x
image
მაია 24
7 თებერვლამდე სიყვარულის პლანეტა თევზებშია - ვის რა ელის პირადში და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე
image


13 იან­ვრი­დან ვე­ნე­რა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­დაბ­რძან­და და იქ შვიდ თე­ბერ­ვლამ­დე გა­ჩერ­დე­ბა, რა შე­იძ­ლე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დეს... ვე­ნე­რა, რო­გორც უკვე იცით, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას გა­ნა­გებს, თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში კი თავს კარ­გად გრძნობს - "რო­გორც თევ­ზი წყალ­ში". უნდა გა­გა­ხა­როთ, ფული გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მი­ი­ღებთ და ასე­ვე გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გაფ­ლან­გავთ. შე­იძ­ლე­ბა, ვერც მიხ­ვდეთ, სად და­ხარ­ჯეთ თან­ხა. სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე კი მშვი­დი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა.


კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ რეკ­ლა­მას­თან, ალ­კოჰოლ­თან და ფეხ­საც­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვაც. შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებ­საც ელით წარ­მა­ტე­ბა და მო­ე­მარ­თე­ბათ ხელი.


კარ­გია, რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა, როცა ვე­ნე­რა თევ­ზებ­შია, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად მთავ­რდე­ბა ქორ­წი­ნე­ბით და მყა­რი ოჯა­ხის შექ­მნით. პარტნი­ო­რე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კარ­გად უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს. მე­ტად უნ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა და ერ­თმა­ნე­თით ტკბო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ძაფ­რდეთ ინ­ტე­რე­სი სხვა კულ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის, უცხო­ე­ლე­ბის, შორს მცხოვ­რე­ბის მი­მართ.


16 იან­ვა­რი - ვე­ნე­რა ურა­ნის სექ­სტი­ლის გამო - მოქ­მე­დე­ბის ვადა 19 იან­ვა­რი. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი დამ­თხვე­ვე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ გარ­თო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა დამ­ყარ­დეს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო. მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. კარ­გი პე­რი­ო­დი ელით დი­ზა­ი­ნე­რებს, მხატ­ვრებს, ფრი­ლან­სე­რებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს.

23 იან­ვა­რი - ვე­ნე­რა იუ­პი­ტე­რის სექ­სტი­ლი - მოქ­მე­დე­ბის ვადა 27 იან­ვა­რი. მო­ი­მა­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, მო­ი­მა­ტებს სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­ტი­ვად შე­თან­ხმე­ბი­ან მა­ნამ­დე არ­სე­ბულ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე. 21-24 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.


27 იან­ვა­რი - ვე­ნე­რა ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა - მოქ­მე­დე­ბის ვადა 31 იან­ვა­რი. მო­ე­რი­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს, ინ­ტრი­გებს, აფე­რისტ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას.


ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნი გა­ა­ბას. ზო­გა­დად, ეს სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის პე­რი­ო­დია. არ­სე­ბულ რო­მა­ნებ­სა და სა­ი­დუმ­ლო კავ­ში­რებს კი მეტი რო­მან­ტიზ­მი შეს­ძი­ნოს. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს სუ­ლი­ე­რე­ბის შეგ­რძე­ბამ. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან (გან­სა­კუთ­რე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან) სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, სა­კუ­თა­რი ილუ­ზი­ე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ, ზედ­მე­ტად არ გა­ა­ი­დე­ა­ლოთ ადა­მი­ა­ნი.


სა­მა­გი­ე­როდ, შე­მოქ­მე­დო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - მხატ­ვრო­ბა­სა და მუ­სი­კა­ში - მეტ აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნობთ და შე­იძ­ლე­ბა შე­დევ­რე­ბიც კი შექ­მნათ. სა­კუ­თა­რი შეგ­რძნე­ბე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ე­ბად აქ­ცი­ოთ.


2 თე­ბერ­ვა­ლი - ვე­ნე­რა პლუ­ტო­ნის სექ­სტი­ლი - მოქ­მე­დე­ბის ვადა 6 თე­ბერ­ვა­ლი. მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლი ლტოლ­ვა, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. მე­ტად მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვე. ახა­ლი რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. თუმ­ცა, ზედ­მე­ტად ჩა­ციკ­ლუ­ლი ნუ იქ­ნე­ბით პარტნი­ორ­ზე. ეს აგ­რეთ­ვე სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დროა. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია ალი­მენ­ტის, მემ­კვიდ­რე­ობს, გა­და­სა­ხა­დე­ბის - ერთი სი­ტყვით, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა.


2 თე­ბერ­ვა­ლი - ვე­ნე­რა სა­ტურ­ნის სექ­სტი­ლი - მოქ­მე­დე­ბის ვადა 7 თე­ბერ­ვა­ლი. ამ დღე­ებ­ში საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სა­ი­მე­დო იყო, შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, რჩე­ვა ჰკი­თხოთ ასა­კით უფ­როს და გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. აგ­რეთ­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად. ამ პე­რი­ოდ­ში მე­ტად უნდა აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, ვნე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბას ასა­კით თა­ვის­ზე უფ­როს ადა­მი­ან­თან.


არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დღე:


27 იან­ვა­რი - ვე­ნე­რა მარ­სის კვად­რა­ტი - მოქ­მე­დე­ბის ვადა პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვა­ლი. მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­ე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი. მო­სა­ლო­დე­ნე­ლია უსი­ა­მოვ­ნე­ბა პი­რად და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. უსი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გხდეს დაგ­რო­ვი­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი პარტნი­ო­რი­სად­მი. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს კი­თხვა: "გიყ­ვარ­ვარ თუ არა?" ეცა­დეთ, ეს პე­რი­ო­დი ფრთხი­ლად გან­ვლოთ. თუ პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვე­ბა, პრე­ტენ­ზი­ას პრე­ტენ­ზი­ით არ უპა­სუ­ხოთ. აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას. ნუ მის­ცემთ თავს უფ­ლე­ბას, რომ ემო­ცი­ებ­მა გმარ­თონ. ამ პე­რი­ოდ­ში არ აი­ღოთ სა­კუ­თარ თავ­ზე ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და არც ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მო­აგ­ვა­როთ. არ გა­ა­ფორ­მოთ პარტნი­ო­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. საქ­მე­ე­ბი კი ცივი გო­ნე­ბით მო­აგ­ვა­რეთ.


ასევე ნახეთ:


"სამყაროსაგან 19-ში მწვანე შუქი გვაქვს ანთებული" - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


"აპოკალიფსის წელი", ხალხის მიგრაცია და წყალდიდობები - რას გვიმზადებს 2020-ის რეკორდული დაბნელებები

0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0