პოლიტიკა დიდი ბრიტანეთი ირანზე "ტომაჰავკის" სარაკეტო ბომბების დარტყმისთვის ემზადება 2020, 5 იანვარი, 16:58 ისლამურ რევოლუციონერთა კორპუსის გენერალის კასემ სულეიმანის გარდაცვალებით გამოწვეული დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, ომში გადაიზრდება ამის შესახებ, იტყობინება გამოცემა The Sun-ი წყაროზე დაყრდნობით. მისივე თქმით, ლონდონი პირველი არ განახორციელებს დარტყმას, მაგრამ როდესაც კონფლიქტი გამწვავდება, იგი მზად არის მხარი დაუჭიროს ამერიკელ მოკავშირეს "ტომაჰავკის" საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ფლოტით. ერთ-ერთი ასეთი წყალქვეშა ნავი მზადაა საკმარისი მანძილიდან ირანზე თავდასხმისთვის, წერს გამოცემა. The Sun -ი ასევე წერს, რომ ელიტარული სპეცრაზმის მებრძოლები განლაგებულია ერაყში, სადაც სულეიმანი გარდაიცვალა. სამაშველო ოპერაციების საჭიროების შემთხვევისთვის ქვეყანაში 400 ბრიტანულ ჯარისკაცს, რომლებიც ერაყის უსაფრთხოების ძალებს წვრთნიდნენ, დაევალათ დიპლომატებისა და საკუთარი ძალების დაცვის გაძლიერება. - იუწყება The Times-ი. გარდა ამისა, გაზეთი აღნიშნავს: ლონდონი მიიჩნევა, რომ კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის და საფრთხეების გაცვლის ფონზე, ერაყში განლაგებულ კონტინგენტმა უნდა მიიღოს უფრო მძიმე იარაღი. შესაბამისი წინადადებები გადაეგზავნება კარიბის ზღვის აუზში 12 დღიანი შვებულებიდან დაბრუნებულ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, ამერიკული სარაკეტო დარტყმის შედეგადად გარდაიცვალა სპეცსამსახურების მეთაური კასემ სულეიმანი. ირანის მაღალი რანგის მეთაურის სიკვდილი პირადად შეუკვეთა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. თეირანი არაერთხელ დაპირდა შურისძიებას ვაშინგტონს გენერლის მკვლელობის გამო. საპასუხოდ, ტრამპი იმუქრება, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები ირანში 52 სამიზნეს მიაყენებს დარტმას. 743 1-ს მოსწონს
|