ფეხბურთი როგორ გახდა ღარიბი ბიჭი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში? - კრიშტიანუ რონალდუს წარმატების საიდუმლო… 2020, 7 ივლისი, 22:56 საერთოდ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მონდომება და რწმენაა. თუ მოინდომებ და ირწმუნებ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ... იგივეს გვეუბნევა კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როგორ გახდა ღარიბი ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი??? პასუხს ჩვენს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ... სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით რონალდუს რთული ბავშვობა ჰქონდა. ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა ფეხბურთის თამაშს მაინც ახერხებდა. 1985 წლის 5 თებერვალს რონალდუ ქალაქ მადეირასთან ახლომდებარე სანტო ანტონიოს მთიან რეგიონში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი კრიშტიანო რონალდო დოს სანტოს დე ავეიროა, როგორც ცნობილია მამამისი ყოფილი აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის დიდი ფანატი ყოფილა და ამის გამო მან შვილს რონალდო დაარქვა. ადრეულ ასაკში მეგობრები მას კრაზანს ეძახდნენ, რადგან რონალდუ ძალიან სწრაფად დარბოდა. მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო. იგი ოჯახის მეოთხე წარმომადგენელი იყო, თუმცა როგორც ცნობილია მშობლებლებს სიღარიბის გამო რონალდუ არ უნდოდათ, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებაა, რონალდუს დაბადებას წინ ვერაფერი აღუდგა. ბავშვობის შემდეგ თინეიჯერულ ასაკშიც რთულ პირობებში ცხოვრობდა, მამამისს ბედნიერს ვერასოდეს ხედავდა. რონალდუ ჯერ კიდევ 22 წლის იყო, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებული მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ ცხოვრება ძმასთან მოუწია, რომელიც ნარკოტიკებს იყო გადაყოლილი. ამ ყველაფერმა რონალდუს გამოცდილება შემატა, დღეს ის არც ეწევა და არც მავნე ნივთიერებებს ეკარება. რონალდუს ბავშვობიდანვე ჰქონდა გულის პრობლემები. როდესაც ის წვებოდა, გულისცემა უხშირდებოდა, რის გამოც 15 წლის ასაკში მან გულის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რონალდუ საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. უფრო ადრე, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში, როდესაც კრიშტიანო რონალდუს ცხოვრება შეიცვალა(გადავიდა სპორტინგ ლისაბონში) უკეთესობისკენ, მას კიდევ რამოდენიმე სირთულის გადატა უწევდა... პირველ რიგში ეს იყო სიღარიბე... რონალდუ ვარჯიშის შემდეგ სტუმრობდა მაკ-დონალდს და კითხულობდა დარჩა თუ არა ზედმეტი ჰამბურგერი ან სხვა მზა საკვები. საბედნიეროდ ძალიან კეთილი ქალები აღმოჩნდნენ გამყიდველები, რომლებიც უფასოდ კვებავდნენ კრიშტიანოს ყოველი ვარჯიშის შემდეგ. გულის პრობლემების მოგვარების შემდეგ, რონალდუ სკოლასაც დაუბრუნდა, სადაც ტაანატოლებს მისი ძალიან შურდათ და ხშირად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. მისმა თანატოლებმა იცოდნენ, რომ 15 წლამდელთან ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანო რონალდუ მოისაზრებოდა. დროთა განმავლობაში რონალდუმ ყველა ბარიერი გადალახა და შედეგების მიღებაც დაიწყო. რონალდუ ცხოვრება სრულიად შეიცვალა მაშინ, როდესაც ის სერ ალექს ფერგიუსონმა აღმოაჩინა. შედგა არც ისე ხმაურიანი ტრანსფერი, რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის გუნდის წევრი გახდა. ხოლო მწვრთნელმა როდესაც მას ჰკითხა, თუ რომელი ნომრით სურდა თამაში, რონალდუმ 28 -ნომერი უპასუხა. ეს იყო მისი მაისურის ნომერი ყოფილ კლუბში, სპორტინგ ლისაბონში. მიუხედავად ამისა, ფერგიმ მას 7 ნომრიანი მაისური უბოძა, რომელიც აქამდე ბესტს, კანტონას და ბექჰემს ჰქონდა მორგებული. ამის შემდეგ, რონალდუ ყველა კლუბში ამ ნომრით იღებს მონაწილეობას. 2003 წლიდან 2009 წლამდე მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად რონალუმ უამრავი ტიტული მოიგო. წარმატებული კარიერა სამეფო კლუბში - მადრიდის რეალში დააგვირგვინა. ამჟამად იტალიური გრანდის, იუვენტუსი ნომერ პირველი ძალაა. რონალდუმ საფეხბურთო კარიერაში ყველაფერს მიაღწია რისი მიღწევაც სურდა, თუმცა თავის რთული წარსული არ დავიწყებია. მან თავის შვილებს აჩვენა ის სახლი, სადაც ის უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა. გარდა ამისა, რონალდუ ძალიან კეთილი ქველმოქმედია. ის ხშირად ეხმარება გაჭირვებულ ხალხს და სრულიად მადეირას რეგიონს(სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა). ის არ იკეთებს ტატუს, რადგან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სისხლს აბარებს. რონალდუ როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც შესანიშნავი პიროვნებაა, ამას კიდევ უამრავი ფაქტი ადასტურებს. მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! >>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<როგორ და რაში ხარჯავს ლიონელ მესი მილიონებს? 6 ახალი აღმოჩენა, რამაც მეცნიერები დაადუმა! 4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ ცნობილები, რომლებიც პირადი დაცვის გარეშე იშვიათად გადიან ქუჩაში ბანანის ქერქი ფულის ნაცვლად და სექსუალური თავისუფლება ქალებს - გაიცანით ტრობრიანდის კუნძულები გამოვლინდა ოქროთი მდიდარი ქვეყნების უახლესი რეიტინგი გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი ფერმერს უბრალოდ წყლის პოვნა სურდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად საოცარია 866 8-ს მოსწონს
|