მსოფლიო ვლადიმერ პუტინი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება! 2020, 16 იანვარი, 16:28
კურდღელი კვდება - ხდება ცვლილებები და იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან ქუჩაში გამოსვლასა და აქციების გამართვას, 2024 წლამდე ეს მუხტი ჩაცხრება, ხალხი კი ახალ რეალობას ადრე თუ გვიან შეეგუება. ბუნებრივია, არავის ეპარება ეჭვი, რომ მთავრობის გადადგომა ერთი დიდი გეგმის ნაწილია. გუშინ, რუსეთის ფედერალური კრების წინაშე მიმართვისას პუტინმა აღნიშნა:
"საზოგადოებაში განიხილება საკონსტიტუციო დებულება იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე პირმა არ უნდა დაიკავოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ. არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პრინციპულია, თუმცა ვეთანხმები ამას", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება, პრეზიდენტს კი პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის დანიშვნაზე უარის თქმის უფლება არ ექნება. ამავე დროს, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთი უნდა დარჩეს ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად.
ეს იყო ის გზავნილი, რომლის შემდეგაც გეგმას მოქმედება უნდა დაეწყო და დაიწყო კიდეც. მიმართვის შემდეგ რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მთავრობა გადადგა... იხილეთ ვრცლად
107 შეფასება არ არის
|