ასტროლოგია "აპოკალიფსის წელი", ხალხის მიგრაცია და წყალდიდობები - რას გვიმზადებს 2020-ის რეკორდული დაბნელებები 2020, 9 იანვარი, 15:06 10-11 იანვრის ღამეს მთვარის დაბნელებას ველოდებით კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. თუმცა, მისი გამოძახილი 13 იანვრამდე გაგრძელდება და შეიძლება მისი ენერგია უკვე დღესაც კი იგრძნოთ. როგორც წესი, წელიწადში ხდება მზის ორი (იშვიათად სამი და უფრო მეტი) და მთვარის ორი, მაქსიმუმ - სამი დაბნელება, მაგრამ 2020 წელს იქნება მთვარის 4 - რეკორდული რაოდენობის დაბნელება. ამიტომაც არის, რომ 2020 წელს აპოკალიფსის წელი შეარქვეს. 10-11 იანვრის დაბნელება (დაიწყება 23:10 საათზე) იქნება პირველი დაბნელება იმ ექვსიდან, რომელიც 2020 წელს მოხდება. თხის რქაში განთავსებული ოთხი პლანეტა - მზე, მერკური, სატურნი და პლუტონი - დაუპირისპირდება კირჩხიბში განლაგებულ მთვარეს ამიტომ, წინა პლანზე გამოვა დედობის, ოჯახისა და სახლის თემები. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მთვარე არის ჩვენი ემოციებიც. სასურველია, დაბნელების დღეს დაივიწყოთ წყენა, ახლობლებს მიუტევოთ, გათავისუფლდეთ მობეზრებული ურთიერთობებისა და საქმეებისგან. თუმცა, უნდა გაფრთხილდეთ კიდეც, რათა უმიზეზოდ არ გაწყდეს ურთიერთობა. მთვარის დაბნელება მოხდება მეჩვიდმეტე მთვარის დღეს. დაბნელებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. აი, ახლების დაწყებას კი არ გირჩევთ. უმჯობესია, უახლოეს ახალმთავარეობას დაელოდოთ, რომელიც 24 იანვარს იქნება. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს მოიმატებს ნალექის რაოდენობა. მოსალოდნელია ხშირი წვიმები, თოვლი - გარკვეულ რეგიონში. მართალია, წყალდიდობებს არ გვიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მოხდეს ზღვის დონის ადიდება, მდინარეები გადმოვიდნენ კალაპოტიდან და ა.შ. მთვარის დაბნელებები 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია: 5 ივნისს, 5 ივლისსა და 30 ნოემბერს. დააკვირდით იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისი დაბადების დღეც დაემთხვევა მთვარის დაბნელებას. საინტერესოა, რა ცვლილება მოხდება მათ ოჯახურ ცხოვრებაში. ამბობენ, რომ როცა მთვარის დაბნელება დაბადების დღეს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება გაქნორწინდეს ან მშობელი გახდეს, ანუ ისევ მთვარის თემა გააქტიურდეს. წყარო ასევე ნახეთ:"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაშიფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვითრა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვითნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24963 შეფასება არ არის
|