მსოფლიო რა მოხდა უკრაინის არჩევნებზე და როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბედი? 2019, 22 ივლისი, 14:18 უკრაინაში 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ შედეგები სავსებით მოსალოდნელი იყო.
რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები შეიძლება მცირედით შეიცვალოს, მაგრამ რეალური სურათი შემდეგნაირია - რადაში ყველაზე ძლიერი პარტია "ხალხის მსახური" იქნება, რომელიც სავარაუდოდ მისთვის ყველაზე უფრო "ახლობელ" პარტიასთან, "ხმასთან" შეკრავს კოალიციას და მყარი უმრავლესობა ექნება.
ძალიან საინტერესო და ყურადღებამისაქცევია ის, თუ როგორ დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა (ყოველ შეთხვევაში, ერთი სტადია მაინც) - მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.
დაბალი, უფრო სწორად პრაქტიკულად მხარდაჭერის არქონას ზოგიერთი იმით ხსნის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის დრო არ რჩებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მის პარტიას და არც მას დიდი მხარდაჭერა არც ჰქონია. იხილეთ ვრცლად 327 შეფასება არ არის
|