სხვა გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი 2020, 18 იანვარი, 12:34
მსოფლიოში ყველაზე პატარა კაცი - ნეპალელი ხაგენდრა თაპა მაგარი (Khagendra Thapa Magar) - 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.
მისი სიმაღლე იყო 67.08 სანტიმეტრი. მამისის თქმით, დაბადებისთანავე ის იმდენად პატარა იყო, რომ "ხელის გულზე ეტეოდა". ბოლო პერიოდში ხაგენდრას გული და ფილტვები აწუხებდა. 2011 წელს, იგი დაინიშნა ნეპალის კეთილი ნების ელჩად ტურიზმის მიმართულებით. გინესის რეკორდების რედაქტორმა კრეიგ გლენდეიმ განაცხადა, რომ ”ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ მხოლოდ ექვსი კილოგრამს იწონით და ვერ ჯდებით იმ სამყაროში, რომელიც აგებულია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. მაგრამ ხაგენდრასთვის, უდავოდ, ხელი არ შეუშლია ამას, რომ მაქსიმუმი მიეღო ამ ცხოვრებიდან. ” 2019 წლის 30 ოქტომბერს, ასტრახანის ოლქში გარდაიცვალა ტანზილი ბისემბეევა, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მსოფლიოში. იგი 124 წლის იყო. 1165 3-ს მოსწონს
|