სხვა ყვავილების ენა 2012, 4 აგვისტო, 22:40 ყვავილების საშუალებით შეიძლება ბევრი რამე უთხრათ ადამიანს. ყოველ ყვავილს და მის ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ასევე ყვავილების რაოდენობითაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს სათქმელი. ყვავილების ენაზე ციფრებს თავისი მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ ყურადღებით იყავი. 1 ყავილი: შენ ყველაფერი ხარ რაც გამაჩნია. 3 ყვავილი: შენთან ერთად მინდა გავემგზავრო ქვეყნის ბოლოში. 5 ყვავილი: მე შენ მიყვარხარ. 7 ყვავილი: ტრადიციულად ჩუქნიან ნიშნობის დღეს. 9 ყვავილი: მე შენ გაფასებ როგორც მეგობარს. 10 ყვავილი: მინდა შენთვის რაღაც გავაკეთო. 11 ყვავილი: შენ ჩემი მეგობარი ხარ. 12 ყვავილი: ჩვენ სირთულეები გვაქვს მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი მოგვარდება. 13 ყვავილი: ვერ გიტან და მეზიზღები. ყვავილების ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვს. თეთრი ფერი უმწიკვლობას ნიშნავს. ყვითელი: სიყვარულის დასაწყისს. ვარდისფერი: სიყვარული. წითელი: ვნებიანი სიყვარული. ლურჯი: თავდადება. ლილისფერი ან იასამნისფერი: ნდობა. თეთრი ყავილები: ქრიზანთემა: მე უბედური ვარ. ლილია: სინაზე. ვარდი: ჩვენ თანასწორები ვართ. ტიტა: მე შენ აღარ მიყვარხარ. ყვითელი ყვავილები: ქრიზანთემა: მე შენ გულსა და ხელს გთავაზობ. ია: შენ ჩემი ბედნიერება ხარ. ვარდი: გაქრობის პირას მისული სიყვარული, ეჭვიანობა. ტიტა: მე შენ მიყვარხარ. წითელი ყვავილები: ქრიზანთემა: მე შენ მიყვარხარ. ვარდი: მინდიხარ ყველაზე მეტად. ტიტა: სიზმარში გხედავ. ყაყაჩო: შენ ჩემი დანაკარგი ხარ. ლურჯი ყვავილები: ირისი: მე შენ პატივს გცემ. ია: მე შენი ერთგული ვარ. შავი ტიტა: მინდა მოვკვდე შენთან ერთად. 758 5-ს მოსწონს
|