x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ტყუპები – იცოდით ამ საოცარი ფაქტების შესახებ?
image


ტყუპები შესაძლოა ფენომენად ჩაითვალოს. მათი დაბადება სტატისტიკას არ ექვემდებარება, თუმცა, მონაცემების თანახმად დღეს 2, 5-ჯერ მეტი ტყუპი იბადება, ვიდრე 40 წლის წინ. ბევრი რამ იმისგან, რაც მათ იციან, მეცნიერებისთვის ჯერ -ჯერობით ამოუხსნელია.


სტატისტიკა

image


დღეს მსოფლიოში 76 მილიონ წყვილ ტყუპს ითვლიან. ამასთან, იაპონიაში ყოველ 246 -ე მაცხოვრებელს ტყუპისცალი ჰყავს, აშშ-ში კი – ყოველ 244-ს. ყველაზე მეტი ტყუპი შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე 1985 წლის ივნისში დათვალეს – 36 ტყუპი ასაკით 2-დან 82 წლამდე.

60-იანი წლების სტატისტიკასთან შედარებით, მსოფლიოში ტყუპების დაბადების პროცენტი თითქმის 2, 5-ჯერ გაიზარდა. ამას გარდა, მამრობითი სქესის ტყუპებს ძალიან მცირე შანსი აქვთ, რომ ტყუპები ეყოლოთ; მაშინ როდესაც ტყუპისცალი ქალებისთვის ეს პრაქტიკულად გარდაუვალია. საინტერესოა, რომ ტყუპების უმრავლესობა "სარკისებულია" – თუ ერთ-ერთ მათგანს მარცხენაზე აქვს ხალი, მაშინ მეორეს მარჯვენაზე აქვს. და თუ ამ დამთხვევებს მეცნიერები ბიოლოგიისა და გენეტიკის თვალსაზრისიდან გამომდინარე ხსნიან, მაშინ რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ტყუპების 22% ცაციები არიან? მეცნიერებისთვის ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.


რწმენები და ცრურწმენები


image


როგორც ნებისმიერი უჩველო და იშვიათი მოვლენა, ტყუპების დაბადება ირგვლივ მყოფთათვის ყოველთვის იდუმალებით მოცული იყო. ამერიკელი ინდიელების რწმენით ტყუპები ერთი და იგივე ადამიანი იყო სხვადასხვა სახით, ამასთან ერთ-ერთი მათგანი მეორეს ბოროტ ორეულს წარმოადგენდა. ზოგიერთ ტომში ტყუპებს დაბადებისას ერთი და იგივე სახელს არქმევდნენ. როგორც კი 9 წელს მიაღწევდნენ, წილის ყრისას ვისაც წითელი მარცვალი ხვდებოდა, დარქმეული სახელი შეეძლო მთელი ცხოვრება ეტარებინა, მას კი ვისაც ნაკლებად უმართლებდა, ცხოვრების ბოლომდე უბრალოდ "მეორეს" ეძახდნენ.

ახალი გვინეის ტომებში ტყუპების დაბადება ღვთის წყალობად ითვლებოდა, იაპონიის ერთ-ერთ ტომში ბუნების ეს საოცრება გადამდებ დაავადებად მიიჩნეოდა, რის გამოც დედა ახალდაბადებული ჩვილებით იდევნებოდა. შუა საუკუნეების პერიოდში ქალებს, რომლებიც ერთდროულად ორ ან მეტ ბავშვს აჩენდნენ, უწმინდურ ძალებთან კავშირში ადანაშაულებდნენ და კუდიანობის დაღს ასვამდნენ. რაც შეეხება ეგვიპტელებსა და რომაელებს, ისინი ისე ეთაყვანებოდნენ ტყუპებს, როგორც ღმერთებს. შესაბამისად, ეგვიპტურ მითოლოგიაში ტყუპების სახით აღმოცენდნენ ოსირისი და ისიდა, ხოლო რომაულში – რომულუსი და რემუსი – დიდებული ქალაქ რომის დამაარსებლები


სამეფო კარის თამაშები

image

მეფისთვის, რომელსაც ერთდროულად ორი მემკვიდრე უჩნდებოდა, ეს მოვლენა სასიხარულო ნამდვილად არ იყო. ვის დარჩებოდა ამ შემთხვევაში ტახტი, როცა უფლისწული ორი იყო, თანამიმდევრობას კი ვერ ადგენდნენ? 1213 წელს საფრანგეთის მეფის ლუი VIII -ის მეუღლემ ბლანკა კასტილიელმა გააჩინა ტყუპი ვაჟი. ერთ-ერთი მათგანი, იოანე, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა, მოასწრო მე-VI ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა. მეფის მეორე ვაჟმა, ალფონსმა, ღრმა კვალი დატოვა ისტორიაში. ცნობილი იყო როგორც ტულუზის გრაფი. მან პოეზიისა და ტრუბადურების აყვავებული მხარე პირქუშ ადგილად გადააქცია, ბოროტებისა და შურისძიების შედეგად პროვანსმა ხელოვნებისა და სილამაზის ხიბლი დაკარგა.

ყველაზე ცნობილი სამეფო სისხლის ტყუპების საიდულო ცნობილია "რკინის ნიღბის" სახელით. ისტორია მოგვითხრობს ორ ტყუპ ძმაზე, რომელთაგან ერთ-ერთი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადეს, მეორე კი თავდაპირველად სასახლის კარზე იზრდებოდა, შემდეგ გააგზავნეს და უვადო თავისუფლების აღკვეთით ერთ-ერთ ციხეში გამოამწყვდიეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეგენდის დამატებითი ფაქტებით გამყარება არავის შეუძლია, 18 რომანი და 6 ფილმი ადასტურებს ძლიერ ინტერესს ამ ისტორიის მიმართ.


შეუძლებელია განსხვავება?

image


რამდენი საინტერესო და სახალისო ისტორიებია მათ შესახებ - დაწყებული კლასიკური ლიტერატურით ("უფლისწული და მათხოვარი"), სკოლის მასწავლებლების საყვედურებით დამთავრებული. მათ საკუთარი მშობლების დაბნევაც კი შეუძლიათ, თუ სახეზე და სხეულზე რაიმე განმასხვევებელი ნიშანი არა აქვთ ხალის ან თანდაყოლილი ლაქის სახით. დნმ-ის ანალიზიც კი შეიძლება შეცდეს, რადგან დნმ-ის სტრუქტურა იდენტურ ტყუპებს თითქმის ერთნაირი აქვთ.

ახლა კი ყურადღება! ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ძაღლებს შეუძლიათ ტყუპების გარჩევა მინიმალური არომატული ნიუანსების მეშვეობით, რითაც უნარი აქვთ გახსნან "იდეალური დანაშაულებები, " რომელშიც "ერთნაირი ადამინები" იღებენ მონაწილეობას. ექსპერიმენტი 12-ჯერ გაიმეორეს, თუმცა ძაღლები ერთხელაც არ შემცდარან. ცხადია, მათთვის ტყუპების სუნი ისეთივე განსხვავებულია, როგორც სხვა ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანებისა.


ტელეპატური უნარი

image

ექიმები და პარაფსიქოლოგები წლების მანძილზე იკვლევენ აზრების გადაცემის ფენომენს შორ მანძილზე, რომელსაც ხშირად იდენტურ და დიზიგოტურ ტყუპებს აწერენ. General Extrasensory Perception – ტესტებმა, რომელსაც უნდა განესაზღვრა ექსტრასენსული უნარი, დაადგინა რომ იდენტურ ტყუპებში ის უფრო მაღალია, განსაკუთრებით თუ საქმე მათ ურთიერთკავშირს ეხება. მეცნიერების მტკიცებით, განსაკუთრებული კავშირი ტყუპებს შორის არ წარმოადგენს რაღაც მაგიურ და ამოუხსნელ მოვლენას; ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა კარგად იცნობენ და ესმით ერთმანეთის იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წელი ერთად გაატარეს. ანუ მსგავსი კავშირი მსგავსი ინტენსივობით შესაძლოა დამყარდეს დედასა და შვილს, მოსიყვარულე ცოლ-ქმარს, ჩვეულებრივ და-ძმას შორისაც.


ერთი ბედი ორზე?

image

გაოცებას იწვევს ის მოვლენები და შემთხვევები, რომელიც ტყუპებს ემართებათ ერთი და იმავე მომენტში – ტრამვები, გაცნობა, იღბალი, დანაკარგი... ისე ჩანს, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას იყოფენ. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბობ ჯონისა და ბეტი ელენის ისტორია, რომლებიც 1930 წლის 19 აგვისტოს დაიბადნენ ჩრდილოეთ კაროლინაში. 32 წლის ასაკში ბობი ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. მორიგე ექიმმა გადაწყვიტა ეს ტრაგიკული ამბავი მაშინვე გარდაცვლილის დისთვის შეატყობინებინა, მაგრამ მხოლოდ მის მეზობლებთან შეძლო დაკავშირება, რომელთაც უთხრეს რომ ბეტი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, და-ძმის სიკვდილის მომენტი დაახლოებით ერთი და იმავე დროს დადგა, გულის მწვავე უკმარისობით.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა გამოაქვეყნა კალიფორნიის შტატის პოლიციამ. 1956 წლის სექტემბერში, სან-ფრანცისკოსთან ახლოს, ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა: ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ორივე მათგანი დაბადებული იყო 1933 წლის 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესში და დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორეს.

სილვია და მარტა ლანდას შემთხვევამ კი საზოგადოება გააოგნა. 1976 წელს მარტამ ძლიერ დაიწვა ხელი უთოზე, ზუსტად იმ მომენტში მის დას ხელზე, რომელიც 20 კმ. დაშორებით იმყოფებოდა, უზარმაზარი წითელი ბებერა გამოუვიდა.


მსგავსი ნიჭი, ინტერესი და მიდრეკილება

image

რა თქმა უნდა, ბავშვებს რომლებიც ერთად იზრდებიან, გასაკვირი არ არის, რომ მსგავსი ინტერესები, გემოვნება და სურვილები ჰქონდეთ. ისტორიაში ბევრი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც ახალდაბადებული ტყუპები დაუშორებიათ, მაგრამ მათ ერთმანეთი მაინც უპოვიათ. ასეთი შეხვედრების შემდეგ კი საოცარი ფაქტები ირკვევა – მსგავსი ბედი ნიუანსების ჩათვლით, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ცხოვრების წესი.

ფსიქოლოგმა ტომას ბოჰარდ-უმცროსმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ტყუპების ეფექტის შესწავლას დაუთმო. მის პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი 1945 წელს დაბადებულ ბრიჯიტ ჰარისონსა და დოროთი ლოუს ისტორია იყო. დაშორებიდან 26 წლის შემდეგ ქალებმა აღმოაჩინეს, რომ ორივეს ქალ-ვაჟი ჰყავდა. ერთ-ერთი დის ვაჟს ენდრიუ რიჩარდი ერქვა, მეორე დის ვაჟს კი – რიჩარდ ენდრიუ; ქალიშვილებს კი დაარქვეს კეტრინ ლუიზა და კარენ ლუიზა. ამასთან, ორივე ოჯახში ჰყავდათ კატა და ორივეს თაიგერი ერქვა. დები 15 წლის ასაკში დღიურს წერდნენ, შემდეგ კი ერთდროულად დაანებეს თავი ამ საქმიანობას. როდესაც ეს დღიურები დაათვალიერეს, გაირკვა რომ ორივე ერთი ფერის იყო, ჩანაწერების წარმოება კი იდენტური თარიღებით ხდებოდა. ამ ფენომენის ახსნა დღემდე შეუძლებელია. შესაძლოა ეს დამთხვევა იყოს, მაგრამ პარაფსიქოლოგები მისტიკურ კომპონენტსაც არ გამორიცხავენ.


ასევე დაგაინტერესებთ:


კლინიკური სიკვდილი – რა ემართება სინამდვილეში ადამიანს?


მსოფლიოს ცნობილ ფიზიკოსთა მტკიცებით სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა პარალელურ სამყაროში აღდგება


სამეცნიერო ლოცვები, რომელიც სურვილებს ასრულებს – ჯოზეფ მერფი


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?

4
988
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
988
  
2020, 10 იანვარი, 1:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 იანვარი, 16:15
მთლიანობაში ულამაზესებია, მაგრამ თვალები ახვთ ზღაპრული.
2020, 9 იანვარი, 16:10
რთულია არ დაგეთანხმოთ :) მილიონ ნახევარი გამომწერი ჰყავთ და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ტყუპებად აღიარეს
2020, 8 იანვარი, 14:40
პირველი წყვილი რა ლამაზი ბავშვებია
0 1 4