საზოგადოება ამერიკის საელჩოების ახლო - მახლო ყოფნას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოვერიდოთ.. 2020, 5 იანვარი, 22:21 "მეც უნდა ვთქვა რამე? კაი, ბატონო. ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 7 მარტს აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ირანმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც უარს ამბობენ ომის შემთხვევაში ამ ქვეყნების ტერიტორიების სამხედრო პლაცდარმად გამოყენებაზე. საქართველომ მაშინ ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თუ რატომ და ვისი კარნახით, გასაგებია, ხომ? ვიტყვი იმასაც, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, კვლავ აზერბაიჯანში კვლავ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელიც ისევ პუსტიაკურად, უყურადღებოდ და ჩუმად გაატარეს ჩვენთან. ბაქოში სამთა შეხვედრაზე (რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი) და მერე 9 აგვისტოს პეტერბურგში ერდოღან- პუტინის შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტები და გაზი ევროპისკენ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გაივლის. სამთა შეხვედრაზე დამტკიცებული პროექტში "ჩრდილოეთი - სამხრეთი", რომლის განხორციელება ამ წლის ბოლოს დაიწყო, საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს. ანუ, რუსმა იმდენი იჩალიჩა, რომ გაზსადენი როგორც მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ჩვენთვის აღარ იარსებებს და მსოფლიოც დაგვიკიდებს. ვიტყვი იმასაც, რომ ამ რამდენიმე წლის წინ ტრამპმა ობამას ლამის დედა აგინა, მაგ შავ კაცს მოლაპარაკების თავი არა აქვსო და რომ მიუშვა ომსაც გააჩაღებს ირანთანო, ოღონდ მეორე საპრეზიდენტო ვადაზე წავიდესო. ვიტყვი იმასაც, რომ 2020 წელს ამერიკაში კვლავ საპრეზიდენტო არჩევნებია, და ამჟამად უკვე ტრამპი ამთხვევს ამერიკის მუდმივ ინტერესებს ამ რეგიონში თავის პირად ინტერესებს. ახლა ვიტყვი მთავარს, რატომაც ხდება ის, რაც ხდება. 2008 წლის აგვისტოში, ირანმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრი გაუშვა. დღესდღეობით ირანს სამი სრულფასოვანი თანამგზავრი ჰყავს გაშვებული კოსმოსში, მათგან ბოლო 2012 წლის 3 თებერვალს გაიყვანა ორბიტაზე, და 2020 წლისთვის კოსმოსში ადამიანის გაშვებასაც გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ირანს ბალისტიკური რაკეტების შექმნის საშუალებანი გააჩნია. ისიც ვთქვა, რომ ირანი ნავთობის რიგით მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია? ხო, ჩემო ბატონო, მგონი ყველაფერი ვთქვი და დასკვნები თქვენ გააკეთეთ. და ბოლოს, იმედს გამოვთქვამ, რომ დიდი და ცხელი ომი არ იქნება, მაგრამ რადგანაც ირანის პირველმა პირებმა ამერიკას ჯიხადი გამოუცხადეს, ამერიკის საელჩოების ახლო - მახლო ყოფნას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოვერიდოთ. ტერორისტული აქტები არ არის გამორიცხული. ისე, ჯობდა, მაშინ, მიწების დარიგების დროს მოვრიდებოდით სუფრაზე ქეიფს, და მერე ღმერთთან თავის მართლებას, უფალო, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და მიტომ დაგვაგვიანდაო. ხო, ჯობდა, კი ვიქნებოდით ახლა სადმე ავსტრალიაში, და წყნარად? კაი ხო, ვხუმრობ, "არ გავცვლი სალსა კლდეებსა, " და ასე შემდეგ, ხო?. აი, ამერიკის საელჩოებს რომ უნდა მოერიდოთ, ამას უკვე არ ვხუმრობ." - წერს რეჟისორი და ბლოგერი გუჯა შვანგირაძე 211 2-ს არ მოსწონს |
და ჰენდერსონის მოსაზრება არის ის, რასაც ნებსით თუ უნებლიედ მაინც გაგვაკეთებინებენ, ოღონდ ჰენდერსონისგან განსხვავებით ჩემდა სამწუხაროდ!
ჩვენ ხომ ყოველთვის სქილასა და ქარიბდას შორის უნდა ვიყოთ რა...