x
იოანეს აპოკალიფსი - შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი; დანიელის და ეზრას მეოთხე სამეფო- უკანასკნელი იმპერია (მოკლე განმარტებანი)

image

იოანეს აპოკალიფსი:-შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი; დანიელის და ეზრას მეოთხე სამეფო-უკანასკნელი იმპერია;-მოკლე განმარტებანი. I ნაწილი და II ნაწილი.
წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი - დანიელ სავანელი.
ნაწილი I.
ნაწილი პირველი. (1-4)
ანგელოზი ეუბნება დანიელ წინასწარმეტყველს: - დანიელი თ.12 მ.4-10 “ შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე, მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა....მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე......ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.”. - გამგებმა გაიგოს.
იოანეს აპოკალიფსის, ზღვიდან ამომავალი, შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის, პირველი თავი და პირველი რქა.
განვიხილოთ, პირველი საუკუნის ბოლოს დაწერილი, წმ. წერილთან ერთად, ყველაზე ძვირფასი, კაცობრიობის ყველა დროის, ყველაზე გენიალური, ქმნილება და ნაშრომი, იოანეს გამოცხადება, რომელიც საოცრად პოეტურად, ხატოვნად, მეტაფორულად და გადატანითი მნიშვნელობით, არის დაწერილი. განვიხილოთ, მისი კონკრეტული მცირე ნაწილი, რომელიც ჩვენთვის დღევანდელი გადასახედიდან, ყველაზე მკაფიოდ და ნათლად ახდენილ წინასწარმეტყველობებს წარმოადგენს. იოანეს გამოცხადება, თ. 12 “წითელი გველეშაპი”. “მ.3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და მის თავებზე შვიდი ჯიღა (ჯიღა ანუ გვირგვინი-ავტ. დ. ს.). მ.4. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა დედამიწაზე;... თ. 13 “ხილვა შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა”. მ.1. დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და მის რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. მ.3. ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილე ჭრილობა განიკურნა, და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს. მ.5. მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკნა და დაეგმო ღმერთი. მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ. მ.6. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი. მისი სავანე, ცაში დავანებულნი. მ.7. ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.”.
ავტორის დანიელ სავანელის განმარტება: სწორედ დედამიწის მოსახლეობის, პირობითად ერთი მესამედი მოწამლა, აგრესიულმა რადიკალურ-ათეისტურმა და აგრესიულმა რადიკალურ-მარქსისტულ-კომუნისტურმა იდეამ ანუ სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, ჩინეთისა და მონღოლეთის ჩათვლით. მივყვეთ იოანეს გამოცხადებას: “დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და მის რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. ვიხილე ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა... მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკნა და დაეგმო ღმერთი. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი” (აპ. თ.13.:მ.1.მ.3.მ.5.მ.6.). ზღვიდან ამომავალი მხეცი, ე. ი. ხალხთა ზღვასავით მღელვარე მასიდან გამოსული, აგრესიული ათეისტურ-კომუნისტური იმპერია. ლენინი იყო მისი პირველი წინამძღოლი, მისი პირველი თავი, მისი პირველი ტირან-დიქტატორი და პირველი რქა. მისი ფსევდონიმიც ზღვიდან ანუ წყლიდან ასე ვთქვათ გამოვიდა ანუ წყალს დაუკავშირდა. ფსევდონიმი ლენინი, წყალს უკავშირდება, მას მდინარე “ლენის” გამო შეარქვეს ფსევდონიმი “ლენა”-ლენინი, ესაა მისტიური მინიშნება და ახსნა მისი ფსევდონიმ-სახელის. ლენინს ეკუთვნის კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე ანტიღვთაებრივი, ანტიქრისტიანული ფრაზა: “რელიგია არის ხალხთა ოპიუმი, მოგონილი ხალხისათვის”. სწორედ ლენინია ბიბლიური აპოკალიფსური “გოგი”- დიდი ერის “მაგოგის” წინამძღოლი. სამოქალაქო ომის ჩათვლით და ლენინის მეთაურობით, ბოლშევიკების მიერ მოწყობილი, ბოლშევიკური წითელი ტერორის დროს, აგრესიული ულტრა-რადიკალური ათეიზმის ხანაში, ლენინის ეპოქაში, მომავალი სსრკ-ის ტერიტორიაზე დაიღუპა 10 მილიონამდე ადამიანი. მათ შორის ასეულობით ათასი ადამიანი, უშუალოდ ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მათ შორის კი ათასობით სასულიერო პირი გაანადგურეს, ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს და რაც გადარჩა ფუნქცია შეუცვალეს. მარტო ერთი ფაქტის, მოყვანაც საკმარისია მაშინდელი ხოცვა-ჟლეტის მასშტაბების გასაგებად. ბოლშევიკების გაუგონარ სისასტიკეს, დიდიან-პატარიანად მთელი ტამბოვის 4 მილიონიანი გუბერნია აუჯანყდა. ბოლშევიკებთან უკომპრომისო ბრძოლას საბოლოოდ, ტამბოვის გუბერნიის მოსახლეობის 2/3 ანუ 2, 5 მილიონი ადამიანი შეეწირა.
კონკრეტულად განვიხილოთ აპოკალიფსის შემდეგი მუხლები: თ.13 “მ.3. ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილე ჭრილობა განიკურნა, და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს. მ.5. მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკნა და დაეგმო ღმერთი. მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ. მ.6. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი. მისი სავანე, ცაში დავანებულნი. მ.7. ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე, და მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.”. მართლაც ლენინი მძიმედ დაჭრეს, მაგრამ სასწაულად გადარჩა და ამის შემდგომ კიდევ “42 თვის” მანძილზე, სანამ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას, ჯანმრთელობისა და ფსიქიკის თანდათანობით სრულ შერყევამდე, კვლავ გაუგონრად გმობდა ღმერთს. სწორედ დაჭრიდან “42 თვის” შემდეგ ლენინს პირველმა ინსულტმა დაარტყა, რის შედეგადაც ნახევრად დაინვალიდდა და რეალური ძალაუფლება დაკარგა. ფაქტიური ძალაუფლება, ბოლშევიკური პარტიის ტრიუმვირატმა: სტალინმა, ზინოვიევმა და კამენევმა, აიღეს ხელში. ტრიუმვირატმა ერთობლივი ძალებით, პოლიტიკური ლიდერობიდან ჩამოიშორეს, ოქტომბრის აჯანყების მთავარი ორგანიზატორი, წითელი არმიის ხელმძღვანელი, ბოლშევიკთა მეორე პირ-სისხლიანი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ლევ ტროცკი. ცოტა ხანში კი სტალინმა მოახერხა, სსრკ-ს ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო. მ.5, 6, 7-ში ანტიქრისტე ლენინის მიერ, ამ ღვთის გმობაში, აგრეთვე იგულისხმება, მის მიერ გამოცემული, სისხლიანი განკარგულებები და ბრძანებები, ხალხის სხვადასხვა ფენების, მათ შორის სასულიერო პირების, ტოტალური განადგურებისა და დახვრეტის შესახებ.
ნაწილი მეორე.
იოანეს აპოკალიფსის, მიწიდან ამომავალი, “ორრქიანი მხეცი” - მეორე თავი, მეორე რქა.
თ. 13 ქვეთავი, “ორრქიანი მხეცი”. “მ.11. ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი. მ.12. იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისათვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. მ.13. ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე. მ.14. აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდას დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და გაცოცხლდა. მ.15. მიეცა სული მხეცის ხატებისათვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას. მ.16. აიძულა ყველა - პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები - მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. მ.17. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. მ.18. აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.”.
“ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი ანუ “ორრქიანი მხეცი”, იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისათვის.”. “ორრქიანი მხეცი” არის თავად სტალინი, მისი ფსევდონიმ-სახელიც “სტალ” ანუ ფოლადი, მისტიურად მიწას უკავშირდება, რადგან ფოლადი მიწიდან მიიღება ანუ ფოლადი მიწიდან ამომავალია, ისევე როგორც თავად ორქიანი მხეცი, აპოკალიფსში მიწიდანაა ამომავალი. რატომ ორრქიანი, იმიტომ რომ მისი ეპოქა გამოირჩეოდა ორი მეფით, რადგანაც მხეცის ძალა რქებშია, ორქიანი მხეცის პირველი რქა არის თავად სტალინი და მეორე რქა მალენკოვი. სტალინის ეპოქა ორი რქით აღინიშნა: სტალინით და მალენკოვით. სტალინმა ლენინი გააღმერთა და აიძულა ყველა გაეღმერთებინათ იგი, როგორც მარად ცოცხალი ღმერთი. აიძულა ყველა თაყვანი ეცათ მისი კერპისათვის, მისი მუმიფიცირებული გვამისათვის მავზოლეუმში. ლენინიზმი სსრკ-ში უკვე რელიგია იყო. რა ნიშანი იყო მხეცისადმი ანუ ლენინისადმი კუთვნილების ნიშანი, ეს იყო კომუნისტური პარტია, კომკავშირი, პიონერია, ოქტომბრელი, სსრკ-ს პასპორტები, დოკუმენტები, საბუთები, ფულის ნიშნებიც კი რითაც ყიდულობდნენ და ყიდდნენ რაიმეს ამ "ბოროტების იმპერიაში", ეს ყველაფერი ანტიქრისტე ლენინის პორტრეტებით და საბჭოთა სიმბოლიკით იყო დაბეჭდილი. ვერაფერს ვერასდროს მოახერხებდი, ლენინის პორტრეტიანი თუნდაც საბუთის და თუნდაც ფულის ნიშნების გარეშე. მხეცის ანუ ანტიქრისტეს ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე, ამასაც სიმბოლური, ალეგორიული დატვირთვა აქვს და გადატანითი მნიშვნელობით არის ნათქვამი. შუბლი ადამიანში განასახიერებს მის გონებას, აზროვნებას. მარჯვენა ხელი კი ადამიანთა საქმეებს. ანტიქრისტეს ბეჭედი შუბლზე, ეს არის ცოდვებით და სატანური ხიბლით დაბნელებული გონება და აზროვნება. ანტიქრისტეს ბეჭედი მარჯვენა ხელზე კი, საბჭოთა ადამიანთა ბოროტი, ცოდვილი საქმეები. შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი არის, ათეისტურ-კომუნისტური-ტოტალიტარული იმპერია სსრკ-ი და დღევანდელი რუსეთის მოდერნიზებული იმპერია. ლენინი მისი პირველი თავია, ხოლო ცალკე ორრქიანი მხეცი არის სტალინი, რქები მისი კი სტალინი და მალენკოვი. ლენინი და სტალინი ცალკე მხეცების სახით, იმიტომ გამოყო იოანე მოციქულმა, რომ ლენინი იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დემონური, სატანური სულის მატარებელი პიროვნება, ასევე უდიდესი პირ-სისხლიანი ტირანი. სტალინი კი კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე დიდი იმპერიის, მბრძანებელი და ტირან-დიქტატორი. მისი გავლენა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დედამიწის მოსახლეობის მესამედზე ვრცელდებოდა. სსრკ-ს ტერიტორია ხმელეთის 1/6 შეადგენდა, ამ იმპერიისა და მისი იდეოლოგიის ზეგავლენა კი თითქმის ხმელეთის 1/3-ზე და დედამიწის მოსახლეობის 1/3-ზე ვრცელდებოდა. კაცობრიობის მსოფლიო ისტორიაში, ტერიტორიულად ყველაზე დიდი, ყველაზე მრავალ-ეროვანი და ყველაზე სისხლიანი იმპერია, რომელმაც ათეულ მილიონობით ადამიანი შეიწირა, ეს იყო საბჭოთა კავშირი ანუ სსრკ-ი. სტალინის ეპოქაში, სსრკ-ში საყოველთაო შიმშილობის დროს, დაიღუპა 10 მილიონი ადამიანი. ზოგადად რეპრესირებული იყო 30 მილიონი ადამიანი: მათ შორის დახვრიტეს 7 მილიონი, დამატებით 6 მილიონი გადასახლებებში და გულაგებში გარდაიცვალა. ე. ი. სტალინის ეპოქამ შეიწირა 23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. გადატანითი მნიშვნელობით, იოანე მხეცს უწოდებს, როგორც თავად იმპერიას, ასევე პირველ მხეცს და პირველ რქას ლენინს, მეორე მხეცს და მეორე რქას სტალინს, აგრეთვე იმპერიის უკანასკნელ იმპერატორს, რომელსაც რაღაც საერთო უნდა ჰქონოდა, იმპერიის დამაარსებელ პირველ დიქტატორთან და მისი სახელის რიცხვთან 666-ან.
თ.13 “მ.13. ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე.”. - აქ სტალინის დროს, ატომური იარაღის შექმნაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ატომური იარაღის აფეთქებას, შორიდან სოკოს ფორმა აქვს, რომელიც ცაში ღრუბლებამდე არის აღმართული. იოანე ღვთისმეტყველმა ხილვის დროს, აზრობრივად დანახული, ატომური იარაღის აფეთქება, ცამდე ასული სოკოს ფორმის გამო, ალეგორიულად და მეტაფორულად ზეციდან ცეცხლის ჩამოტანას შეადარა. იოანე ღვთისმეტყველმა საბჭოთა კავშირის ისტორია, აზრობრივად ხილვით ნახა, ამიტომაც მან ნახა, სსრკ-ში სტალინის დროს შექმნილი ატომური იარაღის, ამერიკელებისაგან დამოუკიდებლად გამოგონება და ამ მუხლში ამიტომაც არ არის მნიშვნელოვანი, ასევე არ არის აღწერილი და აქ ამ მუხლში არ იგულისხმება, ის რომ, აუცილებლად პირველად ვინ გამოიგონა და ვინ გამოიყენა თუნდაც ხალხზე, აშშ-მა თუ სსრკ-მა. თუმცა სხვაგან მას, ატომური იარაღისაგან ხალხის დახოცვის შესახებაც აქვს საუბარი. ასევე სხვაგან ჩერნობილის ატომურ კატასტროფაზეც უნდა იყოს მითითება. თ.13 “მ.15. მიეცა სული მხეცის ხატებისათვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.”. ამ მუხლის პირველ ნაწილს განსაკუთრებით დავუკვირდეთ, “მიეცა სული მხეცის ხატებისათვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა...”, აქ სტალინის ეპოქაში, ლენინზე ანუ მხეცზე მასიურად დიდ ეკრანზე, კინო-ფირების ჩვენებაზე უნდა იყოს საუბარი. აქაც იოანემ გონებრივად ნახა ლენინზე მასიური კინო-ჩვენებისას, ხალხის მუდმივად იძულებით თავშეყრა სტალინის ეპოქაში, სსრკ-ში. მხეცის ხატებას ანუ ლენინის დოკუმენტურ კინო პორტრეტს, შეეძლო ელაპარაკა და ემოქმედა მხოლოდ კინო ეკრანზე, ხალხის წინაშე დიდ ეკრანზე. ამ ღონისძიებასაც მასიური და იძულებითი ხასიათი ჰქონდა. ლენინის-მხეცის ხატება ნიშნავს, მის ეკრანულ ფოტო სურათს და ფოტო პორტრეტს, რომელიც ამოძრავდა და ალაპარაკდა ტექნიკური მიღწევის საფუძველზე. იოანემ ამით ფოტო და კინო ხელოვნების შექმნაც იწინასწარმეტყველა. მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არა აქვს, ეს სფერო საფრანგეთში შეიქმნა პირველად თუ სხვაგან, სპეციალურად აქ აღწერა იოანემ ეს, რადგანაც ამის ეფექტი უფრო აღმატებული და ხატოვანი იქნებოდა. აქ გვაქვს ფოტო და კინო ხელოვნების გამოგონების წინასწარმეტყველება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აპოკალიფსის მეცხრე თავში გვაქვს, თვითმფრინავებისა და ტანკების აღწერა და მათი მასშტაბური ომის, წინასწარმეტყველება მეორე მსოფლიო ომისას, ასევე ცეცხლსასროლი ჭურვების აღწერა. აპოკალიფსის ამ ერთ-ერთ ასევე გენიალურ მეცხრე თავზე, საგანგებოდ ცალკე წერილი მაქვს მიძღვნილი, ამიტომაც აქ, ამ მეცხრე თავის, დაწვრილებით განმარტებას, აქ აღარ განვიხილავ.
პირველი მხეცის, სახელის რიცხვი 666.
თ.13 “მ.17. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. მ.18. აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.”. მხეცის ანუ ლენინის რიცხვი არის 666. ამის განმარტება, უფრო ვრცლად აგრეთვე განხილული მაქვს ჩემს სხვა წერილში, ამიტომაც შევეცდები აქ ძალიან მოკლედ განვმარტო. ბიბლიის მიხედვით, 666 ტალანტი (1ტალანტი არის 20კგ.) ოქრო, იყო სოლომონიის უდიდესი იმპერიის წლიური შემოსავალი. რადიკალ-იუდაველთა მცირე ფანატიკური ნაწილის აზრით, სოლომონის ტაძრის აღდგენის შემდგომ, უნდა ჩამოყალიბებულიყო, სოლომონის იმპერიის მსგავსი ახალი იმპერია, სადაც ებრაელთა მომავალი სამეფო, იქნებოდა მსოფლიოზე და ყველა ხალხზე გაბატონებული. რიცხვი 666 იყო, ამ იმპერიის ფინანსური ძლიერების გარკვეული სიმბოლო. იოანე მოციქულის ეპოქაში, ეს რიცხვი ამ რადიკალ-ფანატიკოსების აზრით, მსოფლიო ბატონობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამიტომაც, მსოფლიო ბატონობის მოსურნე, ისტორიაში უდიდესი იმპერიის დამაარსებლისა და პირველი მხეცის, ვლადიმერ ლენინის სიმბოლოდ, იოანემ რიცხვი 666 გამოიყენა. რა ერქვა ლენინს? ვლადიმერი - “ვლადეი მირომ” - რუსულად ნიშნავს, “დაიპყარი მსოფლიო” ანუ “მსოფლიოს მოძალადე მპყრობელი”, ქრისტეს სრული ანტი-პოდი, იგივე ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილი ე. წ. ანტი-ქრისტე. რა თქმა უნდა იოანემ იცოდა ანუ გამოიცნო ვლადიმერ ლენინის სახელის თარგმანის მნიშვნელობა, ამიტომაც მის პიროვნებას სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით 666 კოდი მიანიჭა. ამავე დროს იწინასწარმეტყველა და სწორად გამოიცნო, რომ სსრკ-რუსეთის, მხოლოდ პირველ და უკანასკნელ ტირან-დიქტატორებს, ერქმეოდათ ერთნაირი სახელი და შინაარსობრივად კი “მსოფლიოს მპყრობელი”, რასაც სიმბოლურად რიცხვი 666 უწოდა.
ნაწილი მესამე.
ხილვა ბაბილონისა, შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე, მჯდომი დედაკაცისა.
თ. 17 “ხილვა ბაბილონისა და შავწითელ მხეცზე მჯდომი დედაკაცისა”. მ.1. მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, დამელაპარაკა და მითხრა: “მოდი და გიჩვენებ სამსაჯავროს მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავისა. მ.2. რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”. მ.3. მან სულით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე. მ.5. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: “დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”. მ.6. დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად. თ. 17 ქვეთავი, “მხეცი შვიდი თავით და ათი რქით”. მ.7. მითხრა ანგელოზმა: “რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. მ.8. მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და ამოვა უფსკრულიდან და დაღუპვისაკენ წავა, და დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც წუთისოფლის შექმნიდან ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის, და მოვა. მ.9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მ.10. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მ.11. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისაკენ მიდის. მ.12. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. მ.13. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ. მ.14. ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”. მ.15. მითხრა მე: “ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები. მ.16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ. მ.17. ვინაიდან ღმერთმა გულებში ჩაუდო, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი ნება და მისცენ მათი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები. მ.18. ხოლო დედაკაცი, რომელიც შენ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე“. თ. 18 “ანგელოზი იუწყება ბაბილონის დაცემას”. მ.2. დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: “დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად. მ.3. ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე რვინისაგან სვა ყველა ერმა, დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ“. თ. 18 ქვეთავი, “გოდება უწმიდურთა”. მ.9. “იტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. მ.10. მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა”. თ. 18 ქვეთავი, “დამხობა ბაბილონისა”. მ.21. ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: “ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება......მ.24. მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი.”.
თ.17 “მ.3. მან სულით გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე. მ.5. მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: “დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”..... თ. 17 ქვეთავი, “მხეცი შვიდი თავით და ათი რქით” “მ.9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის.”. როგორც ცნობილია ძვ. რომი შვიდ ბორცვზე იყო გაშენებული, ისევე როგორც ძვ. იერუსალიმი, ძვ. კონსტანტინოპოლი და ასევე ძვ. მოსკოვი. პოლონეთის სამეფოს წარმომადგენელი, უცხოელი მოგზაური და დიპლომატი, იაკობ რეიტენფელსი რომელიც 1670-1673წწ. მოსკოვში იმყოფებოდა და კარგად შეისწავლა მოსკოვის გეოგრაფია, პოლიტიკური ყოფა და კულტურა, 1672წ. თავის ცნობილ ნაშრომში მოსკოვის შესახებ წერდა: “ ქალაქი მოსკოვი განლაგებულია, საშუალო სიმაღლის შვიდ ბორცვზე, რაც ხელს უწყობს მის სილამაზესო.” (ჩანაწერები მოსკოვიაზე). აპოკალიფსის მე-17-ე თავის, კონკრეტულ მუხლებში, ბაბილონი არის სიმბოლო მოსკოვისა და საბჭოთა იმპერიისა, აგრეთვე სულიერი გაგებით, ბაბილონი აპოკალიფსში, ზოგადად კრებითი სიმბოლოა, მთელ მსოფლიოში, ყველა იმპერიისა, ყველა ტირანიისა და ზოგადად დედამიწაზე ბოროტებისა.
თ. 17 ქვეთავი, “მხეცი შვიდი თავით და ათი რქით”, “მ.10. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მ.11. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისაკენ მიდის. მ.12. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. მ.13. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.”. იოანეს მიერ გადმოცემული, აპოკალიფსური იმპერიის აღწერა და განმარტება, უფრო ღრმა მისტიციზმით, უფრო ღრმა ალეგორიულობით გამოირჩევა, ვიდრე დანიელისა და ეზრას მიერ აღწერილი იგივე აპოკალიფსური იმპერია ანუ მეოთხე სამეფო. დანიელი ათ მეფეს აღწერს, ეზრა კი ერთმანეთის მიყოლებით უბრალო ქრონოლოგიით 12 მეფის მმართველობას აღწერს. სამივე წინასწარმეტყველი, ერთი და იგივე იმპერიას, ერთნაირი შინაარსით, ოღონდ განსხვავებული მეთოდით გადმოგვცემენ. იოანე ამ იმპერიაში ათ რქას ანუ ათ მეფეს ასახელებს, თუმცა ამ ათი რქიდან, ათი მეფიდან, განსაკუთრებულად გამოჰყოფს, შვიდ მათგანს, შვიდ თავს, შვიდ ბელადს ანუ იმპერიაში მცხოვრები ხალხის, შვიდ კერპ-მეფეს გამოარჩევს, ამიტომაც არის მის მიერ ნანახი და მის მიერ აღწერილი მხეცი - შვიდთავიანი და ათრქიანი. იოანე ამ აპოკალიფსურ იმპერიაში, განსაკუთრებით გამოჰყოფს შვიდი ბელადი მეფის ეპოქას და ასევე ათი მეფის მმართველობას აღგვიწერს. რატომ? იმიტომ, რომ მის ხილვასაც და მის მიერ ამ ხილვის გადმოცემასაც, ასეთი ღრმა ალეგორიული სტილი აქვს, შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის სახით. აპოკალიფსური იმპერიის ამ ათი მმართველიდან, შვიდი მართლაც ბელადად იქცა, იმპერიისგან სულიერად და იდეოლოგიურად, დამონებული ხალხის გონებაში. სამი მათგანი კი, ძალიან ცოტა ხნით იყო ამ იმპერიის სათავეში: გ. მალენკოვი რამოდენიმე თვე იყო, კ. ჩერნენკო ერთი წელი იყო, ი. ანდროპოვი ერთი წელი და სამი თვე იყო, ამიტომაც ვერ იქცნენ ბელადებად.
ეხლა კონკრეტულად განვიხილოთ, როგორი ხილვა ნახა იოანე ღვთისმეტყველმა. იოანეს გამოცხადება, თ.12. “წითელი გველეშაპი”, მ.3.“სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და მის თავებზე შვიდი ჯიღა.”. თ.13. “ხილვა შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა”, მ.1. “დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და მის რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები.”. იოანემ ხილვით ნახა, შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ამ თავებზე ათი რქა. შვიდივე თავზე, შვიდი ჯიღით ანუ შვიდი გვირგვინით და ამ რქებზეც, ათი ჯიღით ანუ ათი გვირგვინით. თავებზე ეწერა, იგულისხმება გვირგვინებზე ეწერა, ღვთისმგმობელი მეფეების სახელები. ე. ი. მხეცის თავები შეესაბამება აპოკალიფსური იმპერიის სსრკ-რუსეთის მმართველებს, რომელთა (თავების) ძალა რქებშია გამოხატული ანუ უნდა იყოს, შვიდი მეფის (მეფენიც შვიდნი არიანო) ეპოქა და რომელიც, უბრალო ქრონოლოგიით, ათ მეფეში გამოიხატება. იმპერიის და მხეცის, შვიდი თავი, შვიდი გამორჩეული ღვთისმგმობელი ბელადია, იგივე კერპია, რომლებიც ნამდვილ გამორჩეულ მეფე-ბელადებად იქცნენ ამ იმპერიაში. რომლებმაც თავიანთი, ერთმანეთისაგან რაღაცით, განსხვავებული ეპოქები შექმნეს, ამ იმპერიაში. მხეცის თავებზე რქები კი, ერთმანეთის მიყოლებით ქრონოლოგიურად გამეფებული, ღვთისმგმობელი მეფეები იგივე იმპერატორები არიან. ეს ასე უნდა გავიგოთ: მხეცის პირველი თავია ლენინი, რომელსაც ერთი რქა აქვს თავად ლენინი. მეორე თავია სტალინი, ამ თავს ორი რქა აქვს სტალინი და მალენკოვი. სტალინის ეპოქა გამოირჩეოდა ორი რქით, ორი მეფით, სტალინით და მისი სიკვდილის შემდგომ, ცოტა ხნით იყო მალენკოვი. შემდეგ გვაქვს მესამე თავი ხრუშჩოვი, თავისი ერთი რქით, ერთი მეფით თავად ხრუშჩოვით, რატომ არის ხრუშჩოვი ცალკე თავი და ცალკე რქა, იმიტომ რომ, ეს სხვა ეპოქა იყო, მან დაგმო სტალინიზმი, როგორც მოვლენა. შემდეგი მეოთხე თავია ბრეჟნევი, ამ თავს სამი რქა აქვს, რადგან მისი მმართველობა, უძრაობის ხანა აღინიშნა სამი მეფით, სამი რქით. ესენია: თავად ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანდროპოვმა დააპირა, ტოტალიტარული რეჟიმის უფრო გამკაცრება, ბრეჟნევის უძრაობის ხანასთან მიმართებაში, მაგრამ არ დასცალდა, მალევე გარდაიცვალა, იგი ერთი წელი და სამი თვე იყო სათავეში. ამიტომაც ცალკე თავად, ცალკე ეპოქად იოანეს ხილვაში არ გამოიყოფა. მეხუთე თავი, რომელსაც ერთი რქა აქვს არის გორბაჩოვი, გარდაქმნის ე.ი. ახალი ეპოქის მამამთავარი. რა ხდება შემდგომ, ნაწილობრივ დაინგრა სსრკ-ს იმპერია, ათეისტურ-კომუნისტური მხეცის იმპერია, მასთან ერთად გარდაიცვალა მსოფლიო-მპყრობელობის კომუნისტურ-რუსული იდეა. ამის შემდგომ მხეცი (რუსეთის იმპერია) აგონიაშია, კომუნისტური იდეა მსოფლიო მპყრობისა დაემხო, ახალი იდეა ჯერ არ ჩანს, მაგრამ გამოჩნდება, ამას ნიშნავს “მხეცი იყო და არ არის და მოვა”. ამიტომაც გამოყო იოანემ ხუთი მეფე ცალკე ანუ “ხუთი დაეცა, მეექვსე არის, ხოლო მეშვიდე მოვა და მცირე ხანს დარჩება, ხოლო მხეცი, რომელიც იყო და არ არის, კვლავ მოვა, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო”. მეექვსე მეფე, მეექვსე თავი ელცინია ერთი რქით, თავად ელცინით. ელცინის ეპოქა ესაა აგონიაში ყოფნის პერიოდი, დაინგრა სსრკ-ად წოდებული რუსეთის კომუნისტური იმპერია, ჩეჩნეთის ომი წაგებულია, რუსი ხალხი დემორალიზებულია. ამ დროს გამოჩნდება კაცი, რომელიც იგონებს მიზეზს ჩეჩნეთში ახალი ტოტალური ომის საწარმოებლად, ის უკვეთავს რუსეთის მრავალსართულიანი სახლების ტერაქტს, ახლო აღმოსავლეთში შუამავლების საშუალებით, რომელიც თავად მოიფიქრა, ხოლო ტერაქტის შემსრულებლები თავად ავანტურაში გახვეული ჩეჩენი ტერორისტები არიან, იწყება ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელსაც ასიათასობით მშვიდობიანი ჩეჩენი (ჩეჩენთა გენოციდი) ეწირება. ამ ფონზე ელცინი ვადაზე ადრე გადადგება და თავის მოვალეობის შემსრულებლად ტრიუმფატორ პუტინს ნიშნავს. მეშვიდე თავი, თავისი ერთი რქით თავად პუტინია. პუტინი არის მეშვიდე თავი და რიგითობით მეათე რქა. სწორედ პუტინი ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს და უკვე ხალხის არჩეული, მთელი რუსი ხალხის მიერ ახალ მესიად აღიარებული, რუსეთის მხსნელი (ცხებული მესია), არა კომუნისტური (მსოფლიო ბატონობის იდეა), არამედ ახალი, მაგრამ მაინც ძველი იდეით (რუსული ნაციონალური იდეა - მსოფლიო ბატონობისა) აღჭურვილი მოგვევლინა, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის სათავეში, რომელმაც უნდა ააღორძინოს რუსეთის უძლეველობის მითი. ჩეჩნეთის მიმართ წარმოებულ ტოტალურ ომში გამარჯვებით, მან უნდა შეინარჩუნოს რუსეთის არსებული იმპერია და შემდგომ უნდა იფიქროს, დანგრეული სსრკ-ს იმპერიის, ახალი მოდერნიზებული სახით აღდგენაზე. ელცინის დროისაგან განსხვავებით, მისი მმართველობის დროს, სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციამ და შემდგომ ანექსიამ, კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მიიღო: საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა. უკრაინას კი პირდაპირ წაართვა ტერიტორია ყირიმი და მისი ანექსია ოფიციალურადაც მოახდინა.
“მხეცი, რომელიც იყო და არ იყო, და მოვა მერვეა შვიდთა რიცხვიდან”. ამ წინადადებაში აზრობრივად ორმაგი ალეგორიაა ჩადებული. პირველი ალეგორია, ასე უნდა გავიგოთ, ათეისტურ-კომუნისტური იდეა მსოფლიო ბატონობისა ანუ მხეცის(სსრკ) იმპერიის, სსრკ-ის იდეოლოგია, რომელიც პიროვნულად მხეცმა ლენინმა მოიტანა იყო, გორბაჩოვის შემდგომ დაემხო და აღარ იყო, შემდგომ კვლავ მოვიდა ახალი სახეშეცვლილი იდეით მსოფლიო ბატონობისა, ესაა “რუსული ნაციონალური იდეა, მსოფლიო ბატონობისა”. ამავე დროს მხეცი, ამ შემთხვევაში პიროვენებაში გამოხატული, რომელიც ამ იდეას კვლავ მოიტანდა, უნდა ყოფილიყო მერვე, თანაც შვიდთა რიცხვიდან ანუ მერვე შვიდი მმართველიდან უნდა მოსულიყო, პუტინი არის მეშვიდე, “მეშვიდე მოვა და ცოტა ხანს დარჩება”, სწორედ ელცინის მოვალეობის შემსრულებლად ამ სტატუსით პუტინი ცოტა ხანს იყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მერვედ შეიქმნა. პუტინია სწორედ მერვე შვიდთაგანი მხეცი ანუ პუტინია მეშვიდე თავიც იგივე მეათე რქაც და ამავე დროს სიმბოლურად მერვე თავიც და იგივე სიმბოლურად მეთერთმეტე რქა. ოღონდ იოანემ ტერმინი მეთერთმეტე რქა არ იხმარა, ისევე როგორც დანიელმა და მერვე შვიდთაგანი მხეცი, სათაურში ერთ-ერთ შვიდთაგან მეფესთან გააიგივა და ცალკე მეთერთმეტე რქად არ გამოყო, მაგრამ ხატოვნად მერვე თავად მაინც მოიხსენია, შვიდთა რიცხვიდან არისო და ამავე დროს მერვეაო. მეორე მისტიური და ალეგორიული ახსნა ამისა ასეთია, რომ პუტინის სახელში მინიშნებაა სწორედ იმისა, რომ რიცხვი 666-ის, სახელის მქონე მტარვალი-მხეცი კვლავ მობრუნდა (ამ შემთხვევაში პირველ და ბოლო მხეცს ერთნაირი სახელი და ამ სახელის რიცხვი 666-ი ექნებათო). რადგან პუტინის სახელია ვლადიმერი, იგივე "დაიპყარი მსოფლიო", “მსოფლიოს მპყრობელი”, იგივე “ვლადეი მირომ”, ანუ “ვლადიკა მირა”, იგივე 666. ე.ი. 666 (ვლადიმერ ლენინის სახით) მოვიდა იმპერიის დასაწყისში და იგივე 666 (ამ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის სახით) მოვიდა იმპერიის დასასრულისათვის. ამავე დროს, ვლადიმერ(666) ლენინი, რომლის სახელის შესაბამისი რიცხვი ალეგორიულად არის რიცხვი "666", იყო აპოკალიფსური იმპერიის პირველი იმპერატორი და ბოლოს "666" ნიშნის ანუ სახელის მქონე იმპერატორი, კვლავ მობრუნდა იმპერიის უკანასკნელ მმართველად, ვლადიმერ(666) პუტინის სახით, რომლის სახელის რიცხვი კვლავ 666-ია. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, იოანემ იწინასწარმეტყველა, იმპერიის პირველ და უკანასკნელ მმართველებს, ერთი და იგივე, სახელი ექნებათო და რადგანაც მას უყვარს, ღრმა მისტიური ალეგორიები, სახელი "ვლადიმერი" იგივე "მსოფლიოს-მპყრობელი", შეადარა სოლომონის იმპერიის ფინანსური ძლიერების სიმბოლოს რიცხვ 666-ს. რადგან იოანემ წინასწარ იცოდა, უკანასკნელი იმპერიის დამაარსებლის სახელი, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში. მისტიურია და სიმბოლურია ისიც, რომ არც ერთ სხვა რუსეთის იმპერიის ამ ათ ლიდერს, გარდა ლენინისა და პუტინისა (პირველისა და უკანასკნელისა), არ ერქვა ვლადიმერი.
რუსეთის აპოკალიფსურ იმპერიას უნდა ჰყოლოდა შვიდი ეპოქის მქონე მეფე, შვიდი თავი (იმპერიის ცენტრის, შვიდი მთის ანალოგიურად), ესენია: 1. ვლადიმერ(666) ლენინი, 2. იოსებ სტალინი, 3. ნიკიტა ხრუშჩოვი, 4. ლეონიდ ბრეჟნევი, 5. მიხეილ გორბაჩოვი (მეხუთე თავი-ხუთი დაეცა-სსრკ), 6. ბორის ელცინი (მეექვსე თავი, “მეექვსე არის”), 7. ვლადიმერ(666) პუტინი (მეშვიდე თავი, “მეშვიდე თავი ცოტა ხნით”, 1999 წლის 31 დეკემბრიდან - 2000 წლის 7 მაისამდე, პრეზიდენტად არჩევამდე, იგი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო ცოტა ხნით ანუ ამ სტატუსით ცოტა ხნით იყო, ამას ნიშნავს “მეშვიდე მოვა და ცოტა ხანს დარჩება”. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2000წ. 7 მაისიდან, სიმბოლურ მერვე თავად მოგვევლინა). უბრალო ქრონოლოგიით ათი რქა, ათი მეფე, ესენია: 1. პირველი რქა---ვლადიმერ(666) ლენინი (ამავე დროს პირველი თავი და ამ თავის ერთი რქა), 2. მეორე რქა---იოსებ სტალინი (ამავე დროს მეორე თავი და ამ თავის პირველი რქა), 3. მესამე რქა---გიორგი მალენკოვი (ანუ მეორე თავის, მეორე რქა, მართავდა 4 თვე), 4. მეოთხე რქა---ნიკიტა ხრუშჩოვი (მესამე თავი და ამ თავის ერთი რქა), 5. მეხუთე რქა---ლეონიდ ბრეჟნევი (მეოთხე თავი და ამ თავის პირველი რქა), 6. მეექვსე რქა---იური ანდროპოვი (ანუ მეოთხე თავის, მეორე რქა, მართავდა 1 წელი და 3 თვე), 7. მეშვიდე რქა---კონსტანტინ ჩერნენკო (ანუ მეოთხე თავის, მესამე რქა, მართავდა 1 წელი), 8. მერვე რქა---მიხეილ გორბაჩოვი (მეხუთე თავი და ამ თავის ერთი რქა), 9. მეცხრე რქა---ბორის ელცინი (მეექვსე თავი და ამ თავის ერთი რქა) 10. მეათე რქა---ვლადიმერ(666) პუტინი (მეშვიდე თავი და ამ თავის ერთი რქა). კიდევ დავაზუსტებ, იოანეს აპოკალიფსი, თ.17 “მ.10. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.”. ეს მეათე მუხლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მუხლია იმის გასააზრებლად, რომ კონკრეტულად ვის გულისხმობს შვიდ თავში და როგორი რიგითობით ალაგებს ამ მეფეებს, იოანეს გამოცხადების ანგელოზი, რომ მეშვიდე თავი, ვერანაირად ვერ იქნება გორბაჩოვი. ჩემი ადრინდელი, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, პრესაში გამოქვეყნებული ამ საბაზისო ნაშრომის გაცნობის შემდეგ, როგორც მითხრეს, ზოგიერთები შეეცადნენ, მის ოდნავ განსხვავებულ იტერპრეტაციას. გორბაჩოვი მეშვიდე თავად ჰყავთ წარმოდგენილი, რაც არასწორია. რადგანაც, მაშინ მეხუთე თავი გამოდის ანდროპოვი და ვერავინ ვეღარ სცემს პასუხს კითხვას, მაშინ რას ნიშნავს “ხუთი დაეცა” და “მეექვსე არის”, ასევე “მეშვიდე ცოტა ხანს დარჩებაო”. გორბაჩოვი ცოტა ხანს არ დარჩენილა 6 წელი იმეფა. მეხუთე ანდროპოვი, რომ დაეცა მერე ამით რა? მეექვსე ჩერნენკო, რომ არის, მერე ამით რისი თქმა უნდოდა ანგელოზს? აი თუ ავიღებთ, რომ გორბაჩოვი არის მეხუთე თავი, მაშინ ყველა ამ კითხვას პასუხები რეალისტურად გაეცემა. სწორედ ხუთი თავის დაცემის შემდეგ, გორბაჩოვის დაცემის შემდეგ, დაინგრა სსრკ-ი. სწორედ მეექვსე თავის, ელცინის დროს, იყო მცდელობა და რუსეთის იმპერიას, ჰქონდა შანსი დემოკრატიული გზით წასულიყო, მაგრამ არა კვლავ იმპერიული ძალმომრეობა აირჩიეს. არც ელცინს უთქვია უარი იმპერიულ ძალმომრეობაზე და საბოლოოდ ამ მიზნების უფრო მძლავრად განსახორციელებლად, მოიყვანეს ხელისუფლებაში მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე პუტინი. “ერთი არის ანუ მეექვსე არის” რას ნიშნავს, ამ საკვანძო მუხლის ეს ნაწილი და რა იგულისხმა, ამის აწმყო დროში გამოთქმით ანგელოზმა? გავიხსენოთ, რომ მანამდე, დანიელსაც განუცხადა ანგელოზმა, რომ მისი წინასწარმეტყველების გაშიფვრა, მხოლოდ უკანასკნელი იმპერიის, ბოლო პერიოდში, იმპერიის ბოლო ჟამს მოხდებოდა, “საიდუმლოდ შენახულიაო ბოლო ჟამამდე”. სწორედ ამ გაგებით არის, იოანეს გამოცხადების ამ მუხლში, აწმყო დროში ნათქვამი: “ერთი არისო ანუ მეექვსე არისო”. სწორედ მეექვსეს დროს ანუ კონკრეტულად ელცინის ეპოქაში, 90-იან წლებში, მოხდა ამ აპოკალიფსური მხეცის ანუ იგივე აპოკალიფსური იმპერიის, სსრკ-რუსეთის შედარებით სწორი მუხლობრივი განმარტება, ვიდრე მანამდე ხდებოდა ეს. მეხუთე თავი ნამდვილად გორბაჩოვია, მეექვსე ელცინი, მეშვიდე კი პუტინი, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ, სიმბოლურ მერვე თავად მოგვევლინა. რატომ ეწოდა მეშვიდე თავი ცოტა ხნით, პუტინის რამოდენიმე თვიან მმართველობას, ამით მათ, პუტინის რამოდენიმე თვიანი, პუტინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პერიოდი აღნიშნეს, “მხეცი რომელიც იყო, აღარ იყო და მოვა, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო.”. სწორედ პუტინი მოვიდა მერვედ, შვიდთა რიცხვიდან. როგორც ზოგიერთებს ადრე ეგონათ, გორბაჩოვის ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნება, ხომ დროთა განმავლობაში, საერთოდ ნონსენსად იქცა. “მ.12. ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები ერთი საათით. მ.13. მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.”. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მხეცს რამოდენიმე მნიშვნელობა აქვს, იოანეს აპოკალიფსის ამ მუხლებში: მხეცი ეწოდება, აპოკალიფსურ იმპერიას სსრკ-რუსეთს ანუ შვიდთავიან და ათრქიან მხეცს, ასევე ძალმომრეობით და იმპერიულ იდეოლოგიას, მხეცი ასევე პიროვნებების, ტირანი-მეფეების მისამართით იხმარება, მაგ. პირველი მხეცი ლენინია, მეორე მხეცი სტალინი და მერვე შვიდთაგანი მხეცი ანუ იმპერიის უკანასკნელი მტარვალი-იმპერატორი. მუხლი მე-12-ე გვეუბნება, იმპერიის ათი რქა, ათი მეფე, მხეცთან ერთად მიიღებენ მეფობასო ანუ ხატოვნად არის ნათქვამი. მართლაც იმპერიასთან ერთად, იმპერიის არსებობის დროს მიიღეს მეფობა, ამ ათმა მეფემ. მათ აქვთ ერთი აზრიო, მათ ასევე მთელი თავისი შეგნებით და საქმეებით, ამ იმპერიას ემსახურეს და ამ იმპერიის გაბატონებაზე ზრუნავდნენ მუდმივად. მე-13-ე მუხლი ამაზე გვესაუბრება. იმპერიამ შვა ათი მეფე, ათ მეფეს მისცა ძალაუფლება “როგორც მეფეებს ერთი საათით”. აქ მინიშნებაა იმაზე, რომ ყველანაირი ამქვეყნიური ამაოება და მეფობა დროებითია, წარმავალია. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი დიქტატორის, სტალინის ეპოქაც დასრულდა. ასე რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ამიტომ ალეგორიულად იგულისხმება, რომ მხეცმა ანუ აპოკალიფსურმა-კომუნისტურმა და შემდგომ მოდერნიზებულმა რუსეთის იმპერიამ, ათ მეფეს (ათი რქა) მისცა ძალაუფლება, როგორც მეფეებს ერთი საათით. “მეფეები ერთი საათით”, ეს სიმბოლურად და ხატოვნად არის ნათქვამი, როგორც ცნობილი გამონათქვამი: “დრონი მეფობენ და არა მეფენი.”.
აპოკალიფსის ადრინდელ კომენტატორებს, ათი რქა, რომის იმპერიის მიერ დაპყრობილი და რომის ვასალი სახელმწიფოები ეგონათ, ზოგს კი, მომავალი უკანასკნელი ჟამის, ათი სახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი მტარვალის და გამტიალებელის ანუ ანტიქრისტეს გვერდით დადგებოდნენ, რაც არასწორია. არა სწორია, რადგანაც ეს ათი რქა, ამ მხეცის თავებზეა განლაგებული. იოანეს მიხედვით, “მხეცის თავებზე, განლაგებულ გვირგვინებზე, ღვთისმგმობელი მეფეების, სახელები იყოო დაწერილიო”. მხეცის ამავე ათ რქაზე, ასევე გვირგვინებია განთავსებული. თავებზეც და რქებზეც, გვირგვინებია განთავსებული. მხეცის თავები თუ პიროვნებებია ანუ კონკრეტული მეფეებია, მათი რქებიც პიროვნებები უნდა იყვნენ. ორქიანი მხეცის მუხლი გვეუბნება, რომ რქები მხეცის თავებზეა განლაგებული. ე. ი. მხეცის თავების შვიდ გვირგვინზე და ამ მხეცის რქების ათ გვირგვინზეც, კონკრეტული ღვთისმგმობელი მეფეების სახელები იყო დაწერილი. ასევე მეორეც, დანიელ წინასწარმეტყველის იგივე იმპერიაში, მხეცის რქები მეფეებს გამოხატავს ანუ დანიელთანაც, რქებიც პიროვნებებს აღნიშნავს და არა სახელმწიფოებს. იოანეს სხვა მუხლებიდანაც ჩანს, რომ რქებში მეფეები იგულისხმება და არა სახელმწიფოები. ათ რქაში, არანაირად, არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები არ იგულისხმებიან, სსრკ-ი პირველად ოთხი რესპუბლიკით შექმნეს, მერე თანდათან ხელახლა დაყვეს, შემდეგ ახლები შექმნეს და ა. შ. ასე, რომ ეს არ არის კავშირი ათ რქასთან.
ზოგიერთი ქრისტიანი მოღვაწე, ასევე ზოგიერთი ათეისტი, თუ არა ათეისტი, იოანეს აპოკალიფსის სკეპტიკოსი თუ კრიტიკოსი, იოანეს აპოკალიფსის შვიდთავიან და ათრქიან მხეცს, რომის იმპერიასთან აკავშირებდა, ხოლო პირველ მხეცს და რიცხვ 666-ს, კი იმპერატორ ნერონთან აკავშირებდა. თუმცა ასევე შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა, რომ ესეც არასწორი იყო. ეკლესიის გვიანდელმა მამებმაც, საბოლოოდ უარყვეს ეს კონცეფცია. იყო მხოლოდ რამოდენიმე დამთხვევა, მაგალითად ქ. რომი შვიდ ბორცვზეა გაშენებული, ფულის ნიშნებზე ნერონის პორტრეტიც იყო გამოსახული, ნერონის მიერ ქრისტიანთა დაუნდობელი დევნა. აპოკალიფსში აღწერილთან, მკვეთრი და რადიკალური განსხვავებები შემდეგშია: ნერონმა მოახლეს თავი მოაკვლევინა 68 წელს, ნერონის შემდგომმა იმპერატორმა, სხვა დინასტიის წარმომადგენელმა, როგორც აპოკალიფსშია კი არ გააღმერთებინა ნერონი, არამედ მისი სახელი წააშლევინა იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი სტელადან. სახელმწიფოში როგორც მეორე მხეცმა სტალინმა, გააღმერთა პირველი მხეცი ლენინი, რომის იმპერიაში პირიქით, ნერონი კი არ გააღმერთეს ქვეყანაში, არამედ ყველანაირად დაამცირეს და უარყვეს. არც რიცხვი 666 დაუკავშირდა რაიმენაირად ნერონს. იყო ყალბი მცდელობები, რიცხვი 666 რამენაირად ნერონისთვის დაეკავშირებინათ. ასევე იყო ეს მცდელობა, მე-19 საუკუნეში, როდესაც სამი გერმანელი პროტესტანტი სასულიერო პირი: ბენარი, ჰაიტციგი და როისი, ამტკიცებდა რომ მხეცი ნერონი არისო. რაც დიდი სიცრუე იყო! მათ დაწერეს ლათინური ასოებით და ებრაული შინაარსით, “კეისარი ნერონი” ანუ “ ნერონ კესსარ”- ებრაული შინაარსით. შემდეგ ვითომ შეკრიბეს ასოების რიცხვითი მნიშვნელობები, ისე როგორც მათ აწყობდათ ანუ შეკრიბეს, მხოლოდ თანხმოვნები და თანხმოვნების შეკრებით სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს. ამიტომაც რაც აწყობდათ, იმ რიცხვის შესამბამისი ხმოვანი "ო" და მისი შესაბამისი რიცხვი - 6 კიდევ დაუმატეს. ე. ი. სასურველი შედეგის მისაღებად, მხოლოდ ერთი ხმოვანი ასოს "ო-ს" შესაბამისი რიცხვი - 6-ნი მიუმატეს და ასე, გაყალბებულად და წვალებით, მიიღეს ჯამი 666 და რეალურად ვერც მიიღეს. ეს ვერსია ძალიან მოსწონთ ათეისტებს, იოანეს აპოკალიფსის სკეპტიკოსებს და კრიტიკოსებს, ასევე ფსიქოლოგებს და სხვებსაც. 666 და მხეცი, რომ იოანეს თანამედროვე, რომის იმპერატორი ნერონი იყო, ეს ვერსია სხვებთან ერთად, ასევე განსაკუთრებით იმათ მოსწონთ, ვისაც წინასწარმეტყველების ფენომენის საერთოდ არ სჯერავთ და იოანეს აპოკალიფსი, კუნძულ პატმოსზე გადასახლებული, შიზოფრენიით დაავადებული მოხუცის ჰალუცინაციური ბოდვა ჰგონიათ. იოანეს ბოლო ჟამის აპოკალიფსურ მხეცში, რომ არ იგულისხმება რომის იმპერია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ არც რომის ათ იმპერატორზე დასრულდა იმპერია და მითუმეტესს რომ, მომავალში რომის იმპერატორთა რაოდენობა რამოდენიმე ათეულით გაიზარდა. არც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, არ დასრულებულა მსოფლიო იმპერიების წარმოშობა, არც საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა, დამდგარა დედამიწაზე და არც ქრისტიანთა საბოლოო დევნა არ შეწყვეტილა დედამიწაზე. რომის იმპერიის, დანიელის მეოთხე სამეფოსთან და იოანეს აპოკალიფსის, შვიდთავიან და ათრქიან მხეცთან, იდენტურობის ეს კონცეფცია ქრისტიანი სწავლულების უმრავლესობის მიერ საბოლოოდ უარყოფილი იქნა. მე-19-საუკუნეში ერთხანს ეგონათ, რომ იოანეს აპოკალიფსი ნერონის ეპოქაში 68 წელს დაიწერა. თუმცა ეკლესიის ადრინდელ მამებზე დაყდრდნობით, ბოლოს მაინც დადგინდა, რომ იოანე მოციქულის (ღვთისმეტყველის) აპოკალიფსი (გამოცხადება), იმპერატორ დომიციანეს ბოლო პერიოდში, პირველი საუკუნის 80-90-იან წლებში, კუნძულ პატმოსზე დაიწერა. ასევე გადმოცემით ცნობილია, რომ იოანე მოციქულის სახარებაც, პირველად კუნძულ პატმოსზე დაიწერა, ხოლო 94 წელს ეფესოში, იოანემ საბოლოო სახით დაასრულა.
ამასვე ადასტურებს ქართველი ბერი იოანე ზოსიმე, რომელიც როგორც ჩანს, რაღაცა წყაროთი სარგებლობდა, როცა თავის ნაშრომში “ქებაი და დიდებაი, ქართვულისა ენისაი” აცხადებდა: “დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.....ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს, ....და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეჲს სხუათა ენათა ქრისტეჲს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე....”. “ქართულ ენას საწაულად აქვს 94 წელიო” რომელსაც მიუთითებს იოანე-ზოსიმე, ზვიად გამსახურდიას განმარტებით, სახარების დაწერის წელი უნდა იყოსო. ქართულ ენას სასწაულად, რატომ აქვს აპოკალიფსისა და სახარების დასრულების წელი 94 წელი? “ქებაის” ტექსტის მისტიური მნიშვნელობის, სწორი განმარტება კარგად აქვს ჩამოყალიბებული ზ. გამსახურდიას. ამ ტექსტში, აგრეთვე ხაზგასმულია ისიც, რაც იოანე-ზოსიმესაგან გაცილებით გვიან, პირველად ნიკო მარმაც დაადასტურა, რომ უძველესი ქართული წინარე ფუძე ენა, არის კაცობრიობის უძველესი ენა და იგი არის საფუძველი, ინდო-ევროპული, ნაწილობრივ სემიტური და ქამიტური ენებისაო. კიდევ რას უნდა მიგვანიშნებდეს “ქებაის” ტექსტის ავტორი? ჩემი აზრით, დამატებით ალბათ იმასაც, რომ აპოკალიფსური მხეცისა და საბჭოთა იმპერიის იგივეობის საკითხი, პირველად საქართველოში მოახდინეს ანუ ქართველ ერში და ქართულ ენაში მოხდა, აპოკალიფსური მხეცის ჭეშმარიტი მხილება. ამ საქმის პიონერები, სწორედ: ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ვალენტინა ფაილოძის რელიგიურ-დისიდენტური ჯგუფი იყო, სადაც მოახდინეს პირველი განმარტება, იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო, აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის, პირველი მხეცი ანუ ლენინი და მეორე მიწიდან ამომავალი მხეცი ანუ სტალინი. ვაკის პარკის ცნობილ მიტინგზე, გამგების გასაგონად, საბჭოთა იმპერიას, ალეგორიულობის გარეშე, პირდაპირ უწოდა ზვიად გამსახურდიამ, დანიელის მეთუნის-თიხის ფეხებიანი კოლოსი ანუ რაც მეოთხე უკანასკნელ იმპერიას ნიშნავს. გამგები კვლავაც გაიგებს, რას ნიშნავდა მისი ეს გამონათქვამი.
ნაწილი მეოთხე.
დანიელ წინასწარმეტყველის მიერ, ხილვით ნანახი ოთხი მხეცი, ოთხი სამეფო.
იოანეს აპოკალიფსის, შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის იმპერიაზე, დაწერილი მუხლების ახსნა, რომ უფრო ნათლად გავიაზროთ, ამისათვის უნდა განვიხილოთ ძვ. აღთქმის გამორჩეული და უდიდესი წინასწარმეტყველის, დანიელი წინასწარმეტყველის ხილვა, კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ იმპერიაზე. დანიელის ხილვაში მას მეოთხე მხეცი, მეოთხე სამეფო, მეოთხე მსოფლიო იმპერია ეწოდება. უეჭველია, რომ კაცობრიობის ისტორიის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი, იოანეც და დანიელიც, ერთი და იგივე, მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიაზე საუბრობენ. ორივე მათგანი, თავის წინასწარმეტყველებაში კაცობრიობის ისტორიაში, ქვეყნებს შორის ომებისა და მსოფლიოს იმპერიათა ბოლო ჟამზე საუბრობენ, ამიტომაც აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, - დანიელის მეოთხე მხეცი-მეოთხე სამეფო, რა თქმა უნდა ერთი და იგივეა. თავდაპირველად ამ იმპერიის თაობაზე, ბაბილონის იმპერიის მეფის ნაბუქოდონოსორის სიზმრის განხილვისას, დანიელ წინასწარმეტყველმა, მეთუნის თიხის ფეხებიანი კოლოსის ნამდვილი მნიშვნელობა, მეფეს განუმარტა. ძვ. აღთქმის დანიელის წიგნის მეორე თავის მიხედვით, დანიელმა იწინასწარმეტყველა ბაბილონის ეპოქიდან იმპერიათა ბოლო ჟამამდე, დანიელისვე სიტყვებით - ყველასგან გამორჩეული, თავისივე ეპოქაში დომინანტი, მსოფლიოს ოთხი იმპერიის აღზევება და დაცემა. ამავე თავში დანიელი ახსენებს პირობითად ახალ იდეალურ სამეფოს, ეკლესიის მამების მიერ, ქრისტიანულ ლიტერატურაში, დანიელის მიერ აღწერილ, მეხუთე სამეფოდ წოდებულს. იოანეს აპოკალიფსის მიხედვით ამ პირობითად დანიელის ე. წ. მეხუთე სამეფოს პერიოდს, მეტაფორულად დედამიწაზე ქრისტეს მეფობის ოქროს ათასწლეული ეწოდება, იგივე საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის ათასწლეულის ეპოქა. მოგვიანებით დანიელი ასევე თავად ნახულობს ხილვას ოთხი მსოფლიო იმპერიული მხეცის შესახებ, რომელიც დანიელის წიგნის მეშვიდე თავშია გადმოცემული, ამავე ხილვის ღვთის ანგელოზის მიერ, სულიერ განმარტებასთან ერთად. დანიელის მიერ ხილვით ნანახი ოთხი მხეცი, ოთხი სამეფო, შეესაბამება თავისივე ისტორიულ და იმპერიულ ეპოქებში, ყველასაგან გამორჩეულ და დომინანტ, ოთხ მსოფლიო იმპერიას, დანიელისვე ისტორიული ეპოქიდან, იმპერიათა უკანასკნელ ვადამდე, იმპერიათა უკანასკნელ ჟამამდე, მეოთხე მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის, ბოლო ჟამამდე. პირველი მხეცი, პირველი სამეფო, იყო დანიელის ეპოქის თანამედროვე იმპერია ბაბილონი. დანიელი თავად ბაბილონის მეფის კარზე მოღვაწეობდა, როგორც წინასწარმეტყველი. მიდიელთა და სპარსელთა მიერ ბაბილონის დამხობის შემდგომ, ახლო აღმოსავლეთში და შუამდინარეთში, მიდო-სპარსეთი გაბატონდა და ამიტომაც მეორე მხეცად, მეორე სამეფოდ, მოგვევლინა მიდო-სპარსეთი. მიდო-სპარსეთის ჰეგემონია დაემხო, ალექსანდრე მაკედონელის მიერ, რომელმაც მიდო-სპარსეთისა და ბაბილონის გარდა, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისათვის, თითქმის მთელი აღმოსავლეთით მდებარე, მათთვის ცნობილი მსოფლიო. მესამე მხეცად, მესამე მსოფლიო სამეფოდ ალექსანდრე მაკედონელის მიერ საფუძველ-ჩაყრილი იმპერია მოგვევლინა. მაკედონელის იმპერია მალევე ოთხ ქვეყნად დაიშალა, თუმცა რომმა ყველა ეს ქვეყანა დაიპყრო და მესამე სამეფოდ რომის იმპერია მოგვევლინა ანუ მესამე სამეფოს მისია, ბერძნებისგან რომმა გადაიბარა. რომის დაცემის შემდეგ, მესამე სამეფოს მისიას ბიზანტიის იმპერია ასრულებდა. 1453წ. თურქების მიერ კონსანტინოპოლის აღების შემდეგ, ბიზანტიის იმპერიამ და დანიელის მესამე სამეფომ შეწყვიტა არსებობა. დანიელის მესამე სამეფო ასე განისაზღვრა ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიური იმპერია. ასი წლის შემდეგ, 1547წ. ივანე მრისხანემ რუსეთი გააერთიანა და გამოჩნდა მსოფლიოზე გაბატონობის, ახალი მსურველი და ახალი მსხვილი მოთამაშე რუსეთი. სწორედ ივანე მრისხანეს დროიდან უჩნდება რუსეთს, მსოფლიოზე ბატონობის ამბიციები. ამავე პერიოდში რუსეთში საყოველთაო აღიარება ჰპოვა “მესამე რომის კონცეფციამ” ანუ მოსკოვი არის “მესამე რომი”. ამით რუსეთის მსოფლიო ბატონობის ამბიციები, რელიგიური საბურველითაც გაამყარეს. მოსკოვი როგორც “მესამე რომი”, ამ იდეის ავტორი იყო ფსკოველი ბერი ფილოფე, მან ივანე მრისხანეს მამას დიდ მთავარს ვასილი მესამეს წერილი მისწერა: “ყურად იღე მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი — მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება.”. ალბათ ბერმა ფილოფემ, თავისი სურვილი, ვარაუდით გამოხატა. შემდგომ ასე გამოვიდა რომ, მეოთხე რომი, მართლაც აღარ იქნება და ჩემის მხრიდან დავამატებ, რომ რუსეთის იმპერია მართლაც უკანასკნელი იმპერიაა. სწორედ დანიელის მეოთხე მხეცად, მეოთხე სამეფოდ რუსეთის იმპერია მოგვევლინა, რომელიც პირობითად სამ ეტაპად იყოფა, ცარისტული რუსეთი-სსრკ-თანამედროვე რუსეთი. სსრკ-ს დაშლის შემდგომაც კი, თანამედროვე რუსეთის იმპერია, ტერიტორიულად, დღემდე კაცობრიობის ისტორიაში უდიდესს იმპერიად გვევლინება. საბჭოთა იმპერია კი, როგორც დანიელთან და იოანესთან, ზუსტად არის ნახსენები და დახასიათებული, ტერიტორიულად მსოფლიოს ყველაზე დიდ, ყველაზე საშინელ და ყველაზე სისხლიან იმპერიად გვევლინება.
მაშასადამე დანიელის ოთხი მხეცი, ოთხი იმპერია, შემდეგნაირად განიმარტება: პირველი მხეცი--ბაბილონი, მეორე მხეცი--მიდო-სპარსეთი ანუ მიდიისა და სპარსეთის იმპერია, მესამე მხეცი--მაკედონელის ბერძნული იმპერია-რომის იმპერია-ბიზანტიის იმპერია, მეოთხე მხეცი--რუსეთის ცარისტული იმპერია-სსრკ-თანამედროვე რუსეთის მოდერნიზებული იმპერია. ბიბლიის დანიელის წიგნის, პირველი ქრისტიანი კომენტატორები, დანიელის მეოთხე მხეცად, რომის იმპერიას აღიქვამდნენ, ათ რქად კი, რომის იმპერიის ათ კონკრეტულ იმპერატორს. თუმცა არც რომის ათ იმპერატორზე დასრულდა იმპერია და მითუმეტესს რომ, მომავალში რომის იმპერატორთა რაოდენობა რამოდენიმე ათეულით გაიზარდა. არც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, არ დასრულებულა მსოფლიო იმპერიების წარმოშობა, არც საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა, დამდგარა დედამიწაზე და არც ქრისტიანთა საბოლოო დევნა არ შეწყვეტილა დედამიწაზე. რომის იმპერიის, დანიელის მეოთხე სამეფოსთან იდენტურობის, ეს კონცეფცია ქრისტიანი სწავლულების უმრავლესობის მიერ საბოლოოდ უარყოფილი იქნა. ასევე აბსოლიტურ სიყალბეა, ვიღაცეების მიერ კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის დანიელის მეოთხე სამეფოდ გამოცხადების, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და დანიელის წიგნის, კონტექსტიდან ამოღებული სრულიად ყალბი მცდელობანი. ძირითადად ასევე რითი განსხვავდება, ეს დანიელის წიგნში აღწერილი ოთხი სამეფო ანუ ოთხი იმპერია, სხვა დიდი იმპერიებისაგან. პირველი ის რომ, მათი ბატონობა აუცილებლად მოიცავდა, განსაკუთრებით პირველი სამი მხეცის, ახლო აღმოსავლეთს და შუამდინარეთს. არც ის არ არის შემთხვევითი, რომ დღესაც, მეოთხე მხეცის დღევანდელმა მმართველმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილო ბაბილონეთში, თანამედროვე სირიაში პირ-სისხლიანი დიქტატორის რეჟიმი კვლავ გაამყარა და ამ სისხლიან პროცესებში მნიშვნელოვან უარყოფით როლს თამაშობს. მეორე ნიშანი, ეს იმპერიები თავისივე ეპოქებში, ყველაზე გავლენიან და დომინანტ იმპერიებს წარმოადგენდნენ. მესამე ნიშანი, თავისივე ეპოქებში ტერიტორიულადაც სხვებზე დიდები იყვნენ, ხოლო მეოთხე მხეცი სსრკ-რუსეთი ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უდიდესს იმპერიას წარმოადგენს. მეოთხე ნიშანი, ამ იმპერიებს სხვებისაგან განსხვავებით, ასწლეულობით თაობიდან თაობამდე, არა სახელით და ფორმალურად, არამედ რეალურად ეჭირათ, თავიანთივე არსებულ ეპოქებში მსოფლიოში დომინანტი პოზიცია.
დანიელი თ.7 “მ.7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა. მ.8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა...... მ.11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. მ.12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ........ მ.19. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა. მ.20. მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა. მ.21. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, მ.22. სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ. მ.23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. მ.24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს. მ.25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო. მ.26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. ”.
დანიელი, თ.7 “მ.7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.”. მეოთხე მხეცი, სსრკ-რუსეთი, მართლაც ყველასგან გამორჩეული, ყველაზე დიდი და ყველაზე სისხლიანი იმპერიაა. იოანემაც და დანიელმაც თავის წინასწარმეტყველობებში, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ეპოქა აღწერეს. ამიტომაც განვიხილოთ სსრკ-რუსეთის ეპოქა, დანიელის მეოთხე სამეფოს, ათი რქა, ათი მეფე: პირველი რქა-ვლადიმერ(666) ლენინი, მეორე რქა-იოსებ სტალინი, მესამე რქა-გიორგი მალენკოვი, მეოთხე რქა-ნიკიტა ხრუშჩოვი, მეხუთე რქა-ლეონიდ ბრეჟნევი, მეექვსე რქა-იური ანდროპოვი, მეშვიდე რქა-კონსტანტინ ჩერნენკო, მერვე რქა-მიხეილ გორბაჩოვი, აქ 1991წ. დაინგრა სსრკ, მეოთხე მხეცმა, რუსეთის იმპერიის სახით განაგრძო არსებობა, მეცხრე რქა-ბორის ელცინი, მეათე რქა-ვლადიმერ(666) პუტინი. 2004-2008წწ. მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი კი პრემიერ მინისტრი, მათ მხოლოდ ოთხი წლით, ადგილები დროებით გაცვალეს, ქვეყანას მაინც პუტინი მართავდა. ამიტომაც, დანიელის მეოთხე სამეფო, მაინც ათი რქით გამოისახება, დანიელის მიერ ნანახ ხილვაში. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის იმპერიის ბოლო იმპერატორი გამოდის. ამის შემდგომ, საუკეთესო შემთხვევაში რუსეთი უნდა გახდეს, ევრო-კავშირის მსგავსი ცივილური ქვეყანა. მათთვის უარეს შემთხვევაში კი, უნდა გაგრძელდეს რუსეთის დაშლა. ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მთლიანობას, სწორედ ჩრდილო კავკასიის რეგიონში ემუქრება.
დანიელი “თ.7 მ.8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა...... მ.11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. მ.12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ........”. თუ მხოლოდ ამ მუხლებს გავითვალისწინებთ, მუხლი 24-ის გარეშე, მაშინ მერვე მუხლი გვაფიქრებინებს, რომ თითქოს სტალინზეა ლაპარაკი. ლენინის სიცოცხლის ბოლო პერიოდში და ლენინის გარდაცვალების მერეც ცოტა ხნით, ქვეყანას სტალინ-ზინოვიევის ტანდემი და ტროცკი განაგებდნენ. მართლაც მეორე რქამ სტალინმა, სანამ აბსოლიტურ მმართველობას ხელში აიღებდა, მეტაფორულად, რომ ვთქვათ, სამი რქა ამოაგდო, სამი რქა ჩამოაშორა სსრკ-ს მმართველობას და ბოლშევიკურ ელიტას. თავად პირველ რქას ლენინს, სიცოცხლეშივე ჩამოართვა მმართველობა, რადგან ლენინი მძიმედ იყო დაავადებული და ქვეყნის ხელმძღვანელობა აღარ შეეძლო, მანვე ჩამოიშორა, სსრკ-ს მმართველი ელიტიდან, რევოლუციისა და ბოლშევიკების მეორე აღიარებული ლიდერი ლევ ტროცკი, შემდეგ მანვე ჩამოართვა მართვის სადავეები ზინოვიევს. ამით სტალინმა სამი რქა ჩამოიშორა, აქედან ორი ტროცკი და ზინოვიევი, დანიელის ათ რქაში არ შედის, რადგანაც სსრკ-ს ერთპიროვნული მმართველი-ლიდერები არ ყოფილან. მუხლი მე-11-ე გვეუბნება, მოკლული იქნებაო მხეცი და სხვებისაგან განსხვავებით, მის გვამს დაწვავენო. მართლაც შესრულდა, მე-11-ე მუხლი, რადგანაც სიცოცხლის ბოლოს სტალინი, მართლაც მოწამლეს ხრუშჩოვის ორგანიზებით, მისი გვამი კი, მოგვიანებით ლენინის მავზოლეუნიდან გამოიტანეს და სსრკ-ს სხვა ბელადებისაგან განსხვავებით მართლაც დაწვეს. მე-12-ე მუხლი მეტაფორულად, სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით არის გადმოცემული. “მ.20. მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.”. მე-20-ე მუხლი ამპარტავნულად მოლაპარაკე, ზემოთ აღნიშნული რეალურად მეორე რქის გამო ამბობს, რომ ის სხვებზე დიდი შეიქმნებაო, მართლაც, სტალინის დროს, სსრკ ყველაზე გრანდიოზულ იმპერიად ჩამოყალიბდა, თავად სსრკ-ს ზეგავლენა და მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგია, თანდათანობით ხმელეთის მესამედზე გავრცელდა. საგანგებოდ განვიხილოთ ის მუხლები, სადაც დანიელისვე თხოვნით, უფლის ანგელოზი სპეციალურად განუმარტავს დანიელს, ამ ხილვის რეალურ მნიშვნელობას. “მ.24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს. მ.25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო. მ.26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. ”. განვიხილოთ მ.24. ყველაზე სადავო მუხლი. მ.8.-ში და მ.11.-ში შინაარსობრივად, თითქოს ერთი და იგივე პიროვნებაზეა ლაპარაკი, ლიტერატურულად ასეც უნდა იყოს, თუმცა მ.24. შინაარსობრივად მაინც განსხვავდება მ.8.-ან და მ.11.-ან, სადაც სტალინზეა ლაპარაკი, თუმცა მ.25. ლენინს უფრო ეკუთვნის, “დრო-დროთა-დროის ნახევარი”, “წელიწადი-წელიწადები-წელიწადის ნახევარი” ანუ იოანეს აპოკალიფსიდან “42” თვე ანუ სამწელიწადნახევარი, რომელიც იოანესთან, ლენინთან მიმართებაში იხმარება. მ.26.-ში კი იმპერიის ბოლო ჟამზე და სიმბოლურად თითქოს მეთერთმეტე რქაზეა ლაპარაკი. თუმცა თუ მეათე რქა პუტინი, ასევე სიმბოლურად მეთერთმეტე რქაც არის, როგორც იოანეს აპოკალიფსის შემთხვევაში, მაშინ “დრო-ორი დრო (დროთა)-დროის ნახევარი”, პუტინის საპრეზიდენტო ვადებს უნდა ნიშნავდეს. აქ გაუგებრობას იწვევს მ.24.-ის ერთი აბზაცი, “მათ შემდეგ სხვა გამოვა”. ამ მუხლებს ლიტერატურული აზრით თუ გავიგებთ, აქ სიმბოლურად მე-11-ე რქაზეა ლაპარაკი, რომელსაც ეკლესიის მამებიც, დანიელის წიგნის მეოთხე სამეფოში მოსულ, უკანასკნელ ღვთისმგმობელ და მტარვალ მეფეს იგივე ანტიქრისტეს უწოდებენ. შესაძლებელია აქ თარგმანის შეცდომა იყოს და მრავლობითის ნაცვლად, მხოლობით ფორმა იყოს და იგულისხმებოდეს “მის შემდეგ სხვა გამოვა, რომელიც განსხვევებული იქნება პირვანდელისგან” ანუ იგულისხმებოდეს ლენინის შემდეგ სტალინი. თუ იოანეს აპოკალიფსურ, შვიდთავიან და ათრქიან მხეცის იმპერიას შევადარებთ, იოანესაც აქვს ეს სიმბოლურად მეთერთმეტე რქა, რადგანაც “მეშვიდე თავი მოვაო და ცოტა ხანს დარჩებაო, მხეცი რომელიც იყოო და ერთხანს არ იყოო, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო”. ცოტა ხნით მოსული მეშვიდე თავი და მეათე რქა პუტინია, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სიმბოლურად მერვე თავად და სიმბოლურადვე მეთერთმეტე რქადაც შეიქმნა. ამიტომაც შესაძლოა დანიელის ამ მუხლშიც, პუტინზე იყოს ლაპარაკი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინის მმართველობის ბოლოს აღსრულდეს ამ 24-ე მუხლის ეს აბზაცი. ანგელოზი ეუბნება დანიელს, იმპერიათა ბოლო ჟამამდე შენახულიაო ამ წინასწარმეტყველების ახსნის სრული საიდუმლოო. ვნახოთ ყველაფერი ბოლომდე 21 საუკ. III ათწლეულში გაირკვევა. სწორედ 21 საუკ. III ათწლეულში დაემხობა პუტინის რეჟიმი და ტოტალიტარიზმი. რუსეთის იმპერია, იმპერიული პოლიტიკიდან გადავა სხვა დემოკრატიულ პოლიტიკურ პლატფორმაზე და საბოლოოდ დაადგება ცივილური ქვეყნების განვითარების გზას. სწორედაც დანიელის წიგნის მეტაფორული ნათქვამით, რომ ვთქვა, ამ პერიოდში საბოლოოდ დაემხობა რუსული იმპერიალიზმი და გასამართლდება საერთაშორისო სასამართლოზე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია მეშვიდე თავის 26-ე მუხლში.
აქვე მოვიყვან ანგელოზის მიერ, წინასწარმეტყველებათა წიგნებთან დაკავშირებით, დანიელის მიმართ თქმულს: დანიელი 12:4 - 12:9 - 12:10. თ.12. მ.4." შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე, მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა. ". თ.12.მ.9. " მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. ". თ.12.მ.10. " მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან. ".
I ნაწილის დასასრული.
ნაწილი II.
ნაწილი მეხუთე. (5)
ეზრა წინასწარმეტყველი ასევე ნახულობს ხილვას, დანიელის მეოთხე მხეცზე, ანგელოზი მას სპეციალურად კიდევ უფრო დაწვრილებით განუმარტავს ამ ხილვას, კაცობრიობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ხილვა.
მესამე ეზრა თ.12 “მ.10. ეს არის ამ ხილვის განმარტება: მ.11. არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები. მ.12. მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა. მ.13. აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. მ.14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. მ.15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება. მ.16. ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე. მ.17. მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი, მ.18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება. მ.19. მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე, მ.20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. მ.21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან. მ.22. სამი უძრავი თავი რომ იხილე, მ.23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. მ.24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. მ.25. ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ. მ.26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. მ.27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. მ.28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.”.
ეზრას თხოვნა გაითვალისწინა უფალმა და ასევე დაუფასდა შრომა, როგორც ბიბლიის მთავარი გადამწერისა და სისტემატაზორისა, ამიტომაც ეზრა ღირსად ჰყო უფალმა და ანგელოზისაგან უფრო დაწვრილებით მიეცა მეოთხე მხეცის-მეოთხე სამეფოს განმარტება. მესამე ეზრა არა ებრაულიდან არის ნათარგმნი, ამიტომაც ქრისტიანულ ეკლესიებში არა კანონიკურად ითვლება, თუმცა მისი განხილვა, მაინც უაღრესად საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგანაც ამდენი დამთხვევა, მართლაც საოცრებაა.
მესამე ეზრა თ.12. მ.13. გვეუბნება, რომ ეს უკანასკნელი დანიელის მეოთხე სამეფო, კაცობრიობის ისტორიაში ყველა ადრინდელ სამეფოზე, ყველაზე საშინელი იქნებაო. მესამე ეზრა თ.12. “მ.14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. მ.15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.”. იოანე შვიდ ბელადზე და ათ რქაზე ლაპარაკობს, დანიელი ათ რქაზე ანუ ათ მეფეზე, რაც უკვე განვიხილეთ და ჩამოვთვალეთ. აქ კი ანგელოზი ეზრას ეუბნება ერთმანეთის მიყოლებითო ამ სამეფოში 12 მეფე გამეფდებაო ანუ სტატისტიკურად, უბრალო ქრონოლოოგიით თუ ჩამოვთვლით თორმეტი უნდა იყოს. გავეცნოთ: 1. ვლადიმერ(666) ლენინი - პირველი მეფე, იმპერიის რეალური მმართველობა 1917-1922წწ. საკმაოდ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1924წ. 1922 წლიდან ცოტა ხანი, ქვეყანას სტალინისა და ზინოვიევის ტანდემი მართავდა, მათ მხარეს იყო კამენევი, სამივე ერთად კი ოქტომბრის რევოლუციის რეალურ ხელმძღვანელსა და ბოლშევიკების მეორე არაფორმალურ ბელადს ლევ ტროცკის უპირიპირდებოდნენ. საბოლოოდ სტალინმა აბსოლიტური ძალაუფლება მალევე აიღო ხელში. 2. იოსებ სტალინი - მეორე მეფე, იმპერიის მმართველობა 1922წ. - 5 მარტი 1953წ. 3. გიორგი მალენკოვი - მესამე მეფე, იმპერიის მმართველობა 5 მარტი 1953წ. - სექტემბერი 1953წ. გარდაიცვალა 1988წ. საბჭოთა იმპერიის რღვევის საწყის ეტაპზე. 4. ნიკიტა ხრუშჩოვი-მეოთხე მეფე, იმპერიის მმართველობა 7 სექტემბერი 1953წ. - 1964წ. 5. ლეონიდ ბრეჟნევი - მეხუთე მეფე, იმპერიის მმართველობა 1964-1982წწ. 6. იური ანდროპოვი - მეექვსე მეფე, იმპერიის მმართველობა 1982-1984წწ. 7. კონსტანტინ ჩერნენკო - მეშვიდე მეფე, იმპერიის მმართველობა 1984-1985წწ. 8. მიხეილ გორბაჩოვი - მერვე მეფე, იმპერიის მმართველობა 1985-1991წწ. ამ დროს 1991წ. 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა კავშირი. მივიღეთ მისი სამართალ-მემკვიდრე თანამედროვე რუსეთის, შემდგომში მოდერნიზებული რუსეთის იმპერია. 9. ბორის ელცინი - მეცხრე მეფე, იმპერიის მმართველობა 1991-1999წწ. 10. ვლადიმერ(666) პუტინი - ეზრას მიხედვით მეათე მეფე, იმპერიის მმართველობა 1999-2008წწ. რუსეთის პრეზიდენტად ამ წლებში არჩეული იყო ორი ვადით 2000წ. და 2004წ. 11. დიმიტრი მედვედევი (მედვედევ-პუტინის ტანდემი) - ეზრას მიხედვით მეთერთმეტე მეფე, მედვედევის მიერ იმპერიის ფორმალური მმართველობა 2008-2012წწ. რუსეთის იმპერიას 2008-2012წწ. მართავდა მედვედევ-პუტინის ტანდემი, რუსეთის პრეზიდეტი მედვედევი იყო, პუტინი კი პრემიერ მინისტრი, რეალურად ქვეყანას პუტინი მართავდა. 12. კვლავ ვლადიმერ(666) პუტინი - ეზრას მიხედვით ასევე მეთორმეტე მეფე, იმპერიის მმართველობა 2012წ.-დღევადელ დღემდე. ამ პერიოდში პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2012წ. და 2018წ. ეს არის 12 მეფე, ეზრას მიხედვით, უბრალო ქრონოლოგიით და ერთმანეთის მიყოლებით, მუხლი მე-14-ე შესრულდა. მუხლი მე-15-ე კი, ყველაზე ნათლად და მკაფიოდ შესრულდა, მეორე მეფე სტალინმა 29-31 წელი იმეფა, ყველაზე მეტ ხანს ამ 12 მეფეს შორის. მესამე ეზრა თ.12 “მ.18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.”. შინაარსობრივად აქ მისი მეფობის ბოლო პერიოდი იგულისხმება. მართლაც 1941წ. დაწყებული ნაცისტური გერმანიის ანუ იოანეს აპოკალიფსის მიხედვით კი, ასევე უფსკრულის ბოროტ დემონად წოდებული, ებრაულად “აბადონის” ანუ ადოლფ ჰიტლერის, ჯარების ტრიუმფალური სვლა, ძვლივს-ძლივობით იქნა შეჩერებული მოსკოვთან. სსრკ-ი კი დასამხობად იყო გამზადებული, შეტევა მოიგერიეს და მტერიც საბოლოოდ დაამარცხეს. დასამხობად განწირული იმპერია სსრკ გადარჩა და მომავალში გაფართოვდა კიდეც. “მ.20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. მ.21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.”. აღზევდებაო რვა მეფე, განა სხვები არ აღზევდებიან? მაგრამ აქ ანგელოზი უნდა გულისხმობდეს სსრკ-ს პერიოდს, როცა იმპერია უდიდესი ზეობის ხანაში ოყო და მერვე მეფის შემდეგ დაინგრა იმპერია. მართლაც ეზრას მიხედვით მერვე მეფე მიხეილ გორბაჩოვია და მართლაც მიხეილ გორბაჩოვის დროს, 1991წ. 22-26 დეკემბერს იმპერია დაინგრა, 1991წ. 26 დეკემბერს სსრკ დაშლილად გამოცხადდა. თუმცა რუსეთის იმპერია კვლავ დარჩა. იგივე მუხლი გვეუბნება, ორი მათგანი ამ რვიდან დაიღუპებაო ანუ ბუნებრივად არ მოკვდებიანო. ლენინი რამოდენიმე მძიმე დაავადების გამო (ძველმა 1918წ. კაპლანის ქალისგან მიყენებულმა ჭრილობამაც იჩინა თავი, ორჯერ ინსულტმა დაარტყა და კიდევ რამოდენიმე მძიმე დაავადებაც ჰქონდა) ახალგაზრდა დაიღუპა 54წ. ასაკში, სტალინი 1953წ. 73წ. ასაკში, მძიმე საწამლავით მოწამლეს და ეს უკვე ცნობილი ფაქტია, ხრუშჩოვის ორგანიზებით, სტალინი მოხუცი კი იყო, თუმცა ღრმად მოხუცებული ნამდვილად არ ყოფილა. “მათი ჟამი ხანმოკლე იქნებაო და წლები სწრაფმავალი” ეს გადატანითი მნიშვნელობით და ხატოვნად არის ნათქვამი, როგორც იოანესთან აპოკალიფსში ათ რქაზე, ათ მეფეზე: “როგორც მეფეები ერთი საათით”, ეს ყველა დროის ფრთიანი ფრაზის და ხატოვანი გამოთქმის “დრონი მეფობენო და არა მეფენი”, მსგავსად და ანალოგიურად, არის ხატოვნად გამოთქმული, როგორც იოანესთან და დანიელთან ისე ეზრასთან. ლიტერატურულად ოდნავ ბუნდოვანი, 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუ მხოლოდ სსრკ-ს გულისხმობს, სსრკ-ს იმპერიის არსებობის შუა ხანები დადგა 1954 წლის მერე ანუ ხრუშჩოვის ეპოქაში. ხრუშჩოვის ეპოქის შემდეგ, სსრკ-ში, მის დანგრევამდე, მართლაც ოთხი მეფეღა იყო დარჩენილი გასამეფებელი, ესენია: ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და გორბაჩოვი. გორბაჩოვზე დაინგრა კიდეც სსრკ. თუ 21-ე მუხლი გვეუბნება, რომ ოთხი მეფე შეესწრება სსრკ-ს დანგრევასო. რვა მეფის ბოლოს დაინგრა სსრკ-ი, თუმცა რუსეთის იმპერია ბოლომდე არ დანგრეულა. გორბაჩოვის მმართველობის დროს დაინგრა, დღევანდელი რუსეთის იმპერიის წინა სახე სსრკ-ი, მის დანგრევას შეესწრო მართლაც ოთხი მეფე. თავის-თავად გორბაჩოვი, ასევე ელცინი, სსრკ-ს დანგრევა აგრეთვე იხილეს, მომავალ მეფე-რქებმა: მედვედევმა და პუტინმაც. ესენია სწორედ ეზრას ოთხი მეფე. ორი მეფეო ბოლომდე დარჩებიანო, იმპერიის საბოლოო დანგრევამდე დარჩებიანო ანუ სსრკ-ს მემკვიდრე, რუსეთის თანამედროვე იმპერიის დანგრევასაც თავად იხილავენ მედვედევიც და პუტინიცო. ესენია სწორედ ის ორი მეფე, ეზრასთან ანგელოზი, რომ ეუბნება ეზრას, ორნი ბოლომდე დარჩებიანო.
მესამე ეზრა თ12. “მ.22. სამი უძრავი თავი რომ იხილე, მ.23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. მ.24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.”. შინაარსობრივად თუ განვიხილავთ, ეს იგივეა რაც დანიელის წიგნის მეშვიდე თავის 24-ე მუხლში გვხდება, თითქოს მეთერთმეტე რქაზე, რომ ეუბნება დანიელს ანგელოზი, ერთ-ერთი რქა, ერთ-ერთი მეფე “სამ მეფეს დაამხობსო”, “სამ მეფეს დაამდაბლებსო”. თუმცა შინაარსობრივად დანიელთან ეს სადავო მუხლია. ამ “სამ მეფესთან”, დაკავშირებით გაცილებით მარტივადაა საქმე ეზრასთან და იოანესთან. იოანეს აპოკალიფსი: თ.16. “მ.13. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუ-წინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმინდური სული, როგორც ბაყაყები. მ.14. ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის.”. აქ უკვე გასაგებია, რომ ეზრაც და იოანეც ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მუხლებში, ერთი და იგივე ისტორიულ მოვლენებს აღწერენ. ვინ არის ეს სამი უწმინდური სული, ეს რომ გავიაზროთ, უმჯობესია ეზრას განმარტება დავიხმართ, რადგანაც იქ უფრო ვრცლად არის გადმოცემული. ანგელოზი ეუბნება ეზრას, უკანასკნელ ხანებში სამი უწმინდური სული გაბატონდებაო დედამიწაზე. “ბევრს შეყრის მათ სამეფოშიო” ანუ დანიელის მეოთხე სამეფო იგულისხმება, ამ სამეფოსთან უნდა იყოს კავშირში მათი თავ-შეყრაც და მათი უდიდესი მსხვერპლის მომტანი ომიც. დავაზუსტებ “უკანასკნელ ხანეში”, აქ კონკრეტულად იგულისხმება, მეოთხე იმპერიის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ანუ სსრკ-ის დაარსება, რადგან ოქტომბრის რევულუციით დაიწყო, ახალი ბაბილონის დაარსება და უკანასკნელი ხანა, იმპერიათა ბოლო ჟამი, რომელიც დღემდე გრძელდება ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეზრას წიგნიდან ასე გამომდინარეობს, რომ ეს მუხლი იმპერიის საწყის ეტაპს ეხება და არა მის ბოლოს, იმპერიის დანგრევის ბოლო წლებს. “სამი უწმინდური სული” ანუ სულიერი გაგებით, სამი უბინძურესი სული, ესენია: ვლადიმერ ლენინი, ლევ ტროცკი, იოსებ სტალინი. რატომ? იმიტომ, რომ ოქტომბრის კაცობრიობის უსასტიკესს და ყველაზე სისხლიან რევოლუციას, ჰყავდა სამი დიდი ბელადი. ოქტომბრის რევოლუციის მთავარი სამხედრო ორგანიზატორი ლევ ტროცკი იყო. ლევ ტროცკი აგრეთვე იყო რელიგიის საქმეთა კურატორი. წითელი არმიის სარდალი, იგი იყო ლენინის მიერ დაწყებული წითელი ტერორის განხორციელების, მთავარი ორგანიზატორიც. ლენინის ბრძანებების განხორციელებას, ეკლესია-მონასტრების ნგრევაზე, სასულიერო პირებისა და საზოგადოების სხვადასვა ფენების დახვრეტებზე უშუალოდ თავად ტროცკი ხელმძღვანელობდა. იგი იყო ლენინის პირ-სისხლიანი ბრძანებებისა და საქმეების განხორციელების, მთავარი მარჯვენა ხელი. ლევ ტროცკი ასევე იყო, სწორედ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეის მთავარი ორგანიზატორი. მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების მთავარი იდეოლოგი. მესამე ეზრა თ.12 “მ.26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. მ.27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. მ.28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.”. ეს მუხლებიც თვალნათლივ შესრულდა, ვლადიმერ ლენინი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე და მძიმე დაავადებების გამო მართლაც 1924წ. “წამებით მოკვდა სარეცელზე”. ლევ ტროცკის 1930-იან წლებში სსრკ-ში, სტალინის მითითებით დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. სტალინის საიდუმლო ბრძანებით შინსახკომის-“НКВД”-ს აგენტმა რამონ მერკარდერმა, 1940წ. მექსიკაში გახიზნულ ლევ ტროცკის, საკუთარ სახლში თავში ყინულის სამტვრევი ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. 1960 წელს საბჭოთა მთავრობამ, ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებისათვის, წარმოშობით ესპანელი საბჭოთა აგენტი, რამონ მერკადერი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დააჯილდოვა. გამოდის, რომ სტალინის მახვილით დაიღუპა ლევ ტროცკი, “ერთის მახვილი მეორეს შეჭამსო”, შესრულდა ეს მუხლიც. თავად სტალინი 1953წ. მოწამლეს ანუ ხატოვნად და მეტაფორულად თუ ვიტყვით, თვითონაც “მესამე უწმინდური სულიც” მახვილით დაეცა. “თვითონაც მახვილით დაეცემა, უკანასკნელ ხანებშიო”, “უკანასკნელ ხანებშიო”, აქაც იგულისხმება, მთელი პერიოდი სსრკ-ს დაარსებიდან რუსეთის იმპერიის საბოლოო დანგრევამდე, კიდევ გავიმეორებ ზემოთ ნათქვამს, რომ რადგანაც უკანასკნელი იმპერიის დაარსება, თავის თავში აგრეთვე გულისხმობს, ხატოვნად რომ ვთქვათ, უკანასკნელი ხანის დადგომასაც. ამით ასევე შესრულდა მესამე ეზრას მე-12-ე თავის მუხლები: 27 და 28.
აქვე აღსანიშნავია, რომ იოანეს აპოკალიფსის მეცხრე თავში, გადმოცემულია უკანასკნელი იმპერიის ეპოქის ანუ მეტაფორულად უკანასკნელი ეპოქის, კიდევ ერთი ყველაზე სისხლიანი და ყველაზე საშინელი, ომების პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. იოანეს აპოკალიფსში იგივე არმაგედონის ომად წოდებული, რომელიც კრებსითი სახელია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი და ყველაზე მასშტაბური ომების, ოქტომბრის რევულიციის შედეგად დაწყებული სამოქალაქო ომის, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების. ეს იყო კაცობრიობის არსებობის ისტორიაში რიცხობრივად ყველაზე სისხლიანი ეპოქა, ამიტომაც იოანე ღვთისმეტყველი, გვერდს არ უვლის ამ სისხლიან ეპოქას თავის ხილვაში. იოანეს აპოკალიფსის მეცხრე თავი უფრო ვრცლად, განხილული მაქვს, ჩემს სხვა წერილში, აქ მხოლოდ მოკლე კომეტარით შემოვიფარგლები. იოანემ თავის ხილვაში ნახა: თვითმფრინავების, ტანკების და მძიმე საარტილერიო ტექნიკიდან, გასროლილი ქვემეხების ომი, მეორე მსოფლიო ომისას. ეს კი მან მეტაფორულად და სიმბოლურად აღწერა, ამავე დროს იმ სიტყვათა მარაგით, როგორიც პირველი საუკუნის ადამიანს შეესაბამებოდა. ამავე მეცხრე თავში თავად ადოლფ ჰიტლერი მოხსენიებული ჰყავს, როგორც “უფსკრულის ანგელოზი”, ებრაულად “აბადონი” ანუ როგორც უბოროტესი დემონური სულის მატარებელი პიროვნება.
დასკვნა: იოანეს აპოკალიფსში, ასევე დანიელთან და ეზრასთან, აღწერილი აპოკალიფსური მხეცის-იმპერიის ანუ მეოთხე სამეფოს იგივეობა, რომის იმპერიასთან ვერანაირად ვერ მტკიცდება. ის რაც, იოანეს გამოცხადებაში, განსაკუთრებით აპოკალიფსური იმპერიის შესახემ არის დაწერილი, არსად კაცობრიობის ისტორიაში, მსგავსი მოვლენები, არსად არ მომხდარა, გარდა საბჭოთა იმპერიისა. ის რაც, იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი აპოკალიფსურ იმპერიაზე, ძალიან, ძალიან გავს, მხოლოდ და მხოლოდ, სსრკ-რუსეთში და მე-20 საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს. მისი ბევრი მუხლი, მეტაფორულად და პოეტურად, თითქოს ზუსტად სსრკ-ზეაო დაწერილიო. ვინც ელემენტარულად ერკვევა, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, მსოფლიო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მომავალში ასეთი რამეები, ის რაც ტრაგიკული სისხლიანი პოლიტიკური ამბებიცაა აღწერილი აპოკალიფსში, ის აღარც მოხდება და მავანნი ტყუილად ნუ აშინებენ ხალხს, მსოფლიოს ახალი ომებით, ასევე კაცობრიობის მესამედის განადგურებით, ასევე მათი მხრიდან, უკვე ვირტუალურად ქცეული, არარეალური ანტიქრისტეთი. ანტიქრისტე უკვე მოსული იყო, ლენინის სახით და უმრავლესობამ დღემდე ვერ შეიცნო იგი. როგორ ფიქრობთ ეხლა? კაცობრიობის ყველაზე სისხლიან ეპოქას ანუ მე-20 საუკუნეს და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ამბებს, რა დროსაც ათეულ-მილიონობით ადამიანი დახოცეს, აგრეთვე კაცობრიობის ისტორიაში ამ სისხლიანი კალოს, სულის ჩამდგმელებს: ლენინს, სტალინს და ჰიტლერს, სწორედ ამ პიროვნებებს, გვერდს აუვლიდა იოანეს აპოკალიფსის ანგელოზი და როგორც რუსეთუმეებს სჯერავთ, რომის პაპზე და ამერიკის თანამედროვე პრეზიდენტებზე ილაპარაკებდა. რა თქმა უნდა, კრემლი დღემდე ყველაფერს აკეთებს და მთელ თავის გავლენებს იყენებს, მართლმადიდებლურ სამყაროზე, რათა არანაირად არ მოხდეს სსრკ-ისა და დღევანდელი რუსეთის მოძალადე იმპერიის დაკავშირება, იოანეს აპოკალიფსურ იმპერიასთან. რათა ეს არ მოხდეს, ამიტომაც, სამაგიეროდ ინტენსიურად ცდილობენ შეთხზან ახალ-ახალი თეორიები, იმის შესახებ, რომ ანტი-ქრისტეს რიცხვი 666, როგორმე აიდი ბარათებს და მიკრო-ჩიპებს დაუკავშირონ, აპოკალიფსურ ბაბილონად კი როგორმე ევრო-კავშირი ან ამერიკა გამოაცხადონ.
შენიშვნა: მესამე ეზრას მე-12-ე თავის: 22, 23, 24, 25, 26, 27 მუხლებში, ლენინთან და სტალინთან ერთად, თუ მესამე უწმინდურ სულად ადოლფ ჰიტლერს განვიხილავთ, რადგანაც მათი თავშეყრისა და უმძიმესი ომის ადგილად, ძირითადად მეოთხე სამეფოს ტერიტორიაა გამოცხადებული. სხვათაშორის ადოლფ ჰიტლერის პიროვნებაც, აკმაყოფიულებს ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებს. ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა თუ თავი სხვისი დახმარებით მოიკლა, ის მაინც მახვილით იძულებით დაეცა. ეს მახვილი მის მიმართ, ხომ სწორედაც სტალინთან ომის გამო და ტყვედ ჩავარდნის შიშის გამო იქნა გამოყენებული. ე. ი. ხატოვნად და მეტაფორულად, რომ ვთქვათ, ასევე სტალინის მახვილით დაეცა ჰიტლერი ანუ “ერთის მახვილი მეორეს შეჭამსო”.
წერილის ძირითადი, პირველადი საბაზისო ნაწილი, დაწერილია 90-იან წლებში.
წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი - დანიელ სავანელი.

0
479
2-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0