სხვა ავსტრალიელები ხანძარს კვლავ ებრძვიან 2020, 4 იანვარი, 22:31 ათასობით ავსტრალიელი იძულებულია სახლი მიატოვოს და სპეციალურად მოწყობილ ბანაკში წავიდეს, სადაც თავს ტყის ხანძრისგან დაზარალებულები აფარებენ. ბოლო დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა სამერვილის დახმარების ცენტრში აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ვიკტორია მალაკუტის შტატიდან. ისინი გემმა HMAS Choules გადმოიყვანა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძრისგან თავის დაცვას პლაჟზე ცდილობდნენ. "პირველ დღეს პლაჟზე გვეძინა, რადგან ვფიქრობდით, რომ იქ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. შემდეგ შტორმი დაიწყო და იძულებული გავხდით ნაპირისგან შორს წავსულიყავით და გეზი დახმარების ცენტრისკენ ავიღეთ. იქიდან ვუყურებდით, რა ხდებოდა ნაპირზე- ყველაფერი ალისფერი იყო. "- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. სპეციალისტების აზრით, ავსტრალიაში ამინდის ექსტრემალური გავლენა გაგრძელდება, მანამ არ შეწყდება მოპოვებული ნავთობის დაწვა, ხოლო მთავრობა მანამ არ შეამცირებს ქვანახშირის მოპოვებას მიუხედავად ნახშირბადის მოთხოვნაზე შემცირებისა. პენსილვანიის შტატის დედამიწის სისტემის კვლევის ცენტრის უნივერსიტეტის დირექტორმა, მაიკლ მანმა განაცხადა: " პრობლემის ნამდვილი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ავსტრალიის ხელისუფლების უკანასკნელ დროს გატარებული პოლიტიკით ფაქტობრივად ნახშირბადის გამოყოფის მომატება ხდება. ავსტრალია ყველაზე ბევრი ქვანახშირის ექპორტს ახდენს ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, ვიდრე სხვა ქვეყნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება ადანის ქვანახშირის საბადოს, თუ მისი მშენებლობა ბოლომდე დასრულდა, გააორმაგებს ნახშირბადის გამოყოფას ქვეყანაში." ამასთანავე ავსტრალიის პრემიერ - მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ სამი ათასამდე რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე გაჩენილ ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში და 20 მილიონ ავსტრალიურ დოლარს გამოყოფს სახანძრო თვითმფრინავების არენდისთვის. 50 1-ს მოსწონს |