x
მეტი
  • 02.03.2024
  • სტატია:133610
  • ვიდეო:355311
  • სურათი:507988
თეირანმა სულეიმანის მკვლელობაზე რეაგირების 13 ვარიანტი შეიმუშავა

image


ირანის ეროვნულ უშიშროების უმაღლეს საბჭომ 10-ზე მეტი ვარიანტი შეიმუშავა, თუ როგორ უნდა უპასუხონ შეერთებული შტატებს გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობაზე., იტყობინება სააგენტო "Fars"-ი.


უშიშროების საბჭოს მდივნის ალი შამხანის განცხადებით, ამ დროისთვის უშიშროების საბჭოში შურისძიების 13 ვარიანტია წარმოდგენილი.


მანამდე, ირანის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, აშშ-ს არმია და პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარეს.




რეგიონში ვითარება კვლავ გაუარესდა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ბაღდადის აეროპორტის მიდამოში განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ძალების სარაკეტო დარტყმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით. ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ჰომეინმა პირობა დადო, რომ გენერლის მკვლელობაზე შურს იძიებს.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0