სხვა ქალი საკუთარ დაკრძალვაზე გონს მოვიდა 2020, 10 იანვარი, 15:04 ![]() 55 წლის მალატი ჩაუგული მაღალი სიცხის გამო ქალაქ ბელგაუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმება ვერაფერი შეძლეს და რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადეს მისი გარდაცვალების შესახებ. ნათესავებმა სამედიცინო მომსახურეობის საფასური დაფარეს და ცხედარი ჩაუგულის სოფელში გადაასვენეს. იმ საღამოსვე მიცვალებული დაასვენეს გარდაცვლილის სახლთან, სადაც ერთად იზიარებდნენ მწუხარებას მისი ნათესავები და მეგობრები. სანამ ემზადებოდნენ ქალის დაკრძალვისთვის, მიცვალებულმა თვალები გაახილა და წამოდგა. ზოგმა ივარაუდა, რომ ქალი არ გარდაცვლილა და იმყოფებოდა კომაში, ზოგმა კი მისი "აღდგომა" სასწაულად შერაცხა და სხვა არაფრის დაჯერება არ სურდა. ინდოეთის შტატ ოდიშაში, ოქტომბრის თვეში განაცხადეს, რომ საკუთარ დაკრძალვაზე გამოიღვიძა მაღალი სიცხისგან გონებადაკარგულმა ქალმა. ნათესავებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ყოველგვარი სასიცოცხლო ნიშნების გარეშე. 705 4-ს მოსწონს
|