უცხოური პრესა თვალჩალურჯებული ანგელა მერკელი – ქუჩის არტი ქალების მხარდასაჭერად (ვიდეო) 2020, 17 იანვარი, 21:34 "მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალი ვარ"- მილანის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, სადაც გამოსახულნი არიან მიშელ ობამა, ანგელა მერკელი და სხვა პოლიტიკოსი ქალები, რომლებსაც ნახატზე თვალები ჩალურჯებული აქვთ. ამ გზით შეეცადა იტალიელი აქტივისტი და მხატვარი, რომელიც ფსევდონიმით AleXsandro Palombo მოღვაწეობს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემაზე ყურადღება გაემახვილებინა. პლაკატებზე ასევე დატანილია წარწერა: " ქალებზე ძალადობა - მსოფლიო პრობლემაა, რომელიც ეხება ყველას, განურჩევლად რასისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური მრწამსისა". მხატვარმა და აქტივისტმა მსგავსი კამპანია 2015 წელსაც წამოიწყო და მაშინ ფოტოებში ცნობილი მომღერლები და მსახიობები იყვენენ გამოსახულნი. 71 1-ს მოსწონს |