უცხოური პრესა ფოტოები ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილიდან 2020, 8 იანვარი, 21:00
ავიალაინერი თეირანის ერთ-ერთი ღარიბული უბნის დასახლებულ ნაწილში ჩამოვარდა.
"ბოინგის" ერთ-ერთი ძრავის ნაწილი. ირანის ხელისუფლების პირველი ვერსიით, თვითმფრინავი ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ძრავს ცეცხლი გაეკიდა. კიდევ ერთი ძრავის ფოტოსურათი. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ წითელი ნახევარმთვარის სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები. საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ თვითმფრინავის ნაწილებისგან და ნარჩენებისგან. მგზავრებს შორის იყვნენ ოჯახები ბავშვებთან ერთად. ერთმა ასეთმა ოჯახმა დაიგვიანა და ისინი დაგვიანებით აიყვანეს ბორტზე. თვითმფრინავი ძალიან ბევრ დიდ და პატარა ნაწილებად დაიშალა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ძლიერი დარტყმის შედეგად უნდა მომხდარიყო. მაშველებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ირანის სამხედრო მოსამსახურეებიც. "ბორისპოლის" აეროპორტში ფსიქოლოგები მზად არიან დახმარება გაუწიონ დაღუპულთა ნათესავებს. ბორტზე სულ 11 უკრაინელი: ეკიპაჟი და ორი მგზავი იმყოფებოდა. 63 3-ს მოსწონს |