x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - ღმერთი უპასუხოდ არავის ტოვებს!

ადამიანის გრძნობებთან თამაში ძალიან ცუდი თვისებაა. ალბათ ერთ-ერთი უპატიებელი ცოდვა, რომელსაც ღმერთი უპასუხოდ არ ტოვებს. დღევანდელი ჩვენი ისტორიაც კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ უნდა ვითამაშოთ სხვისი გრძნობებით... წარმოგიდგენთ ქორწილის დღეს მიტოვებულ პატარძალის დრამატულ ისტორიას...

image







1990 წელს კამილა ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ბარს ხშირად სტუმრობდა. მორიგი სტუმრობის დროს მან გაიცნო მამაკაცი სახელად ალეხანდრო, რომელიც საკმაოდ თავაზიანი და სიმპატიური ახალგაზრდა გახლდათ. კამილას აზრით ის მადრიდში საუკეთესო ბარმენი უნდა ყოფილიყო. თუმცა კამილამ არ იცოდა, სინამდვილეში როგორი ქვეცნობიერი იყო მამაკაცი, რომელიც დროთა განმავლობაში შეუყვარდა.


ალეხანდრო გოგონას ანებივრებდა, დაჰყავდა სხვადასხვა გასართობ ცენტრში და მათი ურთიერთობაც შორიდან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გოგონა სასმელს არ სვამდა, რადგან ეკლესიაში ხშირად დადიოდა რაც ალეხანდროსთვის მიუღებელი იყო, მას ხომ თავისი მიზანი ამოძრავენდა... ერთ მშვენიერ დღესაც ალეხანდრომ კამილას ღამის ერთად გატარება შესთავაზა, რაზეც ცივი უარი მიიღო თავისი რჩეულისგან. გოგონა ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი იყო, გაღიზიანებულმა ალეხანდრომ მისთვის სიყვარულის და ერთგულების დასამტკიცებლად ქორწინება შესთავაზა...


image




კამილა დათანხმდა ხელის თხოვნას. წყვილმა ქორწილის დღე დადეგმა და მომზადებაც დაიწყო. ალეხანდრომ გოგოს ოჯახის წევრები, ნათესავები და სამეგობრო გაიცნო, თუმცა ბიჭის მხარის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ალეხანდრომ მათ ტყუილი უთხრა იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრები სოფელში ცხოვრობდნენ და არც იმის ფული ჰქონდათ დედაქალაქში ჩამოსულიყვნენ. მიუხედავად ალეხანდროს ამბისა, მას ნაწყენი არავინ დარჩა. მიიღეს ის როგორიც იყო ისეთი და მისი ოჯახის წევრების არ ყოფნა პრობლემად არ ჩათვალეს. ქორწილამდე 1 დღით ადრე ალეხანდრო თავის საცოლეს ესტუმრა და დაინახა თვალცრემლიანი გოგონა, მას ჰკითხა თუ რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, კამილასგან პასუხად მიიღო: "მრცხვენია, რომ შენ არ გენდე და არ მოგეცი ის რაც გინდოდა... ვიფიქრე მიმატოვებდი და ახლა ამას უკვე ვნანობ, გავხდები შენი დღესვე, ამით გამოვასწორებ შენდამი შეცდომას"...


ალეხანდრომ ეს მომენტი რათქმაუნდა სათავისოდ გამოიყენა და გოგონასთან მთელი ღამე გაატარა. კამილა ისეთი ბედნიერი იყო, როგორც არასდროს...

image




მეორე დღეს ყველამ თავი ეკლესიაში მოიყარა. კამილა საქორწინო კაბაში უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ოდესმე. ცერემონია დაიწყო, ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ალეხანდრო არ ჩანდა. რამოდენიმე წუთში მისი მეგობარი შემოვიდა და გოგონას უთხრა, რომ ალეხანდრომ გადაიფიქრა მასთან ქორწინება. განადგურებული კამილა ტირილით ეკლესიიდან გარეთ გაიქცა... ის არ ჩერდებოდა, თუმცა ბედს უნდა შეჰგუებოდა... ის ქორწილის დღეს საქმრომ მიატოვა...


იმავე დღეს კამილამ იპოვა ალეხანდრო, რომელიც სხვა გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. აცრემლიანებულ კამილამ ალეხანდროს მხოლოდ ერთი რამ უთხრა: "ეს დღე დაიმახსოვრე! შენ ჩემი ცხოვრების შეცდომა ხარ!" ამის საპასუხოდ ალეხანდრომ მიუგო: "არაფერს ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ!"...


ამ ფაქტით შემდეგ, კამილა სახლში ჩაიკეტა, დეპრესიამ მოიცვა, თუმცა ახლობლების თანადგომით მან მოახერხა ფეხზე დადგომა. დრო გავიდა და ისევ შეუყვარდა, დაქორწინდა საყვარელ მამაკაცზე და მისგან შვილებიც ეყოლა. რაც შეეხება ალეხანდროს, რა დაემართა მას?


image





ალეხანდროს შესახებ მისი წერილიდან გავიგეთ. ნახეთ რა ბედი ეწია ამ მექალთანე მამაკაცს:


"20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კამილა ქორწილის დღეს მივატოვე. გოგონამ, რომელიც ქორწილის დღეს ჩამთან იყო, კამილას ამბის შედეგად მიმატოვა. ასევე მიმატოვეს სხვა ქალებმაც, რომლებმაც ეს ამბავი გაიგეს... ბარიდანაც გამომაგდეს, რადგან ის ბარი კამილას მამის ნათესავის იყო. ჩემთვის კარგი დილა არ გათენებულა, მეგობრებიც აღარ მეკონტაქტებიან, არც არავის სურს ჩემი სამსახურში აყვანა. ვნანობ, ძალიან ვნანობ და კამილას ვნატრობ. მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ესპანეთი დავტოვო და ახალი, ნორმალური ცხოვრება დავიწყო" - წერს ალეხანდრო წერილში.



კამილას და ალეხანდროს ისტორია რეალურია. ეს მოვლენა 1990 წელს განვითარდა და მასზე ფილმიც არის გადაღებული. ამ ისტორიის შესახებ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაიწერა. დღეისთვის კამილას წარმატებული კარიერა აქვს, ხოლო ალეხანდროს შესახებ არავინ არაფერი იცის.


image




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

image



ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს

image



7 გამოგონება, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს!

image



ახლად აღმოჩენილი 5 ყველაზე უნიკალური ბავშვი მსოფლიოში - საოცარია!

image



10 რთული წესი, რომლის დაცვაც ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის უწევს

image



"ნეტავ სულ არ მცოდნოდა" - მეცნიერულად დამტკიცებული 15 შემაშფოთებელი ჭეშმარიტება

image



ყველაზე გრანდიოზული 6 შენობა მთელ მსოფლიოში - ეს უნდა ნახოთ!

image



გამოვლინდა ოქროთი მდიდარი ქვეყნების უახლესი რეიტინგი

image









0
1443
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0