x
დანიელ და ეზრა წინასწარმეტყველნი, ბოლო ჟამის უკანასკნელ იმპერიაზე, მეოთხე მხეცი
image
“დანიელ და ეზრა წინასწარმეტყველნი, ბოლო ჟამის უკანასკნელ იმპერიაზე, მეოთხე მხეცი".
წერილის ავტორი: დანიელ სავანელი.
ნაწილი პირველი.
დანიელ წინასწარმეტყველის მეოთხე მხეცი, მეოთხე სამეფო, უკანასკნელი იმპერია.
განვიხილოთ, იმპერიათა ბოლო ჟამის, იმპერიათა უკანასკნელი ვადის, ყველაზე დიდ, ყველაზე სისხლიან და ყველაზე საშინელ მეოთხე მხეცში, მეოთხე სამეფოში, მსოფლიოს უდიდესს მეოთხე იმპერიაში, რას უნდა გულისხმობდეს დანიელ წინასწარმეტყველი. თავდაპირველად მსოფლიოს ამ უდიდესს იმპერიათა და ამ მეოთხე იმპერიის თაობაზე, ბაბილონის იმპერიის მეფის ნაბუქოდონოსორის სიზმრის განხილვისას, დანიელ წინასწარმეტყველმა, მეთუნის თიხის ფეხებიანი კერპისა და კოლოსის, ნამდვილი მნიშვნელობა, მეფე ნაბუქოდონოსორს განუმარტა. დანიელი თ.2 "მ.32 ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები -- ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები -- სპილენძისა. მ.33 წვივები -- რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინისა, ნაწილობრივ -- თიხისა. მ.34 შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.". ძვ. აღთქმის დანიელის წიგნის მეორე თავის მიხედვით, დანიელმა იწინასწარმეტყველა, ბაბილონის იმპერიის ეპოქიდან, იმპერიათა ბოლო ჟამამდე, დანიელისვე სიტყვებით - ყველასგან გამორჩეული, თავისივე ეპოქაში დომინანტი, მსოფლიოს ოთხი იმპერიის აღზევება და დაცემა. კერპის თავი, რომელიც სუფთა ოქროსი იყო, შეესაბამება ბაბილონის იმპერიას ანუ პირველ იმპერიას. კერპის მკერდი და ხელები -- რომელიც ვერცხლისა იყო, შეესაბამება მიდო-სპარსეთის იმპერიას ანუ მეორე იმპერიას. მუცელი და ბარძაყები -- კერპს სპილენძისა ჰქონდა, რომელიც შეესაბამება ბერძნულ - ასევე რომის - და შემდგომ ბიზანტიის იმპერიას ანუ მესამე იმპერიას. კერპის წვივები -- რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინისა, ნაწილობრივ -- თიხისა, შეესაბამება ცარისტული რუსეთის - ასევე სსრკ-ს - და შემდგომ თანამედროვე რუსეთის იმპერიას ანუ მეოთხე იმპერიას. დანიელის ამავე მეორე თავის 44-ე მუხლში, დანიელი ახსენებს პირობითად ახალ იდეალურ სამეფოს, ეკლესიის მამების მიერ, ქრისტიანულ ლიტერატურაში, დანიელის მიერ აღწერილ, მეხუთე სამეფოდ წოდებულს. იოანეს აპოკალიფსის მიხედვით ამ პირობითად დანიელის ე. წ. მეხუთე სამეფოს პერიოდს, მეტაფორულად დედამიწაზე ქრისტეს მეფობის ოქროს ათასწლეული ეწოდება, იგივე საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის ათასწლეულის ეპოქა. მოგვიანებით, დანიელი ასევე თავად ნახულობს ხილვას, ოთხი მსოფლიო იმპერიული მხეცის შესახებ, რომელიც დანიელის წიგნის მეშვიდე თავშია გადმოცემული, ამავე ხილვის ღვთის ანგელოზის მიერ, სულიერ განმარტებასთან ერთად. დანიელის მიერ ხილვით ნანახი ოთხი მხეცი, ოთხი სამეფო, შეესაბამება თავისივე ისტორიულ და იმპერიულ ეპოქებში, ყველასაგან გამორჩეულ და დომინანტ, ოთხ მსოფლიო იმპერიას, დანიელისვე ისტორიული ეპოქიდან, იმპერიათა უკანასკნელ ვადამდე, იმპერიათა უკანასკნელ ჟამამდე, მეოთხე მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის, ბოლო ჟამამდე.
პირველი მხეცი, პირველი სამეფო, იყო დანიელის ეპოქის თანამედროვე, ბაბილონის იმპერია. დანიელი თავად ბაბილონის მეფის კარზე მოღვაწეობდა, როგორც წინასწარმეტყველი. მიდიელთა და სპარსელთა მიერ ბაბილონის დამხობის შემდგომ, ახლო აღმოსავლეთში და შუამდინარეთში, მიდო-სპარსეთი გაბატონდა და ამიტომაც მეორე მხეცად, მეორე სამეფოდ, მოგვევლინა მიდო-სპარსეთი. მიდო-სპარსეთის ჰეგემონია დაემხო, ალექსანდრე მაკედონელის მიერ, რომელმაც მიდო-სპარსეთისა და ბაბილონის გარდა, სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისათვის, თითქმის მთელი აღმოსავლეთით მდებარე, მათთვის ცნობილი მსოფლიო. მესამე მხეცად, მესამე მსოფლიო სამეფოდ ალექსანდრე მაკედონელის მიერ საფუძველ-ჩაყრილი იმპერია მოგვევლინა. მაკედონელის იმპერია მალევე ოთხ ქვეყნად დაიშალა, თუმცა რომმა ყველა ეს ქვეყანა დაიპყრო და მესამე სამეფოდ, რომის იმპერია მოგვევლინა ანუ დანიელის მესამე მხეცის როლი, მესამე სამეფოს მისია, მაკედონელისა და ბერძნების იმპერიისგან, რომზე გადავიდა და რომმა შეასრულა. შემდგომ რომის იმპერია ორ ნაწილად დაიყო, დასავლეთ რომის იმპერიად და აღმოსავლეთ ანუ ბიზანტიის იმპერიად. რომის დაცემის შემდეგ, მესამე მხეცის, მესამე სამეფოს მისიას, ბიზანტიის იმპერია ასრულებდა. 1453წ. თურქების მიერ კონსანტინოპოლის აღების შემდეგ, ბიზანტიის იმპერიამ და დანიელის მესამე სამეფომ შეწყვიტა არსებობა. მაშასადამე დანიელის მესამე სამეფო, ასე განისაზღვრა: ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიური იმპერია. ასი წლის შემდეგ, 1547წ. ივანე მრისხანემ რუსეთი გააერთიანა და გამოჩნდა მსოფლიოზე გაბატონობის, ახალი მსურველი და ახალი მსხვილი მოთამაშე რუსეთი. სწორედ ივანე მრისხანეს დროიდან უჩნდება რუსეთს, მსოფლიოზე ბატონობის ამბიციები. ამავე პერიოდში რუსეთში საყოველთაო აღიარება ჰპოვა “მესამე რომის კონცეფციამ” ანუ მოსკოვი არის “მესამე რომი”. ამით რუსეთის მსოფლიო ბატონობის ამბიციები, რელიგიური საბურველითაც გაამყარეს. მოსკოვი როგორც “მესამე რომი”, ამ იდეის ავტორი იყო ფსკოველი ბერი ფილოფე, მან ივანე მრისხანეს მამას, დიდ მთავარს ვასილი მესამეს, წერილი მისწერა: “ყურად იღე მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი — მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება.”. ალბათ ბერმა ფილოფემ, თავისი სურვილი, ვარაუდით გამოხატა. შემდგომ ასე გამოვიდა რომ, მეოთხე რომი, მართლაც აღარ იქნება და ჩემის მხრიდან დავამატებ, რომ რუსეთის იმპერია მართლაც უკანასკნელი იმპერიაა. სწორედ დანიელის მეოთხე მხეცად, მეოთხე სამეფოდ რუსეთის იმპერია მოგვევლინა, რომელიც თვით ბოლო ჟამამდე დარჩებოდა იმპერიად, ასე იყო ნაწინასწარმეტყველები. ამ იმპერიის არსებობა, პირობითად სამ ეტაპად იყოფა, ცარისტული რუსეთი-სსრკ-თანამედროვე რუსეთი. სსრკ-ს დაშლის შემდგომაც კი, თანამედროვე რუსეთის ძალმომრეობითი იმპერია, ტერიტორიულად დღემდე, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესს იმპერიად გვევლინება. საბჭოთა იმპერია კი, თანამედროვე რუსეთის ძალმომრეობით იმპერიასთან ერთად, როგორც დანიელთან და იოანესთან, ზუსტად არის ნახსენები და დახასიათებული, ტერიტორიულად მსოფლიოს ყველაზე დიდ, ყველაზე საშინელ და ყველაზე სისხლიან იმპერიად გვევლინება.
მაშასადამე დანიელის ოთხი მხეცი, ოთხი იმპერია, შემდეგნაირად განიმარტება: პირველი მხეცი, რომელიც დანიელის ხილვაში ლომს ჰგავდა შეესაბამება--ბაბილონის იმპერიას. მეორე მხეცი, რომელიც დათვს ჰგავდა შეესაბამება--მიდო-სპარსეთს ანუ მიდიისა და სპარსეთის იმპერიას. მესამე მხეცი, რომელიც ავაზის მსგავსი იყო შეესაბამება--მაკედონელის ბერძნულ იმპერიას-შემდგომ რომის იმპერიას-შემდგომ ბიზანტიის იმპერიას. მეოთხე მხეცი, ყველაზე საშინელი მხეცი-ურჩხული შეესაბამება--რუსეთის ცარისტულ იმპერიას-სსრკ-ს-შემდგომ თანამედროვე რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას. ბიბლიის დანიელის წიგნის, პირველი ქრისტიანი კომენტატორები, დანიელის მეოთხე მხეცად, რომის იმპერიას აღიქვამდნენ, ათ რქად კი, რომის იმპერიის ათ კონკრეტულ იმპერატორს. თუმცა არც რომის ათ იმპერატორზე დასრულდა იმპერია და მითუმეტესს რომ, მომავალში რომის იმპერატორთა რაოდენობა რამოდენიმე ათეულით გაიზარდა. არც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, არ დასრულებულა მსოფლიო იმპერიების წარმოშობა, არც საყოველთაო მშვიდობა და კეთილდღეობა, დამდგარა დედამიწაზე და არც ქრისტიანთა საბოლოო დევნა არ შეწყვეტილა დედამიწაზე. რომის იმპერიის, დანიელის მეოთხე სამეფოსთან იდენტურობის, ეს კონცეფცია ქრისტიანი სწავლულების უმრავლესობის მიერ საბოლოოდ უარყოფილი იქნა. ასევე აბსოლიტურ სიყალბეა, ვიღაცეების მიერ კათოლიკური ეკლესიის და ვატიკანის დანიელის მეოთხე სამეფოდ გამოცხადების, ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და დანიელის წიგნის, კონტექსტიდან ამოღებული სრულიად ყალბი მცდელობანი. ძირითადად ასევე რითი განსხვავდება, ეს დანიელის წიგნში აღწერილი ოთხი სამეფო ანუ ოთხი იმპერია, სხვა დიდი იმპერიებისაგან. პირველი ის რომ, მათი ბატონობა აუცილებლად მოიცავდა, განსაკუთრებით პირველი სამი მხეცის, ახლო აღმოსავლეთს და შუამდინარეთს. არც ის არ არის შემთხვევითი, რომ დღესაც, მეოთხე მხეცის დღევანდელმა მმართველმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილო ბაბილონეთში, თანამედროვე სირიაში პირ-სისხლიანი დიქტატორის რეჟიმი კვლავ გაამყარა და ამ სისხლიან პროცესებში მნიშვნელოვან უარყოფით როლს თამაშობს. მეორე ნიშანი, ეს იმპერიები თავისივე ეპოქებში, ყველაზე გავლენიან და დომინანტ იმპერიებს წარმოადგენდნენ. მესამე ნიშანი, თავისივე ეპოქებში ტერიტორიულადაც სხვებზე დიდები იყვნენ, ხოლო მეოთხე მხეცი სსრკ-რუსეთი ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უდიდესს იმპერიას წარმოადგენს. მეოთხე ნიშანი, ამ იმპერიებს სხვებისაგან განსხვავებით, ასწლეულობით თაობიდან თაობამდე, არა სახელით და ფორმალურად, არამედ რეალურად ეჭირათ, თავიანთივე არსებულ ეპოქებში მსოფლიოში დომინანტი პოზიცია.
კაცობრიობის ისტორიის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი, იოანე მოციქული თავის აპოკალიფსში და დანიელ წინასწარმეტველი თავის წიგნში, ერთი და იგივე, მსოფლიოს უკანასკნელ იმპერიაზე საუბრობენ. ორივე მათგანი, თავის წინასწარმეტყველებაში კაცობრიობის ისტორიაში, ქვეყნებს შორის ომების ბოლო ჟამსა და მსოფლიოს იმპერიათა ბოლო ჟამზე წერენ. შინაარსობრივადაც თუ განვიხილავთ, იმდენი საერთო მომენტებია, უეჭველია, რომ იოანეს აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, - დანიელის ასევე ათრქიანი მეოთხე მხეცი, - ათი რქის მქონე მეოთხე სამეფო, რა თქმა უნდა ერთი და იგივეა. აპოკალიფსური იმპერიის მთავარი მოვლენები, აპოკალიფსის მიხედვით, დაიწყო 1917 წელს რუსეთის ბოლშევიკურ-კომუნისტური რევოლუციით. საბჭოთა იმპერია 1991 წელს დაიშალა, მაგრამ რუსეთის მოდერნიზებული იმპერია დღემდე განაგრძობს არსებობას, რომელიც უახლოეს წლებში დამარცხდება ცივილიზაციასთან, თავისუფლებასთან და სიკეთესთან ბრძოლაში. ბაბილონის დანგრევა და დაცემა აპოკალიფსში ნიშნავს, რუსეთის იმპერიასთან ერთად და მის პარალერულად ყველა ტოტალიტარული და სისხლიანი რეჟიმების დამხობას და დაცემას. უფლის ანგელოზი, გაითვალისწინებს რა, ეზრა წინასწარმეტყველის მიერ, ბიბლიის წიგნებზე მრავალწლიან თავგამოდებულ მუშაობას და მის ცნობისმოყვარეობას, რათა ამოეხსნა დანიელის ათრქიანი მეოთხე მხეცის საიდუმლო, იგი ეზრას უფრო დეტალურად განუმარტავს, ამ წინასწარმეტყველების შესახებ. რასაც შემდგომ, ქვემოთ განვიხილავთ.
ეხლა გავეცნოთ, ბოლო ჟამის, ბოლო ყველაზე დიდ და საშინელ უკანასკნელ იმპერიაზე, რას ამბობს დანიელი წინასწარმეტყველი.
დანიელ წინასწარმეტყველი, თ.7: " მ.3 ზღვიდან ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა. მ.4 პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. .... მ.5 აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა. .... მ.6 შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა .....
მ.7 ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
მ.8 მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
მ.9 ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
მ.10 მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
მ.11 მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
მ.12 დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
მ.13 ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
მ.14 მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.
მ.15 შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.
მ.16 მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა.
მ.17 ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.
მ.18 შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.
მ.19 მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.
მ.20 მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.
მ.21 მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,
მ.22 სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.
მ.23 მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.
მ.24 ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.
მ.25 უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.
მ.26 შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.
მ.27 მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.
მ.28 აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.". (დანიელი თ.7 მ.3--28).
დანიელი, თ.7 “მ.7 ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.”. მეოთხე მხეცი, სსრკ-რუსეთი, მართლაც ყველასგან გამორჩეული, ყველაზე დიდი და ყველაზე სისხლიანი იმპერიაა. ამიტომაც იოანემაც და დანიელმაც, თავის წინასწარმეტყველობებში, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ეპოქა აღწერეს. ბოლშევიკურ-კომუნისტური რევოლუციის შემდგომ, სამოქალაქო ომისა და წითელი ტერორის შედეგად 1917-1922წწ. ლენინის რეალური მმართველობის დროს, დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. სტალინის ეპოქაში კი, სიცოცხლე მოუსწრაფეს ათეულ მილიონობით ადამიანს. სტალინის პოლიტიკის წყალობით, ბოლშევიკების ხელშეწყობით უკრაინაში გამოწვეული შიმშილობის დროს 1932-1933წწ. დაიღუპა 8 მილიონამდე ადამიანი, დამატებით 2 მილიონი კი, ასევე შიმშილობით დაიღუპა მომიჯნავე რეგიონებში. მილიონობით ადამიანი იყო რეპრესირებული და საბჭოთა გულაგებში იხდიდა სასჯელს. ზოგადად რეპრესირებული იყო 30 მილიონი ადამიანი: მათ შორის დახვრიტეს 7 მილიონი, დამატებით 6 მილიონი გადასახლებებში და გულაგებში გარდაიცვალა. ე. ი. სტალინის ეპოქამ შეიწირა 23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. საბჭოთა იმპერია კი, დედამიწის ხმელეთის 1/6-ზე იყო გადაჭიმული. განვიხილოთ სსრკ-რუსეთის ეპოქა, დანიელის მეოთხე სამეფოს, ათი რქა, ათი მეფე, ათი მტარვალ-დიქტატორი: პირველი რქა-ვლადიმერ(666) ლენინი, მეორე რქა-იოსებ სტალინი, მესამე რქა-გიორგი მალენკოვი, მეოთხე რქა-ნიკიტა ხრუშჩოვი, მეხუთე რქა-ლეონიდ ბრეჟნევი, მეექვსე რქა-იური ანდროპოვი, მეშვიდე რქა-კონსტანტინ ჩერნენკო, მერვე რქა-მიხეილ გორბაჩოვი, აქ 1991წ. დაინგრა სსრკ, მეოთხე მხეცმა, რუსეთის იმპერიის სახით განაგრძო არსებობა, მეცხრე რქა-ბორის ელცინი, მეათე რქა-ვლადიმერ(666) პუტინი. 2004-2008წწ. მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი კი პრემიერ მინისტრი, მათ მხოლოდ ოთხი წლით, ადგილები დროებით გაცვალეს, ქვეყანას მაინც პუტინი მართავდა. ამიტომაც, დანიელის მეოთხე სამეფო, მაინც ათი რქით გამოისახება, დანიელის მიერ ნანახ ხილვაში. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის იმპერიის ბოლო იმპერატორი გამოდის. ამის შემდგომ, საუკეთესო შემთხვევაში რუსეთი უნდა გახდეს, ევრო-კავშირის მსგავსი ცივილური ქვეყანა. მათთვის უარეს შემთხვევაში კი, უნდა გაგრძელდეს რუსეთის დაშლა. ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მთლიანობას, სწორედ ჩრდილო კავკასიის რეგიონში და თათრეთის რესპუბლიკაში ემუქრება.
"მ.12 დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.".
ეს მუხლი ალეგორიულად, იმას ნიშნავს, რომ როცა "დაემხობა" რუსეთის დიქტატორული რეჟიმი და თავად რუსეთის იმპერიაც ანუ რუსეთი როცა დაადგება, თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას, ამავე დროს უარს იტყვის იმპერიულ ამბიციებზე და შეუერთდება მსოფლიო თანამეგობრობას, მანამდეც, მერეც და მასთან ერთად პარალელურ რეჟიმში, რუსეთის იმპერიული რეჟიმის დამარცხებას მოჰყვება, იმ არადემოკრატიული და ტოტალიტარული, დიქტატორული და ტირანიული რეჟიმების დამხობაც, რომელებსაც დღეს რუსეთის იმპერია პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აქეზებს და ზურგს უმაგრებს, დასავლეთის წინააღმდეგ. "დანარჩენ მხეცებში", რომლებსაც ძალაუფლება თანდათან წაერთმევათ, მეტაფორულად და ხატოვნად, სხვა არადემოკრატიული ქვეყნები და მათი დიქტატორული რეჟიმები იგულისხმება.
"მ.17 ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება. მ.18 შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე. მ.19 მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა. მ.20 მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა. მ.21 მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ, მ.22 სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ. მ.23 მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას. მ.24 ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.".
მე-17-ე მუხლი გვეუბნება, რომ ოთხი მხეცი, ოთხი სამეფო, ოთხი იმპერიაა. მე-18-ე და 22-ე მუხლებში ალეგორიულად და მეტაფორულად, მეხუთე სამეფოზეა ლაპარაკი, იგულისხმება იოანეს "ოქროს ათასწლეულის" ეპოქა. მე-19-ე და 23-ე მუხლებში კვლავ, მსოფლიოს უდიდესს და უსაშინლეს, მეოთხე მხეცზე ანუ საბჭოთა იმპერიაზეა ლაპარაკი. მე-20-ე და 24-ე მუხლების პირველ ნაწილში, ამ იმპერიის ათ რქაზე, ათ მმართველ-დიქტატორზეა ლაპარაკი. 21-ე მუხლზე, ასევე მე-20-ე და 23-ე მუხლების მეორე ნაწილზე კი, ქვემოთ გვექნება საგანგებოდ განსაკუთრებული საუბარი.
დანიელი “თ.7 მ.8 მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა...... მ.11 მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. მ.12 დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ........”. თუ მხოლოდ ამ მუხლებს გავითვალისწინებთ, მუხლი 24-ის გარეშე, მაშინ მერვე მუხლი გვაფიქრებინებს, რომ თითქოს სტალინზეა ლაპარაკი. ლენინის სიცოცხლის ბოლო პერიოდში და ლენინის გარდაცვალების მერეც ცოტა ხნით, ქვეყანას სტალინ-ზინოვიევის ტანდემი და ტროცკი განაგებდნენ. მართლაც მეორე რქამ სტალინმა, სანამ აბსოლიტურ მმართველობას ხელში აიღებდა, მეტაფორულად, რომ ვთქვათ, სამი რქა ამოაგდო, სამი რქა ჩამოაშორა სსრკ-ს მმართველობას და ბოლშევიკურ ელიტას. თავად პირველ რქას ლენინს, სიცოცხლეშივე ჩამოართვა მმართველობა, რადგან ლენინი მძიმედ იყო დაავადებული და ქვეყნის ხელმძღვანელობა აღარ შეეძლო, მანვე ჩამოიშორა, სსრკ-ს მმართველი ელიტიდან, რევოლუციისა და ბოლშევიკების მეორე აღიარებული ლიდერი ლევ ტროცკი, შემდეგ მანვე ჩამოართვა მართვის სადავეები ზინოვიევს. ამით სტალინმა სამი რქა ჩამოიშორა, აქედან ორი ტროცკი და ზინოვიევი, დანიელის ათ რქაში არ შედის, რადგანაც სსრკ-ს ერთპიროვნული მმართველი-ლიდერები არ ყოფილან. მუხლი მე-11-ე გვეუბნება, მოკლული იქნებაო მხეცი და სხვებისაგან განსხვავებით, მის გვამს დაწვავენო. მართლაც შესრულდა, მე-11-ე მუხლი, რადგანაც სიცოცხლის ბოლოს სტალინი, მართლაც მოწამლეს ხრუშჩოვის ორგანიზებით, მისი გვამი კი, მოგვიანებით ლენინის მავზოლეუნიდან გამოიტანეს და სსრკ-ს სხვა ბელადებისაგან განსხვავებით მართლაც დაწვეს. მე-12-ე მუხლი მეტაფორულად, სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით არის გადმოცემული.
“მ.20 მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.”. მე-20-ე მუხლი ამპარტავნულად მოლაპარაკე, ზემოთ აღნიშნული რეალურად მეორე რქის გამო ამბობს, რომ ის სხვებზე დიდი შეიქმნებაო, მართლაც, სტალინის დროს, სსრკ-ი ყველაზე გრანდიოზულ იმპერიად ჩამოყალიბდა, თავად სსრკ-ის ზეგავლენა და მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგია, თანდათანობით ხმელეთის მესამედზე გავრცელდა. საგანგებოდ განვიხილოთ ის მუხლები, სადაც დანიელისვე თხოვნით, უფლის ანგელოზი სპეციალურად განუმარტავს დანიელს, ამ ხილვის რეალურ მნიშვნელობას. “მ.24 ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს. მ.25 უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო. მ.26 შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს. ”. განვიხილოთ 24-ე მუხლი, ყველაზე სადავო მუხლი. მე-8-ე და მე-11-ე მუხლებში შინაარსობრივად, თითქოს ერთი და იგივე პიროვნებაზეა ლაპარაკი, ლიტერატურულად ასეც უნდა იყოს, თუმცა 24-ე მუხლი შინაარსობრივად მაინც განსხვავდება მე-8-ე და მე-11-ე მუხლებთან, სადაც სტალინზეა ლაპარაკი, თუმცა 25-ე მუხლი ლენინს უფრო ეკუთვნის.
25-ე მუხლი მთლიანად ლენინს ეხება, ლენინმა დაამყარა ტოტალური წითელი, სისხლიანი ტერორი, ლენინმა იქადაგა აგრესიულ-რადიკალური ათეიზმი, ლენინის ბრძანებით დახოცეს ათეულ ათასობით სასულიერო პირი, დაანგრიეს ათასობით ეკლესია-მონასტერი, აკრძალეს რელიგიური ორგანიზაციები. "ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო". “დრო-დროთა-დროის ნახევარი”, “წელიწადი-წელიწადები-წელიწადის ნახევარი” ანუ იოანეს აპოკალიფსიდან “42” თვე ანუ სამწელიწადნახევარი, რომელიც იოანესთან, ლენინთან მიმართებაში იხმარება. როგორც ცნობილია, ტოტალური წითელი ტერორის დაწყებისას, ლენინი მძიმედ დაჭრეს, მაგრამ სასწაულად გადარჩა და ამის შემდგომ კიდევ “42 თვის” მანძილზე, სანამ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას, ჯანმრთელობისა და ფსიქიკის თანდათანობით სრულ შერყევამდე, კვლავ გაუგონრად გმობდა ღმერთს. სწორედ დაჭრიდან “42 თვის” შემდეგ ლენინს პირველმა ინსულტმა დაარტყა, რის შედეგადაც ნახევრად დაინვალიდდა და ფაქტიურად რეალური ძალაუფლება დაკარგა.
26-ე მუხლში კი, იმპერიის ბოლო ჟამზე და სიმბოლურად თითქოს მეთერთმეტე რქაზეა ლაპარაკი. თუმცა თუ მეათე რქა პუტინი, ასევე სიმბოლურად მეთერთმეტე რქაც არის, როგორც იოანეს აპოკალიფსის შემთხვევაში, მაშინ “დრო-ორი დრო (დროთა)-დროის ნახევარი”, პუტინის საპრეზიდენტო ვადებს უნდა ნიშნავდეს. აქ გაუგებრობას იწვევს 24-ე მუხლის ერთი აბზაცი, “მათ შემდეგ სხვა გამოვა”. ამ მუხლებს ლიტერატურული აზრით თუ გავიგებთ, აქ სიმბოლურად მე-11-ე რქაზეა ლაპარაკი, რომელსაც ეკლესიის მამებიც, დანიელის წიგნის მეოთხე სამეფოში მოსულ, უკანასკნელ ღვთისმგმობელ და მტარვალ მეფეს იგივე ანტიქრისტეს უწოდებენ. შესაძლებელია აქ თარგმანის შეცდომა იყოს და მრავლობითის ნაცვლად, მხოლობით ფორმა იყოს და იგულისხმებოდეს “მის შემდეგ (ან მას შემდეგ) სხვა გამოვა, რომელიც განსხვევებული იქნება პირვანდელისგან” ანუ მხოლობითი ფორმა იყოს და იგულისხმებოდეს ლენინის შემდეგ სტალინი ანუ ლენინის შემდეგ, ახალი მტარვალ-დიქტატორის სტალინის გამეფებაზე იყოს ლაპარაკი.
თუ იოანეს აპოკალიფსურ, შვიდთავიან და ათრქიან მხეცის იმპერიას შევადარებთ, იოანესაც აქვს ეს სიმბოლურად მეთერთმეტე რქა, რადგანაც “მეშვიდე თავი მოვაო და ცოტა ხანს დარჩებაო, მხეცი რომელიც იყოო და ერთხანს არ იყოო, მერვეა შვიდთა რიცხვიდანო”. ცოტა ხნით მოსული მეშვიდე თავი და მეათე რქა პუტინია, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სიმბოლურად მერვე თავად და სიმბოლურადვე მეთერთმეტე რქადაც შეიქმნა. ამიტომაც შესაძლოა დანიელის ამ მუხლშიც, პუტინზე იყოს ლაპარაკი. სრულიად არც ის უნდა გამოვრიცხათ, რომ პუტინის მმართველობის ბოლოს აღსრულდეს ამ 24-ე მუხლის ეს აბზაცი. ანგელოზი ეუბნება დანიელს, იმპერიათა ბოლო ჟამამდე შენახულიაო ამ წინასწარმეტყველების ახსნის სრული საიდუმლოო. ვნახოთ ყველაფერი ბოლომდე 21 საუკ. III ათწლეულში გაირკვევა. სწორედ 21 საუკ. III ათწლეულში დაემხობა, პუტინის რეჟიმი და ტოტალიტარიზმი. რუსეთის იმპერია, იმპერიული პოლიტიკიდან გადავა სხვა დემოკრატიულ პოლიტიკურ პლატფორმაზე და საბოლოოდ დაადგება ცივილური ქვეყნების განვითარების გზას. სწორედაც დანიელის წიგნის მეტაფორული ნათქვამით, რომ ვთქვა, ამ პერიოდში საბოლოოდ დაემხობა რუსული იმპერიალიზმი და გასამართლდება საერთაშორისო სასამართლოზე, როგორც ნაწინასწარმეტყველებია მეშვიდე თავის 26-ე მუხლში.
აქვე მოვიყვან ანგელოზის მიერ, წინასწარმეტყველებათა წიგნებთან დაკავშირებით, დანიელის მიმართ თქმულს: დანიელი 12:4 - 12:9 - 12:10. დანიელი თ.12 "მ.4 შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე, მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.". ..... თ.12 "მ.9 მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე.". თ.12 "მ.10 მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.".
ნაწილი მეორე.
ეზრა წინასწარმეტყველის მეოთხე მხეცი, მეოთხე სამეფო, უკანასკნელი იმპერია.
ეზრა წინასწარმეტყველი ასევე ნახულობს ხილვას, დანიელის მეოთხე მხეცზე, ანგელოზი მას სპეციალურად კიდევ უფრო დაწვრილებით განუმარტავს ამ ხილვას, კაცობრიობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ხილვა.
მესამე ეზრა თ.12 “მ.10. ეს არის ამ ხილვის განმარტება: მ.11. არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები. მ.12. მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა. მ.13. აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. მ.14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. მ.15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება. მ.16. ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე. მ.17. მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი, მ.18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება. მ.19. მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე, მ.20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. მ.21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან. მ.22. სამი უძრავი თავი რომ იხილე, მ.23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. მ.24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. მ.25. ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ. მ.26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. მ.27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. მ.28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.”.
ეზრას თხოვნა გაითვალისწინა უფალმა და ასევე დაუფასდა შრომა, როგორც ბიბლიის მთავარი გადამწერისა და სისტემატაზორისა, ამიტომაც ეზრა ღირსად ჰყო უფალმა და ანგელოზისაგან უფრო დაწვრილებით მიეცა მეოთხე მხეცის-მეოთხე სამეფოს განმარტება. მესამე ეზრა არა ებრაულიდან არის ნათარგმნი, ამიტომაც ქრისტიანულ ეკლესიებში არა კანონიკურად ითვლება, თუმცა მისი განხილვა, მაინც უაღრესად საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგანაც ამდენი დამთხვევა, მართლაც საოცრებაა.
მესამე ეზრა თ.12. მ.13. გვეუბნება, რომ ეს უკანასკნელი დანიელის მეოთხე სამეფო, კაცობრიობის ისტორიაში ყველა ადრინდელ სამეფოზე, ყველაზე საშინელი იქნებაო. მესამე ეზრა თ.12. “მ.14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით. მ.15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.”. იოანე შვიდ ბელადზე და ათ რქაზე ლაპარაკობს, დანიელი ათ რქაზე ანუ ათ მეფეზე, რაც უკვე განვიხილეთ და ჩამოვთვალეთ. აქ კი ანგელოზი ეზრას ეუბნება ერთმანეთის მიყოლებითო ამ სამეფოში 12 მეფე გამეფდებაო ანუ სტატისტიკურად, უბრალო ქრონოლოოგიით თუ ჩამოვთვლით თორმეტი უნდა იყოს. გავეცნოთ: 1. ვლადიმერ(666) ლენინი - პირველი მეფე, იმპერიის რეალური მმართველობა 1917-1922წწ. საკმაოდ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1924წ. 1922 წლიდან ცოტა ხანი, ქვეყანას სტალინისა და ზინოვიევის ტანდემი მართავდა, მათ მხარეს იყო კამენევი, სამივე ერთად კი ოქტომბრის რევოლუციის რეალურ ხელმძღვანელსა და ბოლშევიკების მეორე არაფორმალურ ბელადს ლევ ტროცკის უპირიპირდებოდნენ. საბოლოოდ სტალინმა აბსოლიტური ძალაუფლება მალევე აიღო ხელში. 2. იოსებ სტალინი - მეორე მეფე, იმპერიის მმართველობა 1922წ. - 5 მარტი 1953წ. 3. გიორგი მალენკოვი - მესამე მეფე, იმპერიის მმართველობა 5 მარტი 1953წ. - სექტემბერი 1953წ. გარდაიცვალა 1988წ. საბჭოთა იმპერიის რღვევის საწყის ეტაპზე. 4. ნიკიტა ხრუშჩოვი-მეოთხე მეფე, იმპერიის მმართველობა 7 სექტემბერი 1953წ. - 1964წ. 5. ლეონიდ ბრეჟნევი - მეხუთე მეფე, იმპერიის მმართველობა 1964-1982წწ. 6. იური ანდროპოვი - მეექვსე მეფე, იმპერიის მმართველობა 1982-1984წწ. 7. კონსტანტინ ჩერნენკო - მეშვიდე მეფე, იმპერიის მმართველობა 1984-1985წწ. 8. მიხეილ გორბაჩოვი - მერვე მეფე, იმპერიის მმართველობა 1985-1991წწ. ამ დროს 1991წ. 26 დეკემბერს დაიშალა საბჭოთა კავშირი. მივიღეთ მისი სამართალ-მემკვიდრე თანამედროვე რუსეთის, შემდგომში მოდერნიზებული რუსეთის იმპერია. 9. ბორის ელცინი - მეცხრე მეფე, იმპერიის მმართველობა 1991-1999წწ. 10. ვლადიმერ(666) პუტინი - ეზრას მიხედვით მეათე მეფე, იმპერიის მმართველობა 1999-2008წწ. რუსეთის პრეზიდენტად ამ წლებში არჩეული იყო ორი ვადით 2000წ. და 2004წ. 11. დიმიტრი მედვედევი (მედვედევ-პუტინის ტანდემი) - ეზრას მიხედვით მეთერთმეტე მეფე, მედვედევის მიერ იმპერიის ფორმალური მმართველობა 2008-2012წწ. რუსეთის იმპერიას 2008-2012წწ. მართავდა მედვედევ-პუტინის ტანდემი, რუსეთის პრეზიდეტი მედვედევი იყო, პუტინი კი პრემიერ მინისტრი, რეალურად ქვეყანას პუტინი მართავდა. 12. კვლავ ვლადიმერ(666) პუტინი - ეზრას მიხედვით ასევე მეთორმეტე მეფე, იმპერიის მმართველობა 2012წ.-დღევადელ დღემდე. ამ პერიოდში პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2012წ. და 2018წ. ეს არის 12 მეფე, ეზრას მიხედვით, უბრალო ქრონოლოგიით და ერთმანეთის მიყოლებით, მუხლი მე-14-ე შესრულდა. მუხლი მე-15-ე კი, ყველაზე ნათლად და მკაფიოდ შესრულდა, მეორე მეფე სტალინმა 29-31 წელი იმეფა, ყველაზე მეტ ხანს ამ 12 მეფეს შორის.
მესამე ეზრა თ.12 “მ.18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.”. შინაარსობრივად აქ მისი მეფობის ბოლო პერიოდი იგულისხმება. მართლაც 1941წ. დაწყებული ნაცისტური გერმანიის ანუ იოანეს აპოკალიფსის მიხედვით კი, ასევე უფსკრულის ბოროტ დემონად წოდებული, ებრაულად “აბადონის” ანუ ადოლფ ჰიტლერის, ჯარების ტრიუმფალური სვლა, ძვლივს-ძლივობით იქნა შეჩერებული მოსკოვთან. სსრკ-ი კი დასამხობად იყო გამზადებული, შეტევა მოიგერიეს და მტერიც საბოლოოდ დაამარცხეს. დასამხობად განწირული იმპერია სსრკ გადარჩა და მომავალში გაფართოვდა კიდეც. “მ.20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება. მ.21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.”. აღზევდებაო რვა მეფე, განა სხვები არ აღზევდებიან? მაგრამ აქ ანგელოზი უნდა გულისხმობდეს სსრკ-ს პერიოდს, როცა იმპერია უდიდესი ზეობის ხანაში ოყო და მერვე მეფის შემდეგ დაინგრა იმპერია. მართლაც ეზრას მიხედვით მერვე მეფე მიხეილ გორბაჩოვია და მართლაც მიხეილ გორბაჩოვის დროს, 1991წ. 22-26 დეკემბერს იმპერია დაინგრა, 1991წ. 26 დეკემბერს სსრკ დაშლილად გამოცხადდა. თუმცა რუსეთის იმპერია კვლავ დარჩა. იგივე მუხლი გვეუბნება, ორი მათგანი ამ რვიდან დაიღუპებაო ანუ ბუნებრივად არ მოკვდებიანო. ლენინი რამოდენიმე მძიმე დაავადების გამო (ძველმა 1918წ. კაპლანის ქალისგან მიყენებულმა ჭრილობამაც იჩინა თავი, ორჯერ ინსულტმა დაარტყა და კიდევ რამოდენიმე მძიმე დაავადებაც ჰქონდა) ახალგაზრდა დაიღუპა 54წ. ასაკში, სტალინი 1953წ. 73წ. ასაკში, მძიმე საწამლავით მოწამლეს და ეს უკვე ცნობილი ფაქტია, ხრუშჩოვის ორგანიზებით, სტალინი მოხუცი კი იყო, თუმცა ღრმად მოხუცებული ნამდვილად არ ყოფილა. “მათი ჟამი ხანმოკლე იქნებაო და წლები სწრაფმავალი” ეს გადატანითი მნიშვნელობით და ხატოვნად არის ნათქვამი, როგორც იოანესთან აპოკალიფსში ათ რქაზე, ათ მეფეზე: “როგორც მეფეები ერთი საათით”, ეს ყველა დროის ფრთიანი ფრაზის და ხატოვანი გამოთქმის “დრონი მეფობენო და არა მეფენი”, მსგავსად და ანალოგიურად, არის ხატოვნად გამოთქმული, როგორც იოანესთან და დანიელთან ისე ეზრასთან. ლიტერატურულად ოდნავ ბუნდოვანი, 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, თუ მხოლოდ სსრკ-ს გულისხმობს, სსრკ-ს იმპერიის არსებობის შუა ხანები დადგა 1954 წლის მერე ანუ ხრუშჩოვის ეპოქაში. ხრუშჩოვის ეპოქის შემდეგ, სსრკ-ში, მის დანგრევამდე, მართლაც ოთხი მეფეღა იყო დარჩენილი გასამეფებელი, ესენია: ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო და გორბაჩოვი. გორბაჩოვზე დაინგრა კიდეც სსრკ. თუ 21-ე მუხლი გვეუბნება, რომ ოთხი მეფე შეესწრება სსრკ-ს დანგრევასო. რვა მეფის ბოლოს დაინგრა სსრკ-ი, თუმცა რუსეთის იმპერია ბოლომდე არ დანგრეულა. გორბაჩოვის მმართველობის დროს დაინგრა, დღევანდელი რუსეთის იმპერიის წინა სახე სსრკ-ი, მის დანგრევას შეესწრო მართლაც ოთხი მეფე. თავის-თავად გორბაჩოვი, ასევე ელცინი, სსრკ-ს დანგრევა აგრეთვე იხილეს, მომავალ მეფე-რქებმა: მედვედევმა და პუტინმაც. ესენია სწორედ ეზრას ოთხი მეფე. ორი მეფეო ბოლომდე დარჩებიანო, იმპერიის საბოლოო დანგრევამდე დარჩებიანო ანუ სსრკ-ს მემკვიდრე, რუსეთის თანამედროვე იმპერიის დანგრევასაც თავად იხილავენ მედვედევიც და პუტინიცო. ესენია სწორედ ის ორი მეფე, ეზრასთან ანგელოზი, რომ ეუბნება ეზრას, ორნი ბოლომდე დარჩებიანო.
მესამე ეზრა თ12. “მ.22. სამი უძრავი თავი რომ იხილე, მ.23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე. მ.24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.”. შინაარსობრივად თუ განვიხილავთ, ეს იგივეა რაც დანიელის წიგნის მეშვიდე თავის 24-ე მუხლში გვხდება, თითქოს მეთერთმეტე რქაზე, რომ ეუბნება დანიელს ანგელოზი, ერთ-ერთი რქა, ერთ-ერთი მეფე “სამ მეფეს დაამხობსო”, “სამ მეფეს დაამდაბლებსო”. თუმცა შინაარსობრივად დანიელთან ეს სადავო მუხლია. ამ “სამ მეფესთან”, დაკავშირებით გაცილებით მარტივადაა საქმე ეზრასთან და იოანესთან. იოანეს აპოკალიფსი: თ.16. “მ.13. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუ-წინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმინდური სული, როგორც ბაყაყები. მ.14. ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის.”. აქ უკვე გასაგებია, რომ ეზრაც და იოანეც ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მუხლებში, ერთი და იგივე ისტორიულ მოვლენებს აღწერენ. ვინ არის ეს სამი უწმინდური სული, ეს რომ გავიაზროთ, უმჯობესია ეზრას განმარტება დავიხმართ, რადგანაც იქ უფრო ვრცლად არის გადმოცემული. ანგელოზი ეუბნება ეზრას, უკანასკნელ ხანებში სამი უწმინდური სული გაბატონდებაო დედამიწაზე. “ბევრს შეყრის მათ სამეფოშიო” ანუ დანიელის მეოთხე სამეფო იგულისხმება, ამ სამეფოსთან უნდა იყოს კავშირში მათი თავ-შეყრაც და მათი უდიდესი მსხვერპლის მომტანი ომიც. დავაზუსტებ “უკანასკნელ ხანეში”, აქ კონკრეტულად იგულისხმება, მეოთხე იმპერიის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ანუ სსრკ-ის დაარსება, რადგან ოქტომბრის რევულუციით დაიწყო, ახალი ბაბილონის დაარსება და უკანასკნელი ხანა, იმპერიათა ბოლო ჟამი, რომელიც დღემდე გრძელდება ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეზრას წიგნიდან ასე გამომდინარეობს, რომ ეს მუხლი იმპერიის საწყის ეტაპს ეხება და არა მის ბოლოს, იმპერიის დანგრევის ბოლო წლებს. “სამი უწმინდური სული” ანუ სულიერი გაგებით, სამი უბინძურესი სული, ესენია: ვლადიმერ ლენინი, ლევ ტროცკი, იოსებ სტალინი. რატომ? იმიტომ, რომ ოქტომბრის კაცობრიობის უსასტიკესს და ყველაზე სისხლიან რევოლუციას, ჰყავდა სამი დიდი ბელადი. ოქტომბრის რევოლუციის მთავარი სამხედრო ორგანიზატორი ლევ ტროცკი იყო. ლევ ტროცკი აგრეთვე იყო რელიგიის საქმეთა კურატორი. წითელი არმიის სარდალი, იგი იყო ლენინის მიერ დაწყებული წითელი ტერორის განხორციელების, მთავარი ორგანიზატორიც. ლენინის ბრძანებების განხორციელებას, ეკლესია-მონასტრების ნგრევაზე, სასულიერო პირებისა და საზოგადოების სხვადასვა ფენების დახვრეტებზე უშუალოდ თავად ტროცკი ხელმძღვანელობდა. იგი იყო ლენინის პირ-სისხლიანი ბრძანებებისა და საქმეების განხორციელების, მთავარი მარჯვენა ხელი. ლევ ტროცკი ასევე იყო, სწორედ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეის მთავარი ორგანიზატორი. მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების მთავარი იდეოლოგი.
მესამე ეზრა თ.12 “მ.26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. მ.27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს. მ.28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.”. ეს მუხლებიც თვალნათლივ შესრულდა, ვლადიმერ ლენინი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე და მძიმე დაავადებების გამო მართლაც 1924წ. “წამებით მოკვდა სარეცელზე”. ლევ ტროცკის 1930-იან წლებში სსრკ-ში, სტალინის მითითებით დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. სტალინის საიდუმლო ბრძანებით შინსახკომის-“НКВД”-ს აგენტმა რამონ მერკარდერმა, 1940წ. მექსიკაში გახიზნულ ლევ ტროცკის, საკუთარ სახლში თავში ყინულის სამტვრევი ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. 1960 წელს საბჭოთა მთავრობამ, ამ ოპერაციის წარმატებით შესრულებისათვის, წარმოშობით ესპანელი საბჭოთა აგენტი, რამონ მერკადერი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დააჯილდოვა. გამოდის, რომ სტალინის მახვილით დაიღუპა ლევ ტროცკი, “ერთის მახვილი მეორეს შეჭამსო”, შესრულდა ეს მუხლიც. თავად სტალინი 1953წ. მოწამლეს ანუ ხატოვნად და მეტაფორულად თუ ვიტყვით, თვითონაც “მესამე უწმინდური სულიც” მახვილით დაეცა. “თვითონაც მახვილით დაეცემა, უკანასკნელ ხანებშიო”, “უკანასკნელ ხანებშიო”, აქაც იგულისხმება, მთელი პერიოდი სსრკ-ს დაარსებიდან რუსეთის იმპერიის საბოლოო დანგრევამდე, კიდევ გავიმეორებ ზემოთ ნათქვამს, რომ რადგანაც უკანასკნელი იმპერიის დაარსება, თავის თავში აგრეთვე გულისხმობს, ხატოვნად რომ ვთქვათ, უკანასკნელი ხანის დადგომასაც. ამით ასევე შესრულდა მესამე ეზრას მე-12-ე თავის მუხლები: 27 და 28.
წერილის ავტორი: მკვლევარი, ანალიტიკოსი, პუბლიცისტი დანიელ სავანელი.
4
482
შეფასება არ არის
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
482
  
2020, 17 იანვარი, 12:02
ჰიტლერი იყოო დემონის სული და ამაში გეთანხმები.და რა გამდის ბოროტი სული მეორე ბოროტ სულს ებრზოდა გასანადგურებლად?სახარებაში უფალი აბობს,იგივეს როცა მას დააბრალეს თითქოს ის ბოროტი სულის დახმარებით კუნავდა ეშმაკეულთ.
2020, 17 იანვარი, 11:56
და კიდე სტალინმა გახსნა ტადრები ომის დროს და ხატები დაასვენა მოედანზე სადაც ჯარმა თაყვანი ცა დ ამერე წავიდა მოსკოვის ფრონტზე.მას წამდა უპლის ამას თავდ ჯუკოვის ცჰანაწერებში ნახავ ჯერ გაარკვი კარგად მერე წერე.ჯუკოვმა განაახლა შემდგომ მორწმუნეების დევნა.თუმცა გეთანხმები სსსრ იყო ბოროტების იმპერია მგრამ არ მაშინ როცა ჰიტლერს ებრზოდა.
2020, 17 იანვარი, 11:53
პუტინი ბევრ ომზე წმსვლელი და სისხლის გვრაზე მაგრამ სად გინახი აქრისტიანებს დევნიდეს და ავიწოებდეს?მართმადიდებლებ ავიწროვებენ დასავლური ძალები სადც პირდაპირ ებრძვიან რდა ლახავენ მატუფლებებს ჰომსექსულები მეყად დაფასებული და ადცული არიან კანონიტ ვიდერ მართმადიდებლები აი ფაქტი ვინ ებრძვის ვინაა ახალი ბაბილონი
2020, 17 იანვარი, 11:50
დამახიჯებულია წინასარმეტყველებები ამერიკული ვარიანტი გულის ამრევია ეს უკვე პროპაგანდული სტატიები
0 1 4