x
image
_K_
თუ ფილმში ვინმე რძეს სვამს, რეჟისორები მინიშნებას გაძლევენ
imageფილმებში არაფერი ხდება უმიზნოდ და შემთხვევით. ყოველ პატარა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ფილმის შემქმნელებისთვის ისინი მარკერებივითაა, რომლის მეშვეობითაც მნიშვნელოვან ნაწილს და მთავარი გმირების ხასიათებს ხაზს უსვამენ. მაგალითად, პიროვნების სისასტიკის გამოსახატავად ის ფილმებში ხშირად სვამს ხოლმე ვისკის. საინტერესოა, რატომ სვამს ზოგი პერსონაჟი რძეს. ამ პროცესისთვის კინემატოგრაფიაში სპეციალური ტერმინიც კი არსებობს - "რძის ეფექტი". ამ ფრაზით განსაზღვრავენ აუდიტორიის დასაინტრიგებლად რეჟისორის მიერ გამოყენებულ ხერხებს.


სტატიაში გაგაცნობთ, რატომ სვამენ ჩვენი საყვარელი ფილმის პერსონაჟები რძეს და რაზე მიუთითებს ეს ფაქტი.






1. თუ მოზარდი სვამს რძეს, ეს მის უდანაშაულო, მიამიტ სულზე მიუთითებს.

ალბათ, ყველაზე ცნობილი ფილმის პერსონაჟი, რომელსაც რძის დალევა უყვარს, ქილერი ლეონია, ამავე სახელწოდების ფილმიდან. ერთი შეხედვით, ამ ფაქტში დისონანსია - მკვლელი სვამს რძეს, რომელიც სიწმინდისა და ბავშვურობის სიმბოლოა. თუმცა, სწორედ აქ იმალება რეჟისორის მინიშნება: პერსონაჟი შინაგანად ისევ ბავშვია და სუფთა სული აქვს, რასაც გარეგნული სიმკაცრისა და სისასტიკის უკან მალავს.

image






2. თუ ნეგატიური პერსონაჟი სვამს რძეს, ამით რეჟისორი მისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.


კიდევ ერთი ქილერი, რომელიც რძეს სვამს, ანტონ ჩიგურჰია ფილმიდან "მოხუცების ადგილი აქ არ არის". ამ შემთხვევაში პერსონაჟი არანაირ სასიამოვნო ემოციას არ იწვევს მაყურებელში - ის მსხვერპლის სახლში იჭრება, მაცივრიდან ნებართვის გარეშე იღებს რძეს და სავარძელში მოკალათებული სვამს. ამ სცენის მიზანი საშიში ატმოსფეროს შექმნა იყო. რძე სიმყუდროვის, კომფორტის და სახლის განსახიერებაა, ანტონი კი სახლის სიწმინდეს არღვევს და სიმყუდროვეს ანგრევს ვიღაცის ცხოვრებაში უხეში ჩარევით.


ამის კიდევ ერთი მაგალითი გვხვდება ფილმში "ნავთობი/ და იქნება სისხლი". ფილმის დასასრულს, ელის მოკვლამდე სასტიკი დილერი ფლეინვიუ ყვირის: "მე შენს მილქშეიქს დავლევ!" რა თქმა უნდა, სასმელში იგულისხმება ძალის დემონსტრირება, რასაც ფლეინვიუ მსხვერპლზე ახდენს.

image






3. სცენებში რძე შეიძლება მიუთითებდეს საზოგადოდ აღიარებული მორალური ღირებულებების მსხვრევაზე.

კვენტინ ტარანტინოს ფილმში "უსახელო ნაბიჭვრები" არის სცენა, სადაც ფრანგი ფერმერი გერმანელ პოლკოვნიკს ჭიქა ღვინოს სთავაზობს, ის კი რძის მოტანას სთხოვს და ერთი გადაკვრით სვამს. ამ ხერხით რეჟისორი აჩვენებს, როგორ დომინირებს ნაძირალა სათნოებაზე და სიწმინდეზე.


ამის კიდევ ერთი მაგალითი გვხვდება ფილმში "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა". ფილმში არის სცენა, რომელშიც ქალის ძუძუს რძეს მეომრები ძალისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სვამენ. ეს ტექნიკა ცოტათი პროვოკატიულია, რადგან თანამედროვე სამყაროში ზრდასრული ადამიანისთვის ქალის რძის დალევა ტაბუდადებული თემაა. ამ სცენის დახმარებით რეჟისორმა აჩვენა მაყურებელს, რომ პოსტ-აპოკალიფსური სამყარო ჩვენისგან ძალიან განსხვავებულია.

image






4. რეჟისორებს სურთ, მაყურებლის წინაშე პერსონაჟი წმინდად და უმანკოდ წარმოაჩინონ.

რამდენიმე რეჟისორმა ფილმში რძის გამოყენება ჯანმრთელობის, სიწმინდისა და უსაფრთხოების წარმოსაჩენად გადაწყვიტა. ამიტომაც აცვია ფილმის "თავს უშველე" პერსონაჟს თეთრები და ისეთ "უმანკო" სასმელს სვამს, როგორიც რძეა.


გარდა ამისა, ალფრედ ჰიჩკოკმა, რომელმაც ფილმი "ეჭვი" შექმნა, აუდიტორია დაარწმუნა, რომ მთავარმა გმირმა ცოლის მოსაწამლად და მემკვიდრეობის მისაღებად რძე გამოიყენა. ეს საზრიანი სვლა იყო, მხოლოდ გამოუსწორებელი ნაძირალა თუ შეურევდა საწამლავს ისეთ ჯანსაღ სასმელს, როგორიც რძეა. ეს ყველაფერი "რძის შიშში" გადაიზარდა, რადგან სინამდვილეში სასმელში საწამლავი სულაც არ ყოფილა.

image






5. რძე ზრდის პერსონაჟის ასაკს.

პერსონაჟის ასაკის გაზრდა რძით ფილმებში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ხერხია. თუ რეჟისორს სურს, გამოსახოს პერსონაჟი, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და "ტუჩებზე რძე არ შეშრობია", რთული მისახვედრი არაა, რომელ სასმელს აირჩევს ის.


ფილმში "მეამბოხე მიზეზის გარეშე" თინეიჯერი, რომლის როლსაც ჯეიმს დინი თამაშობს, ჯერ თვრება, მეორე დილით კი ბოთლ რძეს სვამს, რითიც ხდება იმის დემონსტრირება, რომ მასში ორი მხარე - ბავშვობა და ზრდასრულობა - ერთმანეთს ებრძვის.


ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი ფილმში "აბა, დამიჭირე" თავს ახალგაზრდა პილოტად აჩვენებს საკუთარი შარმის წყალობით. თუმცა, როცა სტიუარდესა ეკითხება, რომელ სასმელს მიირთმევდა, ის რძეს ირჩევს, ასე კი საკუთარ ნამდვილ ასაკს ააშკარავებს.


და ბოლოს, სტენლი კუბრიკის ფილმში "მექანიკური ფორთოხალი" თინეიჯერი მთავარი გმირები რძეს სვამენ. ასე რეჟისორები მინიშნებას გვაძლევენ, რომ მთელი არეულობა და ქაოსი სინამდვილეში ბავშვების გამოწვეულია.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15+ დეტალი, რომელიც საყვარელ სერიალებში ბევრ მაყურებელს გამორჩა

image


2. 13 მსახიობი ქალი, რომლებიც როლის შესრულებისას ორსულად

image


3. 10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ

image


4. მსახიობები, რომლებმაც ბევრად ახალგაზრდების როლი შეასრულეს

image


5. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ

image

1
3436
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3436
  
2020, 28 იანვარი, 3:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1