდედრი დარიკო ცხოვრობდა, საკმაოდ მხიარული ქალი, უყვარდა გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. იქვე ბიძის კარი და ბერიას პარტმეგობრის, ამბრეგილია კეკელიას ბინა იყო. 1937 წელს ის დახვრიტეს.

მაგრამ მთავარი შესასვლელი მხოლოდ ბერიას ბინამდე მიდიოდა. უნდა გაგველო დაცვა, შემდეგ ვესტიბიული და მაშინვე ხის კიბეთი მეორე სართულზე.

როდესაც პირველად მათ ბინაში მოვხვდი, ალბათ, ეს იყო 1936 წელი, გამიკვირდა. არც ჩვენ და არც ჩემი მშობლების ნაცნობები არ ვცხოვრობდით ასე.


მას ჰქონდა შესანიშნავი ანტიკვარული ავეჯი, ჩარჩოში ჩასმული სარკეები, მძიმე ფარდები და ბუფეტში -ლამაზი ჭურჭელი. ყველაფერი შესამჩნევად ლამაზი და შესამჩნევად კომფორტული იყო, თუმცა რაღაც სუპერ- ფუფუნება არ იგრძნობოდა.

დიდი ხნის განმავლობაში ტყავის დივანს ვინახავდი, ორი ასეთი უზარმაზარი ტყავის დივანი - მისი არ არის, მაგრამ ზუსტად ასეთივეა. მამიდაჩემმა ეს დივნები ბერია გავლით დაუკვეთა, რადგან იქვე ცხოვრობდნენ და იგი მის მეუღლე ნინოსთან მეგობრობდა.


მესამე სართული ერთ მხარეს გარშემორტყმული იყო ღია აივნით. მასზე გადიოდა საძინებლის და მარმარილოს აბაზანის ოთახების კარები.

საძინებელს ფართო ხის საწოლი ჰქონდა, რაღაც უცნაური ორნამენტებით, იქვე იყო კანარის ჩიტი გალიაში. შემდეგ ეს ძალიან გამიკვირდა: დედაჩემმა მიკითხავდა წიგნს, სადაც ბურჟუათა ცხოვრება იყო აღწერილი, რომლებსაც ასევ კანარის ჩიტი ჰყავდათ.


მესამე სართულზე, მისი ვაჟი სერგოს და მისი ცოლის სამუშაო ოთახი იყო, რაც იმ დროს ძალიან იშვიათობა იყო. ნინა თეიმურაზის ასული, ბერიას მეუღლე, ძალიან ლამაზი ქალი იყო: გამხდარი, ტანწერწეტა, ყოველთვის მოწესრიგებული.ის საგულდაგულოდ უვლიდა თავს და ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი. გარეგნობის მიუხედავად, იგი, ისევე როგორც იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების ცოლები, სწავლობდნენ და მუშაობდნენ.

ის განათლებით ბიოლოგი ან აგრონომი იყი. მოგვიანებით, უკვე მოსკოვში, მან დაიცვა საკანდიდატო და მუშაობდა ტიმირიაზევის ინსტიტუტში.


ბერიას ბინაში შვედური წიგნის თაროები იდგა, უამრავი წიგნით. მისაღებ ოთახში როიალი. სერგო სწავლობდა მუსიკას, დაამთავრა მუსიკალური სკოლა.

სახლში იყო კიდევ მეოთხე ნახევარსართული იყო, რომელიც ქუჩიდან არ ჩანდა. იქ ცხოვრობდა სერგოს მასწავლებელი და აღმზრდელი გერმანელი ემა. ის იმ სკოლაში ასწავლიდა გერმანულს, სადაც სერგო სწავლობდა.

ბერიას კაბინეტთან ახლოს იყო ფიზკულტურის საოცარი ოთახი, იქ იყო ტანვარჯიშისთავის განკუთვნილი სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, ყველაფერი რაც საჭიროა ფიზკულტურისთვის.

image

რას ჭამდნენ ბერიას სახლში, რა სახის სამზარეულოს ანიჭებდა უპირატესობას?


ბერიას უყვარდა სტუმრები. დაცვისგან გებულობდა როდესაც მამიდას და ბიძას ვტუმრობდიდა ის და მისი მეუღლე ყოველთვის მეძახდნენ.


რას ჭამდნენ ბერიას სახლში, რა სახის სამზარეულო ურჩევნია მას?



საჭმელს, როგორც წესი, მისთვის კარგად ნაცნობი მეგრელი ქალი უმზადებდა: თავიდან ისინი ჭამდნენ ლობიოს, ზოგჯერ ბორშს. მეორე იყო ღომი - ჭყინტი ყველის ნაჭრებით და საცივი . ბერიამ ყველა კერძებს დაფქულ წიწაკას აყრიდა და სტუმრებს აიძულებდა ამის გაკეთებას. ვინც არ იყო მიჩვეული ცხარეს, იგი აიძულებდა ეჭამათ პატარა მწვანე წიწაკა და როდესაც ადამიანი წითლდებოდა და ხელების ქნევას იწყებდა, ამით კმაყოფილი ბერია იცინოდა.

ოდესმე გინახავთ სტალინი?



რამდენჯერმე ვნახე. ერთხელ იგი გაგრაში ბერიას აგარაკს სტუმრობდა. საღამოს ყველამ შემოირბინა, არეულობა დაიწყო, ჩვენ ბავშვები ის სახლში გაგვაგზავნეს სადაც მოსამსახურე ცხოვრობდა, ვიღაცამ ჩურჩულით თქვა: ”სტალინი მოდის”. იგი ქალიშვილთან ერთად იყო. ის ჩვენთან დარჩა, ხოლო უფროსები სადილზე წავიდნენ.

მთავარი სახლის სასადილო ოთახში ფანჯრებზე ფარდები მჭიდროდ არ იყო ჩამოფარებული და ჩვენც რიგირიგობით ფეხის წვერებზე ვდგებოდით, რომ სტალინი დაგვენახა. სვეტლანაც ჩვენთან ერთად იყურებოდა.

image

სხვა დროს სტალინი ვნახე თეატრში. ის ჩვეულებრივ იჯდა ლოჟაში, მაგრამ ყოველთვის სიღრმეში, წინ - არასდროს. სტალინი ვნახე სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებისგან გარკვეული სახის შეგრძნება რჩება, მაშინაც კი, როდესაც მათ ბავშვობაში ხედავ. მან ძლიერი კაცის შთაბეჭდილება დატოვა და, ალბათ, ასეც იყო.ისინი სხვა ხალხი იყო, ახლა ასეთები აღარ მინახავს.



რით განსხვავდებოდნენ?


ძალით და გონება. თქვენ მასში ხომ ვერ ხედავთ მარტივ პიროვნებას? თქვენ მასში ხრუშჩოვს ხომ ვერ ხედავთ? მორჩა.... ასეთი იყო ის და ასეთები აღარ არსებობენ.

კიდევ ერთი რამ... გულაგი საშინელია, მისი დავიწყება შეუძლებელია. მაგრამ სტალინი -მაინც სტალინია და ის სახელმწიფო, რომელიც მან შექმნა, მაშინვე გაზლიერდა. აშენდა ყველა ეს ფაბრიკა-ქარხანა. მან მოიგო ომი. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა სახის მსხვერპლის ფასად, მაგრამ ვინ იცის, რა მსხვერპლები იქნებოდა სტალინის გარეშე.

მთელი მსოფლიო საუბრობდა ჩვენი ქვეყნის შესახებ. სტალინი იყო, როგორ ვთქვა ... სიტყვა "გამორჩეული" მისთვის მცირეა. ის უდიდესი ადამიანი იყო.


1937 წელი. რა მოხდა რატომ შეიცვალა ყველაფერი? როგორ აღიქვეს ბავშვებმა ეს ყველაფერი?


არ ვიცი, რატომ მოხდა 37-ე წელი და ვერც ვერავინ გაიგებს. იგი იმით დაიწყო, რომ ახალი სიტყვები გამოჩნდა: „დააპატიმრეს“, „მავნებლობა“, „მტრული“. რა იცოდნენ ბავშვებმა ეს რას ნიშნავს? მაგრამ დაპატიმრებული ხალხი სადღაც გაქრა, ჩვენ კი ბავშვებმა განვიხილავდით, თუ ვის დააპატიმრებდნენ შემდგომ. იმ ზაფხულს გამოჩნდა თამაში: ჩვენ უნდა მოგვეძია ასანთის კოლოფზე დახატულ ალზე ტროცკის წვერების მსგავსება.


სექტემბრის ბოლოს, ჩვენს სახლში, ექვსი ოჯახი ცხოვრობდა, ყველანი ერთმანეთს ვიცნობდით, ერთად ვაწყობდით საბავშვო ზეიმებს და თითქმის ყველას მშობელი ერთ ღამეში დააპატიმრეს.

მამაჩემი მაშინ მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, მაგრამ ერთ დღეს სამსახურში აღარ წავიდა. ვერ გავიგე რატომ. ის არ გამოდიოდა საკუთარი ოთახიდან მთელი დღის განმავლობაში, რაღაცას წერდა.

ეს მოხდა 1937 წლის 30 ოქტომბერს. მამაჩემმა დამიძახა, დივანზე ჩამოვჯექი, მაგიდაზე იარაღი იდო . დედაჩემს ამ დროს პატარა ქალიშვილი ჰყავდა და იმას უვლიდა, ასე რომ მამა მე დამელაპარაკა. მას არ უნდოდა გაეგო მისი წასვლის შესახებ, ამიტომ მან დამირეკა და მელაპარაკა. მაკოცა და მითხრა: ”რაც არ უნდა მოხდეს, გჯეროდეს სტალინის და პარტიის”. იმ ღამით მამამ თავი მოიკლა. იგი ვერანდაზე გავიდა, აიღო სარკე, ჩაიხედა, რომ ტყვია არ აეცდინა და ისროლა.


მან ამ ნაბიჯით გადაგარჩინათ?

დიახ, გადაგვარჩინა, გასროლის შემდეგ კარზე დააკაკუნეს. ვიღაც უცნობმა პირებმა შემოაღეს კარი და მამა წაიყვანეს. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შეძლო დედასთვის ეთქვა: "ქისია, მაპატიე". დედაჩემს ქსენია ერქვა, იგი პოკლონსკის გვარიდან იყო.

რით შეეძლო მამას ხელი შეუშალა ბერიასთვის?

არ ვიცი ... მაშინვე იყვნენ განსხვავებულები - განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ქვეყნის კურსზე. ისიც ვიღაცის მხარეზე იყო და ძალიან ძლიერი ფიგურა გახლდათ, იმ გაგებით, რომ ის ლაპარაკობდა - და მას უსმენდნენ.

ალბათ ხელს უშლიდა ისინი ძალიან ახალგაზრდა იყვნენ, მამა მხოლოდ 34 წლის იყო და მან უკვე შეძლო აჭარის აყვავება. სუბტროპიკები, სადაც დაიწყეს მანდარინის, ჩაის მოშენება. ის ძალიან აქტიური და ამავე დროს გულწრფელი იყო.

მოგვიანებით გავარკვიე, რომ საქართველოს პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე, ბერიამ, მამაჩემი სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლა, "რომ ბოლშევიკური პარტია მას აღარ ენდობოდა". ეს საკმარისი იყო. ეს რას ნიშნავდა, ყველამ კარგად ესმოდა და მამაჩემმაც გადაწყვიტა თავად მოკვდარიყო.

image


2
2605
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2605
  
2020, 22 იანვარი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 20 იანვარი, 15:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2