x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჯაბა იოსელიანი და გურამ მგელაძე ერთად სუფრაზე. მოსკოვი, 1988წ

image

სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ: მარცხნივ, რამაზ ჩხიკვაძე. შუაში, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, კომპარტიის ცეკას ბიუროს წევრი, გურამ მგელაძე. გურამ მგელაძის გვერდით, მარჯვნივ, ჯაბა იოსელიანი. მოსკოვი, 1988წ.

გურამ მგელაძის მიერ, 1988წ. საკუთარ სახლში, მოსკოვში, აღნიშნული ღონისძიება: მისთვის, სსრკ-ს მთავრობის მიერ, "სოციალისტური შრომის გმირის" ორდენის მინიჭების აღსანიშნავად.

იხილეთ შესაბამისი ვიდეო ფირი:


ჯაბა იოსელიანი და გურამ მგელაძე ერთად სუფრაზე. მოსკოვი, 1988წ.

რამაზ ჩხიკვაძე მღერის, ნანი ბრეგვაძე უკრავს, ეს პარტიული ბელადის, გურამ მგელაძის ორგანიზებული ღონისძიებაა მოსკოვში, თავის სახლში. ამ ღონისძიებაზე, სხვა რამეც არის ძალზედ საინტერესო. როგორც თბილისში, ასევე პარალელურად მოსკოვში მცხოვრები, პარტიული ლიდერი და კრემლის მხრიდან, საქართველოს საქმეების ერთ-ერთი კოორდინატორი, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის, პირველი მოადგილე გურამ მგელაძე, მოსკოვში თავის მეგობარ ჯაბა იოსელიანთან ერთად აღნიშნავს და ქეიფობს, რომელიც გვერდით უზის, 1988წ. მისთვის "სოციალისტური შრომის გმირის" ორდენის მინიჭებას. ჯაბა იოსელიანი ცხოვრების ბოლო პერიოდში, არც მალავდა გურამ მგელაძესთან ადრინდელ ურთიერთობებს. საინტერესო აქ ის არის, რომ ამ დროს 1988წ. ჯაბა იოსელიანი ინტენსიურად იწყებს ქართველი დისიდენტების წრეში ტრიალს, ამავე პერიოდში, გურამ მგელაძის დაკვეთით, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგაც, გარკვეულ ცილისწამებლურ პროპაგანადასაც ეწეოდა ხოლმე, საწყის ეტაპზე ჯერ ვიწრო წრეში და განსაკუთრებით გარკვეული ავტორიტეტის მქონე ახალგაზრდობაში. 1989წ. 9 იანვარს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრების: გ. მამულიას, ზ. ჭავჭავაძის, თ. ჩხეიძის მოწვევით, დისიდენტების ერთ-ერთ ვითომ დახურულ შეკრებაზე, ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ ე. წ. "ღირსების სასამართლოზეც" კი გამოჩნდა და გამსახურდიას ოპონენტების დასაცავადაც, სპეციალურად სიტყვაც კი წარმოათქმევინეს კიდეც. იმ ვითომ საიდუმლო შეკრების ვიდეო კი, მეორე დღეს, თურმე კაგებეს ედო მაგიდაზე. შემდეგ ვითომ, მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების დისკრეტიზაციის მიზნით, კომუნისტურმა მთავრობამ "ღირსების სასამართლოს" ფირი ტელევიიზიითაც აჩვენეს. თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს.

აქ კი ამ ვიდეოში, საინტერესო ის არის, რომ დისიდენტებთან და ეროვნული მოძრაობის ლიდერების წრეში მოტრიალე კაცს, რა უნდა უნდოდეს კაგებესა და კრემლის ემისარ, ედუარდ შევარდნაძის მეგობარ, აგრეთვე გორბაჩოვის გარემოცვასთან დაახლოვებული, საბჭოთა საქართველოს მთავრობის თავჯდომარის პირველი მოადგილისა და კომპარტიის ცკ-ს ბიუროს წევრის, გურამ მგელაძის გვერდით. ეს მაშინ, როცა დისიდენტებთან ურთიერთობა სამღვდელოებასაც კი, აკრძალული ჰქონდათ. ჯაბა იოსელიანი კი, გურამ მგელაძის გვერდით ზის და ამავე დროს გარკვეული დისიდენტების წრეში ახერხებდა კიდეც ტრიალს. 1989წ. გამსახურდიას მიმართ ლოიალურად განწყობილი, "თეთრი გიორგის" რიგებში, განხეთქილება შეაქვს და ახალი ორგანიზაციის სამხედრო ფორმირება მხედრიონის ლიდერიც ხდება, რომელსაც 1989წ. საბჭოთა საქართველოს მთავრობიდან თავად გურამ მგელაძევე უკანონებს. ედუარდ შევარდნაძის უახლოესი მეგობარი, ეს ის გურამ მგელაძეა, რომელიც მანამდე მხედრიონსაც აფინანსებდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ 1991წ. თბილისში პუტჩის ორგანიზებაში მოსკოვიდან, რომ ფინანსურადაც ეხმარებოდა თბილისში პუტჩისტებს.
ავტორი: დანიელ სავანელი.

P. S. აქედანაც ნათელია, ჯერ კიდევ მაშინ, 1991წ. პუტჩამდე, რატომ ურთიერთობდნენ განსაკუთრებით ჯაბა იოსელიანთან ზოგიერთნი, "წითელი ინტელიგენციის" მხრიდან: მსახიობები, რეჟისორები და კიდევ სხვა მრავალნი. როცა კრემლთან ძალიან დაახლოვებული და თანაც უკვე იმ დროს ფინანსისტიც გურამ მგელაძე შენი მეგობარია, რა თქმა უნდა "წითელი ინტელიგენციაც" შეეცდებოდა შენთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას, მითუმეტეს საბჭოთა უშიშროების სუკ-ის სურვილიც, ხომ ეს უნდა ყოფილიყო.


9
2098
4-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
2098
  
2020, 21 იანვარი, 20:36
მართალი ბრძანდებით.
2020, 21 იანვარი, 15:52
ზურაბი გამოჯანმრთელების გზაზე იყო და მოკლეს, ინექცია შეუყვანეს. უცხოელემა პროფესორმა, რომელიც მკურნალობდა ზურაბს აკი თქვა მოკლულია ეს ახალგაზრდაო.
იცოდნენ ზურაბი ავარიასაც კარგად აღწერდა და მერაბის სიკვდილის რეალურ მიზეზსაც, აიღეს და მოიშორეს.
ჭანტურია აკი გამოჩნდა ვისაც ემსახურებოდა.
ბათიაშვილმა იქ დაამთავრა ეროვნულობა, როცა ედიკას უშიშროების მინისტრობაზე დათანხმდა, ერთი სირტვით მაგრად "აჭამა" მელამ.
ბევრია ეგეთი კახაბერ, ძალიან ბევრი, ეროვნულობის ნიშას ამოფარებული ნაძირალა.
2020, 21 იანვარი, 14:16
ზურაბ ჭავჭავაძის ფენომენი ვერ გავხსენი - თუ მოწყობილი იყო ის ავარია, უნდა სცოდნოდა და სიკვდილამდე მოესწრო უნდა თქმა, მარა შესაძლოა მაგიტომაც მიაყოლეს მერაბს.
მახსოვს, ჭანტურია მთელი 1991 წლის შემოდგომა ზვიადს კრემლის აგენტს ეძახდა და მერე ყვავილებით შეეგება ედიკას აეროპორტში, იმიტომაც მოხვდა პირველს ტყვია შუბლში. ბათიაშვილი ირაკლი კიდევ, კაცი მეგონა და პირველ უშიშროების მინისტრად "გაიჩითა"!!! და რამდენიკიდევ... "პროსტო ტეხავს" კაცი რომ გგონია და მერე ნაძირალა აღმოჩნდება.
2020, 21 იანვარი, 13:41
საინტერესო სტატიაა. ზვიადზე მერაბსაც აქვს ნათქვამი, ის "აღიარება" აუცილებელი იყო რათა ჩემი იზოლირების
გამო ზვიადი დარჩენილიყო და დისიდენტური საქმიანობა არ შეწყვეტილიყოო.
ზურაბ ჭავჭავაძე მენანება, გიორგი ჭანტურია როგორი "დისიდენტიც " იყო გამოჩნდა, როცა საქართველოდან მოსკოვში მიფრინავდა შევარდნაძესთან.
ჯაბა კი პანთეონში კი არა უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე უნდა იყოს დასაფლავებული.
2020, 21 იანვარი, 10:16
ალბათ უნდა განვმარტო, ბოდიშია მოსახელი, რადგან ნებსით თუ უნებლიედ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თამაშის მონაწილენი გახდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ანდაც საკუთარი ამბიციები არჩიეს, ორივე შემთხვევაში, ვთვლი რომ უღალატეს სამშობლოს! ამას განსაკუთრებით დისიდენტებზე იმიტომ ვამბობ, რომ ის ერთიანი ეროვნული მუხტი-ძალა მათი ქიშპის გამო, რბილად რომ ვთქვათ, დაიქსაქსა და მტერიც ადვილად მოგვერია.
2020, 21 იანვარი, 10:10
კი, ეგ "ღირსების სასამართლო"-ც გამახსენდა, აჩვენეს მაშინ ტელევიზიით. მიუხედავად ამისა, მაინც ვთვლი რომ იმ პერიოდის ბევრ დისიდენტს, სულ მცირე, ბოდიში მაინც აქვს მოსახდელი ქართველ ხალხთან, რაც მე არავისგან მსმენია...
2020, 20 იანვარი, 21:38
ე. წ. "ღირსების სასამართლო" მისი ადრინდელი მონანიების გამო კი არ გაიმართა, "ღირსების სასამართლო" სულ სხვა მიზეზით გაიმართა და ზვიადის ადრინდელი მონანიება, იმ დღეს სხვათაშორის არავის უხსენებია. ღირსების სასამართლო გაიმართა იმის გამო, რომ თითქოს ზვიადმა პარიზში მყოფ ქართველებს მისწერაო, რომ საბჭოთა მთავრობამ მანდ რომ დისიდენტი ლაშქარაშვილი ემიგრანტად გამოაგზავნესო არ ვენდობიო და მგონი კაგებეშნიკიაო. თუმცა ზვიადს ვერ დაუმტკიცეს, რომ საზღვაგარეთ მყოფ ქართველებთან ესე, რომ თქვა თითქოს ლაშქარაშვილი კაგებეს აგენტი მგონიაო. ამ ღირსების სასამართლოზე, საინტერესო ია იყო, რომ დისიდენტების დახურული შეხვედრა იყო და დისიდენტებთან მღვდლებსაც კი აკრძალული ჰქონდათ შეხვედრები. ხოდა ამ შეხვედრაზე რამოდენიმე თვის წინ მოსკოვში კომპარტიის ცეკას წევრის გურამ მგელაძის სუფრაზე მყოფი ჯაბა, ეხლა დისიდენტად თუ არა დისიდენტებთან დაახლოებულ პირად მოგვევლინა. მაგათმა არც იცოდნენ მაშინ ჯაბას რომ კავსირები ჰქონდა კრემლის ემისარ გურამ მგელაძესთან, ეხლა იტყვიან მეგობრობდნენო, რა თქმა უნდა სხვების დასანახად და ოფიციალურად ეგრეც უნდა ყოფილიყო გაცხადებული.
2020, 20 იანვარი, 16:30
ჰოდა, მე რაღაც არ მახსოვს, რომელიმეს (გია ჭანტურიას, ირაკლი წერეთელს, გინდ იმ საწყალ ზურა ჭავჭავაძეს, ან რომელიმე სხვა "დისიდენტს") ჯაბასთვის ეს "შეეხსენებინოს", გამსახურდია კი იმ "მონანიებისთვის" ჯვარს აცვეს, თანაც მერაბ კოსტავას უღალატაო - კაცმა თავად წაიკითხა და თავის ხელით დაწერილი ლექსი(ძმას ქრისტესმიერს) და ეს ხალხი, არა მაინც უღალატაო, და საერთოდაც, რა შენი დელიოდელა საქმეა, არა? - ეს ძმაკაცი (სულმნათი მერაბ კოსტავა) გეუბნება, ერთად მოვიფიქრეთო ეგო და ესენი მაინც თავისას უბერავდნენ. არა, ყველას ჭაბუა ამირეჯიბიც რომ აჰყვა, ეგ მაკვირვებდა ძლიერ, თავად მაინც არ გაევლო ის ჯოჯოხეთი...
2020, 20 იანვარი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9