x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება" - არკადი ბაბჩენკო
image

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება, თუმცა იმედი აქვს, რომ მესამე მსოფლიო ომს არ/ვერ მოაწყობს, მაგრამ კიდევ ბევრ სისხლს დალევს და ისტორიულ პარალელებსაც ავლებს ჰიტლერის გერმანიასა და პუტინის რუსეთს შორის.

"როგორც ჩანს, ეს არის ისტორიული გარდაუვალობა, რომ ყველა შეშლილი დიქტატორი ერთსა და იმავე წრებზე მიდის და ერთანაირად მოქმედებს. ბევრი ამბობს, რომ რუსეთის და გერმანიის შედარება არ შეიძლება, მაგრამ ისტორიულ პარალელებს ამ დასკვნამდე მივყავართ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პუტინის რუსეთი არის თანამედროვე ანალოგი 30-იანი წლების გერმანიის. ნახეთ და თვითონ განსაჯეთ!

პირველი მსოფლიო ომისგან მიყენებული ტრავმა და გამარჯვებულისგან დამამცირებელი ჰუმანიტარული დახმარება 1918 წელს.


"ცივი ომისგან" მიყენებული ტრამვა და დამამცირებული ჰუმანიტარული დახმარება გამარჯვებულისგან 1991 წელს;

ინფლაცია, ნგრევა და სიღატაკე - 1920-იან წლებში;

ინფლაცია, ნგრევა და სიღატაკე - 1991 წელს;

ჭვავის მარკაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა;

ნავთობის რუბლზე დაფუძნელი ეკონომიკური ზრდა;

იქ იყო კრუპი და მრეწველობა;

აქ ნავთობი და გაზი;

საკონცენტრაციო ბანაკები - ებრაელებისთვის;

საფილტრაციო ბანაკები - ტაჯიკებისთვის;

ოლიმპიადა - ოლიმპიადა;

ერთი რაიხი - ერთი ფიურერი, ეროვნული მოღალატეები;

არ არის პუტინი - არ არის რუსეთი, ეროვნული მოღალატეები;

ანექსია - ანექსია;

გამარჯვების მანიით შეშლილი ერი - "სუდეტნაშ";

გამარჯვების მანიით შეშლილი ერი - "კრიმნაშ".

ახლა იკითხავთ, რა შეიძლება ჩაითვალოს "დიდ ომში". იმედია მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ, მაგრამ შევარდებიან ხარკოვთან და მინსკთან. ასე რომ იქნება, დარწმუნებული ვარ, რადგან არ შეიძლება ათეულობის წლების მანძილზე ფული მხოლოდ არმიაში და ძალოვნებში ჩადო. როცა შენ არა გაქვს ეკონომიკა, მცირე ბიზნესი, განათლება, მეცნიერება, არა გაქვს საზოგადოებრივი ინსტიტუტები და გაქვს მხოლოდ არმია და ძალოვანი სტრუქტურები, ამ დროს კი ქვეყანა ნგრევას იწყებს, ეს აუცილებლად დაიწყება, და ვერ ახდენ ზეგავლენას სიტუაციაზე, გრჩება მხოლოდ არმია და იწყებ ამის გამოყენებას, " წერს არკადი ბაბჩენკო.image

3
1707
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1707
  
2020, 4 იანვარი, 14:38
ამიტომაცაა ქაცარავა და მისი გუნდი სამაჩაბლოს დე ფაქტო საზღვრიდან მოსაშორებელი.
2020, 4 იანვარი, 13:27
როგორმე ჩვენ არ მივეფათერაკოთ,თორემ საქართველოსაგან აღარაფერი დარჩება.
2018, 29 აგვისტო, 17:49
ყველა წინაპირობა ამისათვის არსებობს, წვრთვნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წვრთვნები ჩრდილოეთ კავკასიაში, მართობასშტაბიანი წვრთვნები თითქმის ყველა სამხედრო ოლქში, შეიარაღების სწრაფი ტემპით მოდერნიზებული ტექნიკით ჩანაცვლება.
ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ომისათვის.
სირიიდან ელიტარული დანაყოფების გამოვანაც ამას მოწმობს, ბრძოლებში გამოცდილი კადრების უკან გამოწვევა ასე უბრალოდ არ მოხდებოდა.
0 1 3