x
image
ტორნადო07
თეთრმა ბიზონმა ჩრდილოამერიკელი ინდიელები გააერთიანა

imageკონექტიკუტის შტატის ერთ-ერთ ფერმაზე წვეულება მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეები უნიკალური რიტუალის მოწმეები გახდნენ, მათ იხილეს თუ როგორ არნიშნავდნენ ამერიკელი ინდიელები თეთრი ბიზონის დაბადებას.

ჩრდილოამერიკელი ინდიელების რამოდენიმე ტომის წარმომადგენლებმა ჩაიცვეს თავისი ტრადიციული ტანსაცმელი და რიტუალში მიიღეს მონაწილეობა. ისინი მღეროდნენ, იყენებდნენ დაფდაფებს და ასრულებდნენ ტრადიციულ ცეკვებს. წვეულების შემდეგ ტომების უხუცესები ხალხის წინაშე სიტყვით წარსდგნენ. საბაბი თეთრი ბიზონის დაბადება იყო, რომელმაც ინდიელთა რწმენით ყველა ჩრდილოამერიკული ტომი უნდა გააერთიანოს.

ცხოველი დაბადებისას 13 კილოგრამს იწონიდა. ფერმერმა, რომელთანც დაიბადა უნიკალური ცხოველი მოიწვია ინდიელები და ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა აღნიშნა.

მეცნიერთა აზრით თეთრი ბიზონი ალბინოსი არ არის. ხბოს ეს სახეობა უნიკალურია და ბუნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება. ინდიელებისათვის კი ასეთი ცხოველი წმინდაა და ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.image

4
129
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
129
  
2012, 4 აგვისტო, 21:36
წაშალე და ახლიდან დადე
2012, 4 აგვისტო, 21:18
ისე ჩრდილოამერიკელი ერთად იწერება ეხლა ვნახე :)
2012, 4 აგვისტო, 21:17
გაიხარე... მაგრამ როგორ გავასწორო? რედაქტირება აქვს სტატიას?
2012, 4 აგვისტო, 20:54
სათაურში ჩრდილო-ამერიკული ტირეთი იწერება. კიდევ რამდენიმე ადგილას ასო გიწერია შეცდომით და გაასწორე.
0 1 4