ასტროლოგია 2020 წლის სრული ჰოროსკოპი სასწორებისთვის: სიყვარული, კარიერა, ჯანმრთელობა 2020, 12 იანვარი, 18:01 ![]() გაზაფხული კარგ განწყობას და შთაგონებას გპირდებათ, რათა ენთუზიაზმით შეუდგეთ საქმეს და გარშემომყოფებს უჩვენოთ, თუ რა შეგიძლიათ. იქნება მომენტები, როცა მოგეჩვენებათ, რომ ნერვები ვერ გაგიძლებთ, მაგრამ უნდა შეეცადოთ და თავი ხელში აიყვანოთ. გახსოვდეთ: რაც უფრო მეტ ძალისხმევას მოახმართ საქმეს, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება წლის ბოლოს მიღებული შედეგი. ზაფხულში ყველაფერი შეიცვლება და საკმარისი დრო გექნებათ ახლობლებისთვის და ოჯახისთვის. გირჩევთ ზაფხულში იაქტიუროთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად გამოჩნდეთ. ასე ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. შემოდგომით უფრო უნდა გააქტიურდეთ და კონკურენტებს დაუმტკიცოთ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ. მოგიწევთ ისევ დიდი დრო დაუთმოთ სამსახურს. წლის ბოლოს კი ისღა დაგრჩენიათ, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით დატკბეთ და თავისუფალი დრო იმას მოახმაროთ რაც გიტაცებთ. 2020 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ![]() 2020 წლის სასიყვარულო ცხოვრება სასწორებისთვის კაშკაშა ფერებით იქნება სავსე, თუმცა, ამავე დროს, ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებითაც. ყველაფერი ერთმანეთშია არეული: სინაზე და უხეშობა, სიყვარული და სიძულვილი, მიზიდულობა და გულგრილობა... ასეთ ქარიშხალში ყველაზე მოზომილი სასწორიც კი ვერ შეძლებს თავის შეკავებას. უსიამოვნებები სასიყვარულო სფეროში ზაფხულის ბოლომდე გასტანს. აგვისტოში კი უკვე ნათელი იქნება, რომელმა წყვილებმა გაუძლეს განსაცდელს და რომელმა-ვერა. დიდი ალბათობით, სასწორების უმრავლესობას ზაფხულის ბოლო სწორედ განშორებით დაამახსოვრდება. შემოდგომით სასწორებს ექსპერიმენტის სურვილი შეიპყრობთ. თავისუფალ სასწორებს შეუძლიათ თამამად გარისკონ. აი, დაოჯახებულებს კი ჰოროსკოპი ურჩევს მსგავსი ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავონ და მხოლოდ პარტნიორთან ურთიერთობას დასჯერდნენ. 2020 წლის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ![]() გაზაფხულის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა დაღლილობა იგრძნოთ, ამიტომ ამ პერიოდში პატარა შვებულება არ გაწყენდათ. ზაფხული მშვიდად ჩაივლის, შემოდგომის მოსვლასთან ერთად კი იზრდება გაციების და გრიპის რისკი. ამიტომ, წინასწარვე იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, იკვებეთ ჯანსაღად და პატარა შვებულება შემოდგომითაც მოიწყეთ. 2020 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ![]() შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და პატიოსნება!-აი, ის სამი პრინციპი, რაც 2020 წელს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. კატეგორიულად გეკრძალებათ ეშმაკობა და სხვა ადამიანების გამოყენება. თეთრი თაგვი სწორედ რომ პატიოსან მოთამაშეებს სწყალობს. 2020 წელს ნამდვილად ვერ გამდიდრდებით, თუმცა, ყველაფერი, რასაც ამ წელს აკეთებთ სამომავლოდ ჩადებული ინვესტიციაა, რომელიც დიდ წარმატებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, ცხოვრებისგან საუკეთესოს ის მიიღებს, ვისაც მოთმენის უნარი აქვს. 2020 წლის კარიერული ჰოროსკოპი ![]() თეთრი ვირთხის წელს ყველა შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ დაწინაურდეთ ან ახალი სამსახური მოძებნოთ. თუმცა, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.უნდა გამოიმუშაოთ ახალი ფსიქოლოგიური და სამუშაო უნარები. ისწავლეთ საკუთარი თავის ნდობა და ნუ ხართ სხვების აზრზე მეტისმეტად დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით მანიპულატორები და თაღლითები ისარგებლებენ. ზოგადად, 2020 წელი სასწორებისთვის პოზიტიური წელია. ასე რომ, დატკბით ცხოვრებით! 210 შეფასება არ არის
|