სხვა შემთხვევით გადარჩენილი მგზავრი და ბორტგამცილებლის უკანასკნელი პოსტი 2020, 9 იანვარი, 11:00 ![]() საერთაშორისო მიმომხილველი ანდრეი ბუზაროვი თეირანი-კიევის იმავე რეისზე უნდა დამჯდარიყო, რომელიც თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იღბლიანმა შემთხვევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ![]() ანალიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩაფრინდა, რის შემდეგაც იგი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. გასულ კვირას, მან "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ოფისს ბილეთის შესაძენად მიაკითხა და თავდაპირველად სურდა 8 იანვარს გაფრენა, რადგან ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ იქ ყოფნის პერიოდში დაუფინანსეს სასტუმროს ხარჯები, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომლებმა შეძლეს კლიენტის გადარწმუნება. ![]() თუმცა ბუზაროვს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს თეირანში ყოფნა, რადგან ავიაკატასტროფის შემდეგ დროებით შეწყდა ავიარეისები. ინტერნეტში ვრცელდება ერთ-ერთი ბორტგამცილებლის, 28 წლის ვალერია ოვჩარუკის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში "სამუშაო - მე შენ მიყვარხარ!" ![]() ![]() ეკიპაჟის წევრები მთლიანად უკრაინელები იყვნენ. შეგახსენებთ, 8 იანვარს დილით თეირანში აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა უკრაინული ავიახაზების ლაინერი ბოინგ-737, დაიღუპა ყველა-176 კაცი(167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი.)დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები 7487 4-ს მოსწონს
|