x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ვინ იყო ყასემ სულეიმანი? - იგი უფრო პოპულარული პერსონა იყო, ვიდრე თავად აიათოლა

imageვინ იყო ყასემ სულეიმანი

ყასემ სულეიმანი აიათოლა ხამენეის შემდეგ ირანის თეოკრატიული რეჟიმის მთავარი სახე იყო, რომელმაც პრაქტიკაში შექმნა თანამედროვე ირანის რეგიონული პოლიტიკა, რომელიც საკუთრივ ირანის საგარეო პოლიტიკის უდიდეს ნაწილს მოიცავს.
ყასემ სულეიმანი, რიგ შემთხვევაში, უფრო პოპულარული პერსონა იყო, ვიდრე თავად აიათოლა, როგორც სამხედროებში, ასევე ირანის მოსახლეობაში, რასაც მისი 40-წლიანი სახელმწიფოებრივი საქმიანობა განაპირობებდა. პრაქტიკულად, ის იყო, ცოცხალი ლეგენდა, რომლის მიმართაც სრულიად ირანი რიდსა და პატივისცემას გამოხატავდა. ირანისთვის მისი მკვლელობა, დაახლოებით, შეიძლება შედარდეს რიჩარდ ნიქსონისთვის ჰენრი კისინჯერი და CIA-ის ხელმძღვანელი ერთად რომ მოეკლათ.

როდესაც ბოლო წლების განმავლობაში გვესმის ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა წერტილში ირანის მზარდი გავლენების შესახებ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს დასავლურ-სიონისტურ-არაბულ კავშირს, ჩვენ საქმე გვაქვს ყასემ სულეიმანი პირადი საქმიანობის შედეგებთან.

სულეიმანი შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის არქიტექტორად, რომელმაც რეგიონი ირანულ და არაბულ ბანაკებად დაყო და ცივი ომის პროცესში შეიყვანა. მისი დამსახურებაა ე.წ. შიიტური წინააღმდეგობის რკალის შექმნა ერაყის-სირია-ლიბანის მონაწილეობით, რითაც ირანს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი გავლენები ხმელთაშუა ზღვამდე განევრცო. სულეიმანი ირანის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა, რადგან მას ირანზე მიმართული რეგიონული და გლობალური ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის საზღვრებიდან შორს გადაქონდა და სხვაგან ახდენდა ირანისთვის მტრული ძალების კონცენტრაციის მიმართავს.

ყასემ სულეიმანი იყო, როგორც ძლიერი სამხედრო სტრატეგი, ასევე შესაძლებლობების პოლიტიკოსი. როგორც სამხედრო ის ყოველთვის ამჯობინებდა რიგით მებრძოლებთან უშუალო კონტაქტს. თქვენ ნახავთ უამრავ ვიდეოს და ფოტოს, სადაც სულეიმანი ფრონტის ხაზზე პირადად ამხნევებს მებრძოლებს და იღებს სამახსოვრო ფოტოებს. როგორც პოლიტიკოსი მან ყველა შესაძლო მომენტში დასავლეთის მიერ ახლო აღმოსავლეთში დაშვებული შეცდომები ირანის სასაგებლოდ გამოიყენა. ძლიერი საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით, მან როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ვაკუუმი შეავსო ამერიკელების მიტოვებულ ერაყში, სირიაში და მანამდე ლიბანში გაწია უზარამაზარი სამუშაო შიიტური ჰეზბოლასთვის პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაში. მას პირადპირი შემხებლობა არ ჰქონია იემენში ჰუსიტ მებრძოლებთან, თუმცა ჰუსიტების წარმატება საუდის არაბეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ მისი ქუდსის ძალებთან ასოცირდება.

???????? ყასემ სულეიმანის საჯარო ასპარეზზე გამოსვლა იწყება 1980 წელს ირან-ერაყის ომის დაწყებიდანვე. მიუხედავად იმისა, რომ იგი აიათოლა ხომეინის მიმდევარი იყო, 1979 წლის რევოლუციაში მისი მონაწილეობა არა ფიქსირდება. მას არც სასულიერო და არც მნიშვნელოვანი სამხედრო განათლება არ ჰქონია, თუმცა ირან-ერაყის ომში მონაწიელობისას მისი მხრიდან გამოჩენილი სიმამაცისა და ქარიზმის წყალობით, მან ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) სწრაფად დაიწყო დაწინაურება. ირან-ერაყის ომში იგი ერაყელ ქურთებს ეხამრებოდა ჰუსეინის რეჟიმთან ბრძოლაში და ხშირად უწევდა ერაყის ტეროტრიაზე სადაზვერვო მისიებით გადასვლა.

1998 წელს მას ჩააბარეს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რეგიონული ძალების ე.წ. ქუდსის დანაყოფების ხელმძღვანელობა, რომლის მთავარი მიზანი რეგიონში თეოკრატიული რეჟიმის ინტერესების დაცვა და ანტისიონისტური მოძრაობის გაძლიერებაა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი დამსახურებაა 2006 წელს ისრაელი-ლიბანის კონფლიქტში ჰეზბოლას მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა ისრაელის თავდაცვის ძალების მიმართ, რომელსაც ისრაელის უკან დახევა მოყვა და ის ომი ლიბანის წარმატებად ჩაითვალა. სულეიმანის დამსახურებაა ის, რომ 2011 წლიდან 2015 წლამდე სირიაში ასადის რეჟიმი არ დაემხო და ძალაუფლება შეინარჩუნა. იგი კრიტიკული იყო თავად ასადის და სირიის არაბული არმიის ოფიცრების მიმართ, რადგან მათ სამხედრო ტაქტიკურ განსწავლულობას უწუნებდა და მისი აზრის გაუთვალისწინებაში ადანაშაულებდა. მისი სიტყვებით, იგი ბასიჯების (ირანელი მებროძლები) ერთი დივიზიით სირიას სრულად დაიპყრობდა. სულეიმანის დამსახურებაა დაეშის განადგურება, როგორც სირიაში, ასევე ერაყის ტერიტორიაზე, სადაც უდიდესი როლი ითამაშეს ერაყში მის მიერ ჩამოყალიბებულმა პროირანული სახალხო მობილიზაციის შენაერთებმა (PMU).

???????? ყასემ სულეიმანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოზით ამერიკულ ძალებთან ტაქტიკურად თანამშრომლობდა. პირველი ასეთი შემთხვევა 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაფიქსირდა, სადაც სულეიმანის ქუდსის ძალები ამერიკულ დანაყოფებს თალიბანის ადგილმდებარეობების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მეორე შემთხვევა უკვე ერაყის ომის დასაწყისში მოხდა, როდესაც ქუდსის ძალები ამერიკელებს სადამ ჰუსეინის დამხობაში ეხმარებოდნენ. 2010 წელს სულეიმანისა და ამერიკელების თანამშრომლობით ერაყის პრემიერ-მინისტრის პოსტი ნური ალ-მალიქიმ შეინარჩუნა. უკვე 2014-17 წლებში სულეიმანის ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალები ამერიკულ საავიაციო ძალებთან ერთად დაეშის დამარცხებაში აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ყასემ სულეიმანი ერაყზე უდიდეს გავლენას ფლობდა და რეალურად ის იყო ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომლის გარეშედაც ერაყის შიდა პოლიტიკაში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა.

მიუხედავად ამგვარი ტაქტიკური თანამშრომლობისა, ყასემ სულეიმანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული, ებრაული და სპარსეთი ყურის არაბული ქვეყნების ინტერესების მთავარ მტრად მიიჩნეოდა. სულეიმანი მთელი ამ წლების განმავლობაში სიკდვილს ეთამაშებოდა, რადგან მისი ლიკვიდაცია რამდენჯერმე იყო დაგეგმილი მოსადის მიერ, თუმცა ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ ქმედებისგან ისრაელს აკავებდა. სხვადასხვა წყაროებით, ჯერ ბუშის ადმინისტრაციამ ისრაელს უარი განუცხადა მის მოკვლაზე, ხოლო შემდეგ უკვე ობამას ადმინსიტრაციამ ირანთან ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების გამო. თეთრი სახლი ყოველთვის იაზრებდა ყასემ სულიემანის პერსონის მნიშვნელობას ირანისთვის და ყოფნიდა პასუხიმგებლობა მისი განადგურებისგან თავის შეკავებით ირანის არაპროგნოზირებასი აგრესიული რეაქციის პრევენცია მოეხდინა, რომელსაც შესაძლოა უდიდესი საფრთხე შეექმნა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებისთვის.

რატომ მოკლეს ყასემ სულეიმანი ახლა

სულეიმანის მკვლელობა უმეტესწილად დაკავშირებულია ერაყში ბოლო თვეებში მიმდინარე პროცესებთან. პირველი ოქტომბრიდან ბაღდადში მიმდინარეობდა უწყვეტი მასშტაბური სოციალურო პროტესტი, რომელსაც დღემდე 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 25 000 დაშავდა. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ერაყის ღრმა კორუფციული მმართველობის და სექტარიანული პოლიტიკური სისტემის დასრულება იყო. თუმცა ამ მოთხოვნებთან ერთად შიიტი ერაყელები მტკიცედ ითხოვდნენ ქვეყანაში ასევე შიიტური ირანის გავლენების შესუსტებას და მათთან დაკავშირებული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. პროტესტს შეუერთდა ერაყის მთავარი შიიტი კლერიკი და გავლენიანი პოლიტიკოსი მუქთადა ალ-სადრი და მისი მოძრაობაც. პროტესტის სიმძლავრის გამო ყასემ სულეიმანის პირადად მოუწია საქმეში ჩართვა. იგი პირადად იმყოფებოდა ბაღდადში და პირადად უზრუნველყო ირანის პროტეჟე პრემიერ-მინისტრის ადილ აბდულ-მაჰდისთვის პოსტის შენარჩუნება. სულეიმანის პირადი განკარგულებით, პროირანულმა ერაყის სახალხო მობილიზაციის შენაერთებს პროტესტის დაშლა ყველა შესაძლო საშუალებით დაევალა. დემონსტარტების მსხვერპლი სწორედ ამ შენაერთების მოქმედებებით იქნა განპირობებული.

სამთვიანმა უწვეტმა პროტესტმა ირანისთვის შექმნა კრიზისული სიტუაცია, რითაც ის რეალურად კარგავდა ერაყზე პოლიტიკურ გავლენებს. ყასემ სულეიმანი პოლიტიკური გადაყვეტილებით დაიწყო პროტესტის სხვა მიმართულებით მიმართვა და მისი ექსტერნალიზაცია. სულეიმანიმ გადაწყვიტა სახალხო პროტესტის უმეტესწილად ანტიირანული ხასიათი, ანტიამირკულად ექცია. მისმა სახალხო დაცვის შენაერთებმა და მათთმა მხადამჭერებმა დეკემბრის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს ამერიკელ სამხედროებსა და დიპლომატებზე, რასაც ჯერ ამერიკელი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა, ხოლო შემდეგ ამერიკის საელჩოს დარბევა ბაღდადში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ სულეიმანის მხარდამჭერების მხრიდან ამერიკელ სამხედროებსა და დიპლომატებზე კიდევ არაერთი თავდასხმა იგეგმებოდა, საფუძვლიანი და ლოგიკურია. ეს იყო სულეიმანის პოლიტიკის მთავარი მიმართულება ერაყული პროტესტი ღერძის ცვლილებისთვის და მისი რეგიონულ კრიზისად გარდაქმნისთვის. შედეგად, თეთრმა სახლმა ერაყში ამერიკული ინტერესების დასაცავად ყასემ სულეიმანის მკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

რადმენად სწორი ნაბიჯი იყო ყასემ სულეიმანის მკვლელობა

ყასემ სულეიმანის მკვლელობა, როგორც პოლიტიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზირისით მცდარი ნაბიჯი იყო. იგი არ ატარებდა გრძელვადიან სტარტეგიულ ხასიათს და მხოლოდ ერთჯერად აქციად შეიძლება მივიჩნიოთ. ამას თავად, დონალდ ტრამპის განცხადება მოწმობს, რომელმაც ირანთან ომის სურვილი კატეგორიულად გამორიცხა. სულეიმანის მკვლელობით აშშ-მა შეიძლება დროებით უზრუნველყო საკუთარი წარმომადგენლობის უსაფრთხოება ერაყში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მან პრაქტიკულად საბოლოო წერტილი დაუსვა ერაყში ამერიკული ჯარების არსებობის ლეგიტიმაციას. სულეიმანის მოკვლით შესრულდება თავად სულეიმანის სტრატეგიული მიზანი, ერაყის სახალხო პროტესტი ამიერიდან მკვეთრად ანტიამერიკული გახდება და უკანა პლანზე გადაიწევს ირანული გავლენების პრობლემა. ამას მოწმობს ერაყის პარლამენტის მიერ კანონპროექტზე მუშაობის დაწყება, რომელიც აშშ-ის ძალებს ერაყის დატოვებას ოფიციალურად მოსთხოვს; ამასთანავე, მუქთადა ალ-სადრის განცხადებაც, რომელიც მოსახლეობას ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის თეოკრატიულმა რეჟიმმა ყასემ სულეიმანის დაკარგვით საგარეო პოლიტიკაში მარჯვენა ხელი დაკარგა, იგი თავად რეჟიმს გარკვეულ პოლიტიკურ შვებას მისცემს. როგორც ერაყში, ისევე ირანში ბოლო თვეების განმავლობაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გამოსვლები მიმდინარეობდა, სადაც თავად აიათოლას წინააღმდეგ გაისმოდა შეძახილები. პროტესტს არაოფიციალური მონაცემებით, 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ირანში რეჟიმის პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკების მიმართ კრიტიკულად მზარდი პროტესტია. შესაბამისად, სულეიმანის მკვლელობა აშშ-ის მიერ ოფიციალურ თეირანს საშუალებას მისცემს პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი შიდა პოლიტიკიდან, კვლავ საგარეოზე გადაიტანოს და გამოაცოცხლოს მისი არებობის მთავარი დეტერმინანტები, ანტიამერიკული და ანტისიონისტური პარადიგმები.

სულეიმანის მკვლელობა ტრამპის მიერ სულიემანის პერსონალიის შეუაფესებლობა და უდიდეს რისკზე წასვლაა, რომელმაც შესაძლოა გახსნას პანდორას ყუთი და გამოიწვიოს მოვლენათა იმგვარი ჯაჭვი, რომ ახლო აღმოსავლეთი გლობალურ კონფლიქტში ჩაითრიოს (2015 წელს, საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი რადიოსტუმრობისას ვერ პასუხობს კითხვას თუ ვინ არის ყასემ სულიემანი და ქუდსის ძალები, ქურთებში ერევა. ის ასევე ვერ პასუხობს კითხვას თუ ვინ არიან რეგიონის მთავარი ტერორისტები: ალ-ზავაჰირი, ალ-ბაღდადი, ალ-ჯულანი და ჰასან ნასრალა). ამას მოწმობს თავად ისრაელისა და საუდის არაბეთის ლიდერშიფისგან საჯარო აღფრთოვანების დამალვა და დუმილი მათი უსაფრთხოებისთვის ექსტრემალურად გაზრდილი საფრთხეების მოლოდინში (ისრაელმა უკვე დახურა საკურორტო ჰებრონის მთა სარაკეტო თავდასხმებისგან დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის).

არსებობს უამრავი ალტერნატივა, სადაც ირანმა შესაძლოა რევანში განახორციელოს. უპირველეს ყოფლისა ეს არის სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერებზე თავდასხმა; ჰუსიტების მეშვეობით იმავეს განმეორება, რაც სექტემბერში მოხდა - საუდის არაბეთის ნავთობსაცავების დაბომბვა; როგორც ერაყში, ასევე სირიაში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე ტერორისტული თავდასხმა; პალესტინური ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის, ასევე ლიბანური ჰეზბოლას მეშვეობით ისრაელზე თავდასხმა ან ტერორისტული აქტების გახშირება.



თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყასემ სულიემანის შემცვლელი, მისი თანამებრძოლი ირან-ერაყის ომიდან, გამოცდილი სამხედრო, მაგრამ ნაკლებად ქარიზმატული ისმაილ ღაანი ქუდსის ძალების ავღანეთის და პაკისტანის მიმართულებას კურირებს, შესაძლოა პირველადი დარტყმები ავღანეთში განლაგებულ ამერიკულ სამხედროებზე განხორციელდეს.

Shoto Tkhelidzeimage

3
232
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
232
  
2020, 6 იანვარი, 2:28
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 6 იანვარი, 0:49
და რამდენი ახლა მიდის კიდევ
2020, 6 იანვარი, 0:07
იმედია ის არ იქნება, რაც სულ ბოლოს ეწერა, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რამდენი ახლობელი და ქართველია ამჟამად ავღანეთში :(
0 1 3