კულტურა უცნობი ფრიდა კალო: მხატვრის უახლოესი მეგობრის მიერ გადაღებული მისი იშვიათი, ინტიმური ფოტოები 2020, 8 იანვარი, 19:15 XX საუკუნის ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო წამომადგენელი, ლეგენდარული მექსიკელი მხატვარი, ფრიდა კალო მსოფლიოში ერთი - ერთი ყველაზე განხილვადი და იდუმალებით მოცული ხელოვანია. შემოქმედი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სიმბოლური ავტოპორტრეტებით გახდა, წარუშლელი კვალი არა მხოლოდ მექსიკურ, არამედ მსოფლიო მხატვრობაში დატოვა. ძლიერი, ძალაუფლებისმოყვარე, მტკიცე ხასიათით - სწორედ ასეთი ქალის იმიჯთან ასოცირდება ის თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა, მხატვრის მკაცრი, სახასიათო გარეგნობის მიღმა მგრძნობიარე და დაუცველი არსება იმალებოდა, რაც ხელოვანის ახლო მეგობრის მიერ გადაღებულ ამ იშვიათ ფოტოკადრებშიც ნათლად იკვეთება.336 2-ს მოსწონს |