x
image
მანჩო 777
მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული დამწერლობაც მოხვდა
მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართულიც მოხვდა და ის ამ სიაში მესამე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, რომელიც ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის და ერთგვარ პოლიტიკურ შეფასებასაც აკეთებს .




image



აი, რას ვკითხულობთ სტატიაში:

დამწერლობის წარმოშობიდან, ანუ ქრისტეშობამდე დაახლოებით 2000 წლიდან დღემდე, უამრავი დამწერლობა განვითარდა და განადგურდა. ამის კლასიკური მაგალითია ეგვიპტური, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია სახელგანთქმული, ურთულესი იეროგლიფური დამწერლობით, რომლის მთელი სისრულით გაშიფვრა დღემდე ვერ შეძლეს მეცნიერებმა.


უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში ლათინური ანბანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოახერხა გზიდან ჩამოეცილებინა არაერთი სადამწერლობო სისტემა, თუმცა ორ მილიარდ ადამიანზე მეტი კვლავ სხვა დამწერლობას იყენებს, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახდენს დემონსტრირებას ულამაზესი ხელნაწერისა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ ესთეტიკურად ყველაზე მიმზიდველ დამწერლობას.



1. ბირმული (მიანმური) – ბირმული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის მომაჯადოებელ ხელწერას უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, ვიდრე ესთეტიკური: ძველად წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხეოდა. შესაბამისად ასოებსაც მოსახერხებელი ფორმა მისცეს.



image



მართალია, ბირმული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი და ნაწილობრივ ლათინური დამწერლობაც. მიანმა, რომელსაც აქამდე შეზღუდული ჰქონდა საგარეო ტურიზმი, სულ ცოტა ხნის წინ გახსნა საზღვრები დამთვალიერებლებისათვის და დატოვა მცირე ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, სადაც ვერსად ვერ ნახავთ “კოკა-კოლას” ბილბორდებს (ამ სიაში ჯერჯერობით მყარად დგას ჩრდილოეთ კორეა და კუბა).


2. სინგალური (შრი ლანკა)


ცეილონური ანუ სინგალური ენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა (ერთეული, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ჟღერადობებს განასხვავებს და სამეტყველო ბგერის სახით აღიქმება. ყოველ ფონემას, ჩვეულებრივ, ერთი (ზოგჯერ ორი ან რამდენიმე) სამეტყელო ბგერა შეესაბამება. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გვაქვს 33 სხვადასხვა ფონემა, რომელიც შეესაბამება 33 სხვადასხვა ასოთი აღნიშნულ სამეტყველო ბგერას) გააჩნია, თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 მათგანი გამოიყენება. ეს ენა დღესაც ისწავლება ბუდისტურ მონასტრებსა და სკოლებში. ის შრი-ლანკის 21 მილიონიანი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტის მშობლიური ენაა.



image


ჩაკეტილი გეოგრაფიული მდებარეობა ცეილონურ დამწერლობას დიდ საფრთხეს უქმნის, თუმცა, მიუხედავად მისი გამოყენებადობის შემცირებისა, იგი სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს გაძლებს.



3. ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის მცირე ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს, რომელთაც რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები ემუქრება.



image



უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევრის ანექსია მოახდინა. გარდა ამისა, გამუდმებით მიმდინარეობს ზეწოლა მისი სხვა ტერიტორიების მისათვისებლად. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ქართული ანბანი მეტად დახვეწილია და ელეგანტური. იგი არაბულ დამწერლობასაც წააგავს ბავშვური უბრალოებით და მომრგვალებული ფორმებით.



4. ტაგალური (ფილიპინები) – ტაგალური, რომელიც ინდო-ევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს, ფილიპინებში ჯერ კიდევ ესპანელების ჩამოსვლამდე დომინირებდა. კოლონიზაციამ თავდაპირველად მხოლოდ მცირედით შეცვალა ის.



image


თუ ადრე ასოები ქვემოდან ზემოთ მიმართული იწერებოდა, შემდგომში უკვე მარცხნიდან მარჯვნივ ხდებოდა წერა და შესაბამისად სიმბოლოები 90 გრადუსით შემობრუნდა. შემდგომში კი ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა უძველეს ტაგალურ დამწერლობას.

ტაგალური ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, ისიც მალე გაიზიარებს იმ 120 ადგილობრივი დიალექტის ბედს, რომლებიც თანდათან სრულად მიივიწყა ქვეყნის მოსახლეობამ.



5. ჰანაკარაკა (ინდონეზია) – ჰანაკარაკა თავდაპირველად ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩამოყალიბდა, შემდგომში კი იგი მეზობლად არსებულ კუნძულებზეც გავრცელდა. ბეჭდური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, ხელისუფლებამ მრავალჯერ სცადა ანბანის სტანდარტიზაცია მე-19-20 საუკუნეებში. თუმცა, ამ მცდელობებს ხელი იაპონიის ოკუპაციამ შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დროს, რის შემდეგაც ჰანაკარაკას გამოყენება აიკრძალა.



image



მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ უნიკალური დამწერლობის შენარჩუნება საგზაო ნიშნებზე დაწერითა და სკოლებში მისი სწავლების შემოღებით სცადა, იგი მაინც ნელ-ნელა შეავიწროვა და ჩაანაცვლა ლათინურმა სისტემამ. ასე რომ, თუ გსურთ ჰანაკარაკას ორიგინალ დამწერლობას პირადად გაეცნოთ, ამისათვის ჯაკარტაში გაფრენა მოგიწევთ, თუმცა უნდა იჩქაროთ, სანამ გვიანი არ არის და ეს ძველისძველი დამწერლობა ჯერ კიდევ არსებობს.



4
944
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
944
  
2020, 16 იანვარი, 1:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 იანვარი, 12:52
გადაბმული ასოებით სიტყვა ,,იესოს,, ჯვრის ფორმა აქვს...
2020, 15 იანვარი, 11:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი გურგენაშვილი-ის კომენტარზე
2020, 15 იანვარი, 9:39
ჩვენი დამწერლობა მხოლოდ პირველ ადგილს იმსახურებს, მარტო გადაბმული ასოებით წერა რამდენად ლამაზია...
0 1 4