საქართველო ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგი - ვის როგორ აფასებს მოსახლეობა? 2020, 17 იანვარი, 23:23 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1, 9%-ია. გამოკითხულთა 34-34%-ს დადებითი დამოკიდებულება კახა კალაძის და დავით ბაქრაძის მიმართ აქვთ. ამასთა, უარყოფითი დამოკიდებულება კახა კალაძის მიმართ გამოკითხულთა 22%-მა პროცენტმა გამოხატა, დავით ბაქრაძის მიმართ - 21%-მა. გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 27%-ს აქვს, უარყოფითი - 34%-ს. მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39%-ს მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს. ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, უარყოფითად გამოკითხულთა 49%. სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 13% აფიქსირებს, უარყოფითი დამოკიდებულება 49%-ს აქვს. ალეკო ელისაშვილს 20% აფასებს დადებითად და 20% უარყოფითად. ნიკა მელიას გამოკითხულთა 19% აფასებს დადებითად, 37% - უარყოფითად. გია ვოლსკის მიმართ 16% გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას, ხოლო 32% - უარყოფითს. ასევე, 16% აფასებს არჩილ თალაკვაძეს დადებითად, 32% - უარყოფითად;. ირმა ინაშვილს 18% აფასებს დადებითად, 35% უარყოფითად; გიგი უგულავას 16% აფასებს დადებითად, 38% - უარყოფითად. 220 1-ს მოსწონს
|