საზოგადოება ვიდეო: იორდანიის არხის ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში აცნობეს ძმის სივდილი 2020, 17 იანვარი, 19:50 იორდანიის არხზე გადაცემის ”გადავწყვიტეთ თქვენ" წამყვანს” საჰარ აბას ჯამილს, მისი უფროსი ძმის, ერაყის გენერალ-მაიორის ტარიკ აბას ჯამილის გარდაცვალების შესახებ პირდაპირ ეთერში აცნობეს. ტელეწამყვანმა საჰარ აბას ჯამილმა შეძლო შეეკავებინა ცრემლები და პატიება სთხოვა დამსწრე საზოგადოებას იმის გამო, რომ ის დამწუხრებული ჩანდა. ”ჟურნალისტის მუშაობის ძირითადი პრინციპია პირადი ცხოვრების განცალკევება პროფესიონალური მოვალეობებისგან, მაგრამ მე მხოლოდ ესესაა მაცნობეს, რომ ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ჩვენ გავაგრძელებთ მაუწყებლობას ჭეშმარიტების ინტერესების გათვალისწინებით და გავაშუქებთ ყველაფერს, რაც ხდება ქვეყანაში." - განაცხადა საჰარმა გადაცემის ეთერში. წამყვანის ძმა იყო ერაყის საჰაერო ძალების მფრინავი.ის დაიღუპა ბაღდადის მახლობლად მდებარე ალ-ბალადის ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, რომელიც მოხდა 12 იანვარს. სულ განხორციელდა რვა სარაკეტო შეტევა. ამ თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ერაყელი, რომელთაგან ორი სამხედრო მოსამსახურე იყო. ადრე ჯამილი, კომპოზიტორ აბას ჯამილის ქალიშვილი ერაყის ტელევიზიის თანამშრომელი იყო, მაგრამ 2017 წელს, იგი სკანდალით გაათავისუფლეს. ჯამილმა თქვა, რომ მას ემუქრებოდნენ და მას ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს მამაკაცთა ჯგუფმა, რადგან, მან უარი თქვა სიცრუე ელაპარაკა პირდაპირ ეთერში. ”მე მსურს ვუთხრა მათ, ვინც შეურაცხყოფა მომაყენა რომ მე დავრჩები დიდი ერაყის ერთგული ქალიშვილი."- აღნიშნა ტელეწამყვანმა. 1117 1-ს მოსწონს
|