შოუბიზნესი ახალი კლიპი, ქართულ მუსიკალურ სივრცეში, დებიუტანტი ნინა კოტრიკაძისგან 2020, 15 იანვარი, 23:09 15 იანვარს კინოთეატრ „კავეა გალერეაში“, ქართველი დებიუტანტი შემსრულებლის 19 წლის ნინა კოტრიკაძის კლიპის პრემიერა გაიმართა, რომელიც კაკი ბოლქვაძის სიმღერაზე, ბესო კვარაცხელიას რეჟისორობით გადაიღეს. მოწვეულ სტუმრებს შორის რთული იყო ვერ შეგენიშნა ცნობილი სახეები, ქალბატონი ნინო ლომთათიძე (ლელა წურწუმიას დედა) რომელიც თავისი არისტოკრატული ვიზუალით გამოირჩეოდა, სოფო ბედია როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ტრადიციულად მას თან ახლდა მეუღლე მიშა მესხი, - ეს უკანასკნელი ემოციურ დებატებში იყო ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძესთან და თემა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ არა ქართული შოუ-ბიზნესი, არამედ ორივე მამაკაცისთვის საერთო პრობლემა - თმა, თმის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები იყო. სოფომ პრეზენტაციამდე ჩუმად გაგვიმხილა თავისი დადებითი შთაბეჭდილებები კლიპის შესახებ, რამაც თავიდანვე პოზიტიურად განგვაწყო და მოლოდინი უფრო მეტად სასიამოვნო გახადა. რაც შეეხება დებიუტანტ მომღერალს ნინა კოტრიკაძეს, თუკი მის გამოუცდელობას და ასაკს გავითვალისწინებთ, არც მის მიმართ ვიქნები ძალიან კრიტიკული და ვიტყვი: ის ფაქტი, რომ დღევანდელი დროების გათვალისწინებით, როცა თინეიჯერ გოგონას, სურვილი უჩნდება რაღაც ქართული შექმნას, იმღეროს ქართული სიმღერა და კლიპიც კი, გადაიღოს - ეს უკვე დასაფასებელია. გამოცდილება კი, დროის ფაქტორია, რადგან აშკარაა, რომ ახალგაზრდა მომღერალს, რომელიც თავად მუსიკის და ტექსტის ავტორის, კაკი ბიოლქვაძის მოსწავლეა - დიდი მონდომება და შრომისუნარიანობა ემჩნევა. წარმატებები ნინის. ავტორი ლელა ფაჩულია 93 1-ს მოსწონს
|